შინაარსზე გადასვლა

სამცხე-ჯავახეთის მხარე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ადმინისტრაციული ერთეული
სამცხე-ჯავახეთის მხარე
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ადმ. ცენტრი ახალციხე
შიდა დაყოფა ადიგენის მუნიციპალიტეტი, ასპინძის მუნიციპალიტეტი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტი, ახალციხის მუნიციპალიტეტი, ბორჯომის მუნიციპალიტეტი და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 41°35′00″ ჩ. გ. 43°16′00″ ა. გ. / 41.58333° ჩ. გ. 43.26667° ა. გ. / 41.58333; 43.26667
სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი
დაარსდა 1995
ფართობი 6413 კმ²
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 155 282 (2024)[1]
სიმჭიდროვე 25,03 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა სომხები 50,5 %
ქართველები 48,3 %
რუსები 0,4 %
ბერძნები 0,3 %
ოსები 0,2 %[2]
სარწმუნოებრივი შემადგენლობა მართლმადიდებლები 45,24 %
გრიგორიანები 39,95 %
კათოლიკეები 9,36 %
მუსლიმები 3,78 %[3]
სასაათო სარტყელი UTC+4
ოფიციალური საიტი http://samtskhe-javakheti.gov.ge/

სამცხე-ჯავახეთის მხარე — მხარე სამხრეთ საქართველოში, მოიცავს ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციების სამცხის, ჯავახეთისა და თორის ტერიტორიებს. რეგიონის საერთაშორისო კოდია: GE-SJ.

ადმინისტრაციული დაყოფა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამცხე-ჯავახეთის მხარეში შედის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემდეგი ადმინისტრაციულ–ტერიტორიული ერთეულები:

რუკა მუნიციპალიტეტები
ადიგენის მუნიციპალიტეტი
ასპინძის მუნიციპალიტეტი
ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
ახალციხის მუნიციპალიტეტი
ბორჯომის მუნიციპალიტეტი
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი

მხარის ფართობი შეადგენს 6413 კვ.კმ-ს, მოსახლეობა — 160 504 (2014)[4], მათ­გან 48,28 % ეთ­ნი­კუ­რად ქარ­თ­ვე­ლი იყო, 50,52 % კი სო­მე­ხი. მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 კვ.კმ-ზე — 24,6 კაცს.

მხარის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ახალციხე. მხარეში 353 დასახლებული პუნქტია, მათ შორის:

ადგილობრივი მმართველობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამცხე-ჯავახეთში აღმასრულებელ ხელისუფლებას განახორციელებს სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი. მისი ფუნქციებია უზრუნველყოს რეგიონში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის კოორდინაცია, რესურსების მობილიზება, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების ხელშეწყობა, ადამიანის უფლებების დაცვა და სხვა.

მხარეში ადგილობრივი თვითმმართველობა ხორციელდება წარმომადგენლობითი (საკრებულო) და აღმასრულებელი ორგანოების მიერ შემდეგი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მიხედვით:

მხარეში სახელმწიფო მმართველობას ახორციელებს საქართველოს მთავრობის მიერ დანიშნული სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი. ამ თანამდებობაზე, დღემდე მუშაობდნენ:

  • 1994 - ვლადიმერ ბაქრაძე
  • 1998 - გიგლა ბარამიძე
  • 2002 - თემურ მოსიაშვილი
  • 2003 - გელა კვარაცხელია
  • 2004 - ნუგზარ პარუნაშვილი
  • 2004 - ნიკო ნიკოლოზიშვილი
  • 2005 - გიორგი ხაჩიძე
  • 2008 - ლაშა ჭკადუა
  • 2012 - ივანე წიკლაური
  • 2013 - აკაკი მაჭუტაძე
  • 2018 - კახა სამხარაძე
მხარე / რაიონი-მუნიციპალიტეტი[6]19591970197919891991200220142016201720182024[7]
სამცხე-ჯავახეთი213 329231 593227 676238 750240 300207 598160 504158 700157 200155 900155 282
ადიგენის მუნიციპალიტეტი19 59320 27220 27821 28421 50020 75216 46216 40016 40016 30014 312
ასპინძის მუნიციპალიტეტი11 26512 49412 26413 26213 20013 01010 37210 50010 50010 5009423
ახალქალაქის მუნიციპალიტეტი62 97769 99268 23469 25671 50060 97545 07044 20043 50042 90044 844
ახალციხის მუნიციპალიტეტი50 42051 90749 83654 74754 70046 13438 89539 20039 30039 40038 403
ბორჯომის მუნიციპალიტეტი37 01039 66140 79641 26641 50032 42225 21425 30025 30025 20024 787
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი32 06437 26736 26838 93537 90034 30524 49123 10022 20021 50023 513

ღირსშესანიშნაობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მხარის ტერიტორიაზე მდებარეობს ბუნების, არქიტექტურისა და კულტურის მრავალი ძეგლი, მათ შორის უმნიშვნელოვანესია:

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2024
  2. Ethnic composition of Georgia 2014. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-07-01. ციტირების თარიღი: 2021-05-05
  3. georgia-religion2014. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-03-21. ციტირების თარიღი: 2021-01-19
  4. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
  5. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-03-16.
  6. Georgia division. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-10-30. ციტირების თარიღი: 2019-02-01
  7. საქართველოს 2024 წლის მოსახლეობის აღწერის დაზუსტებული შედეგები. geostat.ge. ციტირების თარიღი: 2026-04-30.