კონსტანტინე სურმავა
იერსახე
კონსტანტინე (კოტე) სურმავა (დ. 24 იანვარი, 1927, თბილისი, — გ. 23 თებერვალი, 2008) — ქართველი რეჟისორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1967).
დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი (1952). მუშაობდა მოზარდ მაყურებელთა ქართულ (1952-1960) და ა. გრიბოედოვის სახელობის რუსულ დრამატულ თეატრებში (1960-1968). 1968-1979 წლებში იყო მოზარდ-მაყურებელთა რუსული, 1970-1974 წლებში — გრიბოედოვის სახელობის თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელი. 1975 წელს მიხეილ თუმანიშვილთან ერთად ჩამოაყალიბა „კინომსახიობთა თეატრი“. კინოში მოღვაწეობდა 1962 წლიდან. გადაიღო ფილმები: „ომარ ჯოხაძე“ (1963), „ბიჭი და ჩიტი“ (1968), „ზღაპარი“ (1980), „მიიღეთ გამოწვევა სენიორებო!“ (1982). დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2002).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული კონო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 165.