ასპინძის მუნიციპალიტეტი
ადმინისტრაციული ერთეული | |||||
---|---|---|---|---|---|
ასპინძის მუნიციპალიტეტი | |||||
| |||||
ქვეყანა | საქართველო | ||||
მხარე | სამცხე-ჯავახეთის მხარე | ||||
ადმ. ცენტრი | ასპინძა | ||||
კოორდინატები | 41°34′26″ ჩ. გ. 43°15′02″ ა. გ. / 41.57389° ჩ. გ. 43.25056° ა. გ. | ||||
მერი | როსტომ მაგრაქველიძე | ||||
ფართობი | 825 კვადრატული კილომეტრი | ||||
ოფიციალური ენა | ქართული ენა | ||||
მოსახლეობა | 10 372 კაცი (2014) | ||||
სიმჭიდროვე | 12,57 კაცი/კმ² | ||||
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 86,4 % სომხები 13,3 %[1] | ||||
სარწმუნოებრივი შემადგენლობა |
მართლმადიდებლები 74,8 % მუსლიმები 11,6 % გრიგორიანები 9,5 % კათოლიკეები 2,3 %[2] | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+04:00 | ||||
სატელეფონო კოდი | (364) | ||||
საფოსტო ინდექსი | 0500–0599 | ||||
ოფიციალური საიტი | https://aspindza.ge/ | ||||
| |||||
ასპინძის მუნიციპალიტეტი — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული სამხრეთ საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარეში. ადმინისტრაციული ცენტრი — დაბა ასპინძა.
ასპინძის მუნიციპალიტეტს დასავლეთით ესაზღვრება ახალციხის მუნიციპალიტეტი, ჩრდილოეთით - ბორჯომის მუნიციპალიტეტი, აღმოსავლეთით - ახალქალაქის მუნიციპალიტეტი, სამხრეთი საზღვარი ემთხვევა საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარს.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1917 წლამდე ტფილისის გუბერნიის ახალციხის მაზრაში შედიოდა, 1921 წლიდან — ახალციხის მაზრაში ტოლოშის რაიონის სახელით, 1930 წლიდან — ცალკე ტოლოშის რაიონია, 1933 წლიდან დაერქვა ასპინძის რაიონი.
ბუნება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მდებარეობს ახალციხის ქვაბულის აღმოსავლეთ ნაწილში, ჩრდილოეთიდან შემოსაზღვრულია თრიალეთის მთების კალთებით, სამხრეთიდან — ერუშეთის მთების კალთებით. ტერიტორია შეადგენს 825 კვ.კმ-ს, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავია 540 კვ.კმ. მუნიციპალიტეტის მთავარი მდინარეა მტკვარი. მისის შენაკადებია: ფარავანი, ოთა, ოშორა და სხვები. სოფელ ნაქალაქევში მდებარეობს წუნდის ტბა.
ასპინძის მუნიციპალიტეტი მდიდარია სასარგებლო წიაღისეულით:
- ბაზალტი — საყუდაბელი, ორგორა, ტოლოში, ძველი, ხერთვისი, ხიზაბავრა, სარო;
- მარმარილო და დიატომიტი — ჭობარეთი;
- ტუფი — ვარგავი, ძველი;
- ანდეზიტი — ხიზაბავრა, სარო;
- ტეშენიტი — ნაქალაქევი, ტოლოში;
- ვულკანური წიდა — ორგორა, ძველი;
- თერმული და რადიოაქტიური წყლები — ასპინძა, ნაქალაქევი.
