ნიკოლოზ სანიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ნიკოლოზ სანიშვილი (დ. 24 დეკემბერი, 1902 — გ. 26 ოქტომბერი, 1995) — ქართველი რეჟისორი და სცენარისტი, საქართველოს სახალხო არტისტი (1964).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1902 წლის 24 დეკემბერს ქუთაისში. დაამთავრა ბალანჩივაძის სახელობის მუსიკალური სასწავლებელი. 1921–1924 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ელექტრო–მექანიკურ ფაკულტეტზე, 1923 წელს სწავლობდა სახალხო განათლების კომისარიატთან არსებულ კინომსახიბოთა სკოლაში. მან 1931 წელს დამოუკიდებლად გადაიღო დოკუმენტური ფილმი „ნავთობის ხუთწლედის ბოლშევიკები“. 1933 წელს გადაიღო ფილმი „უდაბნო“. 1960 წელს სლოვაკ კინემატოგრაფისტებთან ერთად გადაიღო ფილმი — "შეწყვეტილი სიმღერა“. ნიკოლოზ სანიშვილი დაჯილდოებულია ჩეხოსლოვაკიის შრომის ორდენით. საქართველოს სახალხო არტისტი (1964).

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დამდგმელი რეჟისორია ფილმებისა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მევლუდი (1985)
  • სახლი ლესნაიაზე (1980)
  • სიცოცხლე ერმილეს (1977)
  • ჩიტის რძე (1975)
  • ღამის ვიზიტი (1974)
  • ჩარი რამა (1972)
  • დაისი (1971)
  • ჩერმენი (1970)
  • განგაში (1968)
  • შეხვედრა მთაში (1966)
  • ხევისბერი გოჩა (1964)
  • თოჯინები იცინიან (1962)
  • შეწყვეტილი სიმღერა (1960)
  • ქალის ტვირთი (1957)
  • აბეზარა (1956)
  • ისინი ჩამოვიდნენ მთიდან (1954)
  • გაზაფხული საკენში (1950)
  • ბედნიერი შეხვედრა (1949)
  • დავით გურამიშვილი (1946)
  • უდაბნო (1932)

სცენარის ავტორია ფილმებისა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მევლუდი (1985)
  • ჩარი რამა (1972)
  • დაისი (1971)
  • ჩერმენი (1970)
  • განგაში (1968)
  • შეხვედრა მთაში (1966)
  • ხევისბერი გოჩა (1964)
  • შეწყვეტილი სიმღერა (1960)
  • ქალის ტვირთი (1957)
  • ისინი ჩამოვიდნენ მთიდან (1954)
  • გაზაფხული საკენში (1950)
  • დავით გურამიშვილი (1946)
  • უდაბნო (1932)

გადაღებულია ფილმებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უკანასკნელი საათი (1929)
  • მთის კანონი (1927), (დოლგათი – ისმაილის მეგობარი)
  • შუქურას საიდუმლოება (1925), (მებადური)
  • წარსულის საშინელებანი (1925)
  • ათასის ფასად ("დაჰკრა ჟამმა") (1925)