შინაარსზე გადასვლა

რეზო ესაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ესაძე.
რეზო ესაძე
დაბადების თარიღი 18 თებერვალი, 1934
შემოქმედი, საქართველოს სსრ
გარდაცვალების თარიღი 18 აპრილი, 2020 (86 წლის)
თბილისი
რეზიდენცია თბილისი
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
ალმა-მატერი გერასიმოვის სახელობის კინემატოგრაფიის ინსტიტუტი
საქმიანობა კინორეჟისორი, სცენარისტი, მსახიობი
აქტიური 1961-2006
ჯილდოები

საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1980)
საქართველოს სახალხო არტისტი (1986)

ღირსების ორდენი (1994)

რევაზ (რეზო) პარმენის ძე ესაძე (დ. 18 თებერვალი, 1934, შემოქმედი, — გ. 18 აპრილი, 2020, თბილისი[1]) — ქართველი კინორეჟისორი, სცენარისტი, მსახიობი, მხატვარი და პოეტი. საქართველოს სახალხო არტისტი (1986).

1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. 1956-1958 წლებში მუშაობდა ფიზიკის მასწავლებლად სკოლაში. 1964 წელს დაამთავრა მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიია ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი. 1966 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია „ლენფილმში“, ხოლო 1972 წლიდან — „ქართულ ფილმში“.

მონაწილეობა აქვს მიღებული 122 ფილმში. გადაღებული აქვს 11 ფილმი.

2019 წელს, 85 წლის იუბილესთან დაკავშირებით, კინოთეატრ „რუსთაველის“ წინ რეზო ესაძის ვარსკვლავი გაიხსნა.[2]

ჯილდოები და აღიარება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]