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აღწერის მონაცემები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აღწერის წელი | მოსახლეობა |
---|---|
1989 | 13 262 |
2002 | 13 106 |
2014 | 10 372 |
2021[3] | 10 600 |
ადგილობრივი თვითმმართველობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადმინისტრაციული ერთეულები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოა საკრებულო, აღმასრულებელ ხელისუფლებას ახორციელებს მერი. მუნიციპალიტეტიში შექმილია 12 ტერიტორიული ერთეული, ესენია:
- ადმინისტრაციული ერთეული ასპინძა — დაბა ასპინძა, ივერია;
- ადმინისტრაციული ერთეული აწყვიტა — აწყვიტა;
- ადმინისტრაციული ერთეული დამალა — დამალა;
- ადმინისტრაციული ერთეული თოკი — ვარგავი, თოკი;
- ადმინისტრაციული ერთეული იდუმალა — იდუმალა, ოშორა;
- ადმინისტრაციული ერთეული ორგორა — ორგორა, საყუდაბელი;
- ადმინისტრაციული ერთეული ოთა — ოთა;
- ადმინისტრაციული ერთეული რუსთავი — რუსთავი;
- ადმინისტრაციული ერთეული ტოლოში — გულსუნდა, ტოლოში, ხერთვისი;
- ადმინისტრაციული ერთეული ძველი — ძველი, ჭობარეთი;
- ადმინისტრაციული ერთეული ნაქალაქევი — ვარძია, ზემო ვარძია, თმოგვი, მირაშხანი, ნაქალაქევი, ფია;
- ადმინისტრაციული ერთეული ხიზაბავრა — ნიჯგორი, სარო, ხიზაბავრა.
საკრებულო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პარტია | 2017[4] | 2021[5] | ამჟამინდელი საკრებულო | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ქართული ოცნება | 22 | 19 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ნაციონალური მოძრაობა | 1 | 6 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ხალხის ძალა | 3[ა] | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ევროპული საქართველო | 2 | 1 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ლელო | 1 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
პატრიოტთა ალიანსი | 2 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სულ | 27 | 30 |
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფლის მეურნეობის ძირითადი დარგებია მიწათმოქმედება, მეხილეობა, მეცხოველეობა. მრეწველობა სუსტადაა განვითარებული და უმთავრესად ადგილობრივი დანიშნულებისაა. აქ არის ადგილობრივი მნიშვნელობის ორი ბალნეოლოგიური კურორტი: ასპინძა და ნაქალაქევი, ასევე ტურისტული ბაზა „ვარძია“.
კულტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მუნიციპალიტეტში 22 საჯარო სკოლაა, 24 ბიბლიოთეკა, 2 თეატრი და 2 მუზეუმი (მხარეთმცოდნეობის).
ღირსშესანიშნაობანი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ასპინძის მუნიციპალიტეტში შემორჩენილია ქართული ხუროთმოძღვრების მრავალი ძეგლი, მათ შორის აღსანიშნავია: ვარძია, ზედა ვარძია, ვანის ქვაბები, თავკვეთურა, თმოგვის ციხე, ზედა თმოგვი, ხერთვისის ციხე, ხვილიშა, ჩიხორისი, შორეთი, ოთის ციხე, ოშორის ეკლესია, ჩიტიკიბე, ღართა, ყიზილდერესი, ვარნეთი, ძველი, წუნდა, კოხტასთავი, ბერისხევი, ბერთაყანა, ქარზამეთი, ალანძიის ეკლესია, გავეთი, გიორგიწმინდის ეკლესია, ოლოდა, სარო.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ს. ჯიქია. გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი. წიგნი III. გამოკვლევა. თბილისი, 1958
შენიშვნები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ გამოეყო ქართულ ოცნებას.[6][7]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Ethnic composition of Georgia 2014
- ↑ georgia-religion2014
- ↑ მოსახლეობის რიცხოვნობა რეგიონების და თვითმმართველი ერთეულების მიხედვით (XLS). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (1 იანვარი, 2021). ციტირების თარიღი: 2021-11-11.
- ↑ პროტოკოლით არჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და მერები 2017 გვ. 43-45. ცესკო. ციტირების თარიღი: 2022-12-20[მკვდარი ბმული]
- ↑ პროტოკოლით არჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და მერები 2021 გვ. 53-55. ცესკო. ციტირების თარიღი: 2022-12-20[მკვდარი ბმული]
- ↑ "ოცნება" დეპუტატებმა კიდევ 3 საკრებულოში დატოვეს ka (2022-07-13). ციტირების თარიღი: 2024-06-15
- ↑ 'ხალხის ძალას' სამცხე-ჯავხეთიდან 'ოცნების' 10–მდე დეპუტატი შეუერთდა (2022-10-25). ციტირების თარიღი: 2024-06-15
|
|