საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭო[კ 1], საქართელოს სამხედრო საბჭო — არაკონსტიტუციური დროებითი ორგანო საქართველოში, რომელიც წარმოადგენდა გასამხედროებულ არაფორმალურ დაჯგუფებას ჯაბა იოსელიანისა და თენგიზ კიტოვანის ხელმძღვანელობით.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1992 წლის 2 იანვარს სამხედრო გადატრიალების შემდეგ მისმა ლიდერებმა ჩამოაყალიბეს დროებითი არაკონსტიტუციური ორგანო, რომელსაც უწოდეს „საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭო“. სამხედრო საბჭომ გააძევა ქვეყნის პრეზიდენტი, დროებით შეაჩერა კონსტიტუციის მოქმედება რესპუბლიკის ტერიტორიაზე, დაითხოვა უზენაესი საბჭო და პრემიერ მინისტრის მოვალეობის შესრულება დროებით დაავალა თენგიზ სიგუას.

3 იანვარს სამხედრო საბჭომ თბილისსში გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა, აკრძალა ყოველგვარი მიტინგი და დემონსტრაცია[1].

6 იანვარს სამხედრო საბჭომ გამოსცა დეკლარაცია, რომლის მიხედვითაც საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო და საქართველოს პრეზიდენტი გამოაცხადა საქართველოს სსრ სამართალმემკვიდრეებად და ბრალი დასდო პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ავტორიტარულ მმართველობასა და ხელისუფლების უზურპაციაში.

10 იანვარს სამხედრო საბჭომ პრემიერ მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის თ. სიგუას წინადადებით დაადგინა შემდეგი: საქართველოს მთელ ტერიტორიაზე აღდგეს საკრებულოთა საქმიანობა; საკრებულოებმა ათი დღის ვადაში ჩაატარონ გამგეობის არჩევნები ფარული კენჭისყრით; გამგეობის ახალი შემადგენლობა დასამტკიცებლად წარედგინოს რესპუბლიკის დროებით მთავრობას; პრემიერ მინისტრის დროებით შემრულებელს თ. სიგუას მიეცეს თბილისის მერის არჩევის უფლება და სხვა[2].

21 იანვარს მარტვილში გაიმართა სამხედრო საბჭოს ერთ-ერთი ხელმძღვანელის ჯაბა იოსელიანისა და ზუგდიდის სამხედრო რწმუნებულის გია ყარყარაშვილის შეხვედრა უზენაესი საბჭოს დეპუტატთან ვ. შურღაიასთან და ზუგდიდის ყოფილ პრეფექტთან ა. ქობალიასთან. საუბრისას ჯაბა იოსელიანმა მხარეებს წაუყენა ულტიმატუმი, რომ 21 ინვრის ბოლომდე ზუგდიდში განლაგებულმა სამხედრო შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა დაყარონ იარაღი და უზრუნველყონ ზუგდიდის უმსხვერპლოდ განთავისუფლება[3].

სამხედრო საბჭომ აღდგენილად გამოაცხადა 1921 წლის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია და 1992 წლის 11 ოქტომბერს დანიშნა საპარლამენტო არჩევნები.

7 მარტს სამხედრო საბჭოს წევრების ჯაბა იოსელიანისა და თენგიზ კიტოვანის მოწვევით რუსეთიდან ჩამოვიდა სსრკ-ის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ედუარდ შევარდნაძე.

10 მარტს სამხედრო საბჭომ ძალაუფლება საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს გადააბარა, რომელშიც პოლიტიკური ძალებისა და თვითლიკვიდირდა.

კომენტარები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საბჭო წარმოადგენდა არაოფიციალურ დაჯგუფებას, რომლის სახელწოდებაც შესაბამისად პირობითი იყო, თუმცა საქართველოს რესპუბლილკის პერიოდულ გამოცემებში მან დაამკვიდრა თვითსხელწოდება „საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭო“, და შესაბამისად ამ სახელით გამოსცემდა სხვადასხვა დადგენილებებს.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „საქართველოს რესპუბლიკა“, №01, 8 იანვარი, 1992
  2. „საქართველოს რესპუბლიკა“, №04, 11 იანვარი, 1992
  3. „საქართველოს რესპუბლიკა“, №10, 22 იანვარი, 1992