ასპინძის მუნიციპალიტეტი
ადმინისტრაციული ერთეული | |||||
---|---|---|---|---|---|
ასპინძის მუნიციპალიტეტი | |||||
![]() | |||||
| |||||
ქვეყანა |
![]() | ||||
მხარე | სამცხე-ჯავახეთის მხარე | ||||
ადმ. ცენტრი | ასპინძა | ||||
კოორდინატები | 41°34′26″ ჩ. გ. 43°15′22″ ა. გ. / 41.57389° ჩ. გ. 43.25611° ა. გ. | ||||
მერი | როსტომ მაგრაქველიძე | ||||
ფართობი | 825 კმ² | ||||
ოფიციალური ენა | ქართული ენა | ||||
მოსახლეობა |
![]() | ||||
სიმჭიდროვე | 12,57 კაცი/კმ² | ||||
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 86,4 % სომხები 13,3 %[1] | ||||
სარწმუნოებრივი შემადგენლობა |
მართლმადიდებლები 74,8 % მუსლიმები 11,6 % გრიგორიანები 9,5 % კათოლიკეები 2,3 %[2] | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+04:00 | ||||
სატელეფონო კოდი | (364) | ||||
საფოსტო ინდექსი | 0500–0599 | ||||
| |||||
ასპინძის მუნიციპალიტეტი, ოფიციალურად სსიპ „ასპინძის მუნიციპალიტეტი“[3] (ს/ნ. 223105155; რეგ. თარიღი — 29 ნოემბერი, 2006) — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული სამხრეთ საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარეში. ადმინისტრაციული ცენტრი — დაბა ასპინძა.
ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1917 წლამდე ტფილისის გუბერნიის ახალციხის მაზრაში შედიოდა, 1921 წლიდან — ახალციხის მაზრაში ტოლოშის რაიონის სახელით, 1930 წლიდან — ცალკე ტოლოშის რაიონია, 1933 წლიდან დაერქვა ასპინძის რაიონი. მუნიციპალიტეტის სამხრეთი საზღვარი ემთხვევა საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარს.
ბუნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მდებარეობს ახალციხის ქვაბულის აღმოსავლეთ ნაწილში, ჩრდილოეთიდან შემოსაზღვრულია თრიალეთის მთების კალთებით, სამხრეთიდან — ერუშეთის მთების კალთებით. ტერიტორია შეადგენს 825 კვ.კმ-ს, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავია 540 კვ.კმ. მუნიციპალიტეტის მთავარი მდინარეა მტკვარი. მისის შენაკადებია: ფარავანი, ოთა, ოშორა და სხვები. სოფელ ნაქალაქევში მდებარეობს წუნდის ტბა.
ასპინძის მუნიციპალიტეტი მდიდარია სასარგებლო წიაღისეულით:
- ბაზალტი — საყუდაბელი, ორგორა, ტოლოში, ძველი, ხერთვისი, ხიზაბავრა, სარო;
- მარმარილო და დიატომიტი — ჭობარეთი;
- ტუფი — ვარგავი, ძველი;
- ანდეზიტი — ხიზაბავრა, სარო;
- ტეშენიტი — ნაქალაქევი, ტოლოში;
- ვულკანური წიდა — ორგორა, ძველი;
- თერმული და რადიოაქტიური წყლები — ასპინძა, ნაქალაქევი.
მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
აღწერის მონაცემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
აღწერის წელი | მოსახლეობა |
---|---|
1989 | 13 262 |
2002 | 13 106 ![]() |
2014 | 10 372 ![]() |
2021[4] | 10 600 ![]() |
ადგილობრივი თვითმმართველობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ადმინისტრაციული ერთეულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოა საკრებულო, აღმასრულებელ ხელისუფლებას ახორციელებს მერი. მუნიციპალიტეტიში შექმილია 12 ტერიტორიული ერთეული, ესენია:
- ადმინისტრაციული ერთეული ასპინძა — დაბა ასპინძა, ივერია;
- ადმინისტრაციული ერთეული აწყვიტა — აწყვიტა;
- ადმინისტრაციული ერთეული დამალა — დამალა;
- ადმინისტრაციული ერთეული თოკი — ვარგავი, თოკი;
- ადმინისტრაციული ერთეული იდუმალა — იდუმალა, ოშორა;
- ადმინისტრაციული ერთეული ორგორა — ორგორა, საყუდაბელი;
- ადმინისტრაციული ერთეული ოთა — ოთა;
- ადმინისტრაციული ერთეული რუსთავი — რუსთავი;
- ადმინისტრაციული ერთეული ტოლოში — გელსუნდა, ტოლოში, ხერთვისი;
- ადმინისტრაციული ერთეული ძველი — ძველი, ჭობარეთი;
- ადმინისტრაციული ერთეული ნაქალაქევი — ვარძია, ზემო ვარძია, თმოგვი, მირაშხანი, ნაქალაქევი, ფია;
- ადმინისტრაციული ერთეული ხიზაბავრა — ნიჯგორი, სარო, ხიზაბავრა.
საკრებულო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
პარტია | 2017[5] | 2021[6] | ამჟამინდელი საკრებულო | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ქართული ოცნება | 22 | 22 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ნაციონალური მოძრაობა | 1 | 6 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ევროპული საქართველო | 2 | 1 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ლელო | 1 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
პატრიოტთა ალიანსი | 2 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სულ | 27 | 30 |
ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სოფლის მეურნეობის ძირითადი დარგებია მიწათმოქმედება, მეხილეობა, მეცხოველეობა. მრეწველობა სუსტადაა განვითარებული და უმთავრესად ადგილობრივი დანიშნულებისაა. აქ არის ადგილობრივი მნიშვნელობის ორი ბალნეოლოგიური კურორტი: ასპინძა და ნაქალაქევი, ასევე ტურისტული ბაზა „ვარძია“.
კულტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მუნიციპალიტეტში 22 საჯარო სკოლაა, 24 ბიბლიოთეკა, 2 თეატრი და 2 მუზეუმი (მხარეთმცოდნეობის).
ღირსშესანიშნაობანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ასპინძის მუნიციპალიტეტში შემორჩენილია ქართული ხუროთმოძღვრების მრავალი ძეგლი, მათ შორის აღსანიშნავია: ვარძია, ზედა ვარძია, ვანის ქვაბები, თავკვეთურა, თმოგვის ციხე, ზედა თმოგვი, ხერთვისის ციხე, ხვილიშა, ჩიხორისი, შორეთი, ოთის ციხე, ოშორის ეკლესია, ჩიტიკიბე, ღართა, ყიზილდერესი, ვარნეთი, ძველი, წუნდა, კოხტასთავი, ბერისხევი, ბერთაყანა, ქარზამეთი, ალანძიის ეკლესია, გავეთი, გიორგიწმინდის ეკლესია, ოლოდა, სარო.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ს. ჯიქია. გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი. წიგნი III. გამოკვლევა. თბილისი, 1958
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ Ethnic composition of Georgia 2014
- ↑ georgia-religion2014
- ↑ საჯარო სამართლის ეროვნული სააგენტო, მუნიციპალიტეტების რეესტრი — ასპინძის მუნიციპალიტეტი
- ↑ მოსახლეობის რიცხოვნობა რეგიონების და თვითმმართველი ერთეულების მიხედვით (XLS). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (1 იანვარი, 2021). ციტირების თარიღი: 2021-11-11.
- ↑ პროტოკოლით არჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და მერები 2017. ცესკო. ციტირების თარიღი: 2022-12-20[მკვდარი ბმული]
- ↑ პროტოკოლით არჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და მერები 2021. ცესკო. ციტირების თარიღი: 2022-12-20[მკვდარი ბმული]
|
|