გიორგი წითლანაძე
გიორგი წითლანაძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 21 აპრილი, 1935 |
დაბადების ადგილი | სარო, ასპინძის რაიონი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
გიორგი წითლანაძე (დ. 21 აპრილი, 1935, სოფელი სარო, ახლანდ. ასპინძის მუნიციპალიტეტი) — ქართველი ინჟინერი, პოლიტიკოსი.
1958 წელს დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის სპეციალობით. 1958-1960 წლებში მუშაობდა რუსეთში ქ. ჩელიაბინსკის სამშენებლო ტრესტ „იუჟურალტრანსმშენში“ სამუშაოთა მწარმოებლად. 1960 წელს მუშაობდა ასპინძის მშრომელთა დეპუტატების რაისაბჭოს აღმასკომის სარემონტო-სამშენებლო სამმართველოში სამუშაოთა მწარმოებლად, შემდგომ გადაყვანილ იქნა ასპინძის რაიონის ადგილობრივი მეურნეობის დარგთაშორის კომბინატში მთავარ ინჟინრად. 1961 წელს დაინიშნა ამავე კომბინატის გენერალურ დირექტორად. 1965 წლიდან იყო ასპინძის სამშენებლო-სარემონტო სამმართველოს უფროსი. 1973-1980 წლებში მუშაობდა ასპინძის მშრომელთა დეპუტატების რაისაბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ. 1983-1990 წლებში მუშობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ტრესტ „საქმშენინდუსტრიის“ მმართველის მოადგილედ. 1990 წელს არჩეულ იქნა საქართველოს კომუნისტური პარტიის ასპინძის რაიონული კომიტეტის პირველ მდივნად. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი (ასპინძის მაჟორიტარი). 1994-1998 წლებში იყო ასპინძის რაიონის გამგებელი. 1999-2001 წლებში მუშაობდა სამცხე-ჯავახეთის რეგიონული საგადასახადო ოპერატიული სამმართველოს უფროსის მოადგილედ. 2001-2005 წლებში სამცხე-ჯავახეთის ტურიზმისა და კურორტების რეგიონული სამმართველოს უფროსი იყო. მიღებული აქვს საქართველოს მშენებლობის სამინისტროს „საპატიო სიგელი“.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გიორგი წითლანაძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- გიორგი წითლანაძე — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევა) დაარქივებული 2020-06-26 საიტზე Wayback Machine.
- გიორგი წითლანაძე — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (საქართველოს პარლამენტის მესამე მოწვევა) დაარქივებული 2020-06-25 საიტზე Wayback Machine.
|