ლევან შარაშენიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ შარაშენიძე.

ლევან შარაშენიძე (დ. 24 მარტი, 1931, თბილისი — გ. 2012) — ქართველი გენერალ-მაიორი. 1979-1989 წლებში იყო საქართველოს სსრ-ის სამხედრო კომისარი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1953 წელს დაამთავრა ალმა-ათას საჰაერო-სადესანტო სამხედრო სასწავლებელი. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მსახურობდა კიევის სამხედრო ოლქში საჰაერო-სადესანტო დივიზიის, საპარაშუტო-სადესანტო პოლკის ოცმეთაურად. 1955 წელს გააგრძელა სამსახური სადესანტო ჯარებში. დაამთავრა პოლიტშემადგენლობის ცენტრალური კურსები და დაინიშნა სამხედრო-საჰაერო დივიზიის პოლიტგანყოფილების უფროსის თანაშემწედ, შემდეგ საპარაშუტო-სადესანტო ბატალიონის მეთაურის მოადგილედ პოლიტდარგში. 1963 წელს აირჩიეს პოლკის პროპაგანდისტად და 1967 წელს გააგრძელა სწავლას ვილნიუსის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტზე დაუსწრებლად. 1965 წელს იგი გადაიყვანეს ამიერკავკასიის სამხედრო ოლქში საპარაშუტო-სადესანტო პოლკის მეთაურის მოადგილედ პოლიტდარგში, შემდეგ კი საჰაერო-სადესანტო დივიზიის პოლიტ განყოფილების უფროსად. 1970 წელს დაამთავრა მოსკოვის ვ. ი. ლენინის სახელობის სამხედრო-პოლიტექნიკური აკადემია. 1969-1976 წლებში იყო საჰაერო-სადესანტო დივიზიის პოლიტგანყოფილების უფროსი, 1976-1979 წლებში ამიერკავკასიის წითელ დროშოვანი სამხედრო ოლქის პოლიტიკური-სამმართველოს უფროსის მოადგილე. 1979-1989 წლებში იყო საქართველოს სსრ-ის სამხედრო კომისარი. არჩეული იყო საქართველოს სსრ X და XI მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად. 1992 წელს საქართველოს სამოქალაქო ომის შემდეგ იყო დანიშნული დე-ფაქტო მთავრობის თავდაცვის მინისტრად იანვირდან მაისამდე, ხოლო მაისში დაინიშნა სახელმწიფოს მეთაურის მთავარ სამხედრო მრჩევლად. 1994 წელს გავიდა თადარიგში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]