საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მთავრობის სასახლე

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო (1938-1989 წწ ეწოდებოდა საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭო, ხოლო 1989-1990 წწ საქართველოს სსრ უზენაესი საბჭო) — საქართველოს სსრ სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანო (1990 — 1992 წლებში — საქართველოს რესპუბლიკის) 1938-დან 1992 წლამდე. 1992 წლის იანვარში სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ დაიშალა სამხედრო საბჭოს გადაწყვეტილებით. ახალი პარლამენტი არჩეულ იქნა 1992 წლის ნოემბერში.

ეწეოდა უმაღლეს საკანონმდებლო საქმიანობას, იღებდა აღმასრულებელ-განმკარგულებელ ორგანოს - მინისტრთა კაბინეტის (1990 წლამდე მინისტრთა საბჭოს) ფორმირებაში მონაწილეობას, ირჩევდა უმაღლეს სასამართლოს და კონტროლს უწევდა მის წინაშე ანგარიშვალდებულ ყველა სახელმწიფო ორგანოს საქმიანობას. უზენაესი საბჭოს ადგილსამყოფელი იყო ქ. თბილისი, რუსთაველის გამზ. №8 (ყოფილი მთვრობის სახლი). უზენაესი საბჭოს წინამორბედი ორგანო იყო საქართველოს სსრ ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი, რომელიც მოქმედებდა 1922-1938 წწ. 1995 წლიდან, ახალი კონსტიტუციის მიღების შემდეგ, ის საქართველოს პარლამენტმა ჩაანაცვლა.

უზენაესი საბჭო იყო ერთპალატიანი დაწესებულება და შედგებოდა 250 დეპუტატისგან (1990 წლამდე 440 დეპუტატისგან). დეპუტატებს ირჩევდნენ ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქების მიხედვით, საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით. უფლებამოსილების ვადა განსაზღვრული იყო 5 წლის ვადით (1978 წლამდე 4 წლით განისაზღვრებოდა). სესიები მოიწვეოდა წელიწაწდში ორჯერ. უზენაეს საბჭოს გააჩნდა მუდმივი (დარგობრივი) და დროებითი (სპეციალური) კომისიები. უზენაესი საბჭოს მუმდივმოქმედი და მის წინაშე პასუხისმგებელი ორგანო იყო პრეზიდიუმი, რომელსაც ირჩევდნენ საბჭოს შემადგენლობიდან I სესიაზე. პრეზიდიუმის დანიშნულება იყო უზენაესი საბჭოს მუშაობის ორგანიზაცია და სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელება უზენაესი საბჭოს სესიებს შორის პერიოდში და შესაბამისად პასუხისმგებელი იყო საბჭოს წინაშე. პრეზიდიუმს თავმჯდომარეობდა უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე.[1]

საქართველოს სსრ კონსტიტუციის თანახმად, მსგავსად სსრკ კონსტიტუციისა, სახელმწიფო ხელისუფლების წარმართველ ძალად კომუნისტური პარტია იყო გამოცხადებული. შესაბამისად, უზენაეს საბჭოს არჩევნებში კანდიდატები მხოლოდ კომპარტიას გაყავდა, რომელებიც აუცილებლად მისი წევრები და პარტიის მიმართ ლოიალურები უნდა ყოფილიყვნენ. შედეგად საბჭო მნიშვნელოვან წილად იყო დამოკიდებული კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელ პირებსა, თუ ორგანოებზე.[2] 1990 წლის 28 ოქტომბერს, პირველად საქართველოს სსრ ისტორიაში, ჩატარდა უზენაესი საბჭოს მრავალპარტიული არჩევნები, რომლის შედეგადაც საქართველოში დასრულდა კომუნისტური პარტიის თითქმის 70 წლიანი მმართველობა, უზენაესმა საბჭომ რეალურად შეიძინა წარმომადგენლობითი ორგანოს ფუქცია და დამოუკიდებლად დაიწყო სახელმწიფო ხელისფულების განხორციელება.[3]

უზენაესმა საბჭომ სრულყოფილი ფუნქციონირება 1991 წლის ბოლოს შეწყვიტა, ქვეყანაში მომხდარი სამხედრო გადატრიალების გამო და 1994 წლამდე დევნილობაში განაგრძობდა მოღვაწეობას. 1992 წელს სამხედრო გადატრიალების შედეგად ხელისუფლებაში მოვიდა სამხედრო საბჭო, რომელმაც შეაჩერა გარდამავალი პერიოდის კონსტიტუციის მოქმედება და კანონგარეშე გამოაცხადა უზენაესი საბჭო, აღდგენილად გამოაცხადა რა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის კონსტიტუცია.[4]

მოწვევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • I მოწვევა (1938—1946)
  • II მოწვევა (1947—1950)
  • III მოწვევა (1951—1954)
  • IV მოწვევა (1955—1959)
  • V მოწვევა (1959—1962)
  • VI მოწვევა (1963—1966)
  • VII მოწვევა (1967—1970)
  • VIII მოწვევა (1971—1974)
  • IX მოწვევა (1975—1979)
  • X მოწვევა (1980—1984)
  • XI მოწვევა (1985—1989)
  • XII მოწვევა (1990—1992)

ხელმძღვანელები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს სსრ უმაღლესი პრეზიდიუმის თავმჯდომარეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1990 წლის ნოემბერში საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი დაიშალა, როგორც სხვა საბჭოთა რესპუბლიკებში, და მისი ფუნქციები გადაეცა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს. ამგვარად, ორიგინალური დასახელებით, საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა 1990-1991 წლებში შინაარსით ძალიან განსხვავდებოდა იმავე დასახელების თანამდებობისგან 1990 წლამდე.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. რუხაძე 1999: თემა 2. თავი 7. საბჭოთა პერიოდის საქართველოს კონსტიტუციები.
  2. რუხაძე 1999: თემა 2. თავი 7.
  3. რუხაძე 1999: თემა 2. თავი 8. საქართველოს კონსტიტუციური განვითარება 1995 წლის 24 აგვისტომდე.
  4. საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს დეკლარაცია. საქართველოს პარლამენტი ძველი ვებსაიტი. საქართველოს პარლამენტი (1992). წაკითხვის თარიღი: 2013.