რამაზ ხოტივარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
რამაზ (ბუბა) ხოტივარი
ბუბა ხოტივარი.jpg
კადრი კ/ფ-დან „გზააბნეულნი“
დაბადების თარიღი 23 ივნისი, 1946
თბილისი
გარდაცვალების თარიღი 7 მაისი, 2021 (74 წლის)
თბილისი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
საქმიანობა კინორეჟისორი, პროფესორი

რამაზ (ბუბა) ხოტივარი (დ. 23 ივნისი, 1946 — გ. 7 მაისი, 2021) — ქართველი კინორეჟისორი, კინოდრამატურგი, კინომსახიობი, პროფესორი, 1974 წლიდან საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1946 წლის 23 ივნისს ქ. თბილისში. 1966 წ. დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტს თეატრმცოდნეობის ფაკულტეტი. 1971 წ. კი — მოსკოვის საკავშირო კინოინსტიტუტი (ВГИК) — კინორეჟისურის ფაკულტეტი.

გარდაიცვალა 2021 წ. 7 მაისს თბილისში.

შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს ტელეფილმების სტუდიისა და კინოსტუდია “ქართული ფილმის” კინორეჟისორად. იყო სტუდია „მემატიენეს“ დირექტორი, ს.ს. „ქართული ფილმის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, დამაარსებელი და დირექტორი ახალგაზრდული სტუდიისა „ადამ და ევა“, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგი, საქართველოს კინოაკადემიის პრეზიდენტი. გადაღებული აქვს დოკუმენტური და მხატვრული ფილმები: „ლეხაიმ!“, „ისლამი საქართველოში“, „მარკოზის სახარება“, „ლაზარეს თავგადასავალი“ (ქართლოს ხოტივართან ერთად), „დიმიტრი II“, „ჩირიკი და ჩიკოტელა“. იყო რამდენიმე ფილმის პროდიუსერი.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დამდგმელი რეჟისორი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სცენარის ავტორი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „დიმიტრი II“
  • „ისლამი საქართველოში“
  • „ლეხაიმ!“
  • მარკოზის სახარება“

გადაღებულია ფილმებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „მდგმურები“
  • „გზააბნეულნი“

პროდიუსერი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „ლეხაიმ!“
  • „მარკოზის სახარება“,

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: