დავით კვირცხალია
იერსახე
დავით კვირცხალია | |
---|---|
დაბადების თარიღი |
8 მაისი, 1950 საქართველოს სსრ |
ეროვნება | ქართველი |
მოქალაქეობა | საქართველო |
ალმა-მატერი | საქართველოს თეატრალური ინსტიტუტი |
საქმიანობა | თეატრისა და კინოს მსახიობი |
აქტიური | 1968 – |
მეუღლე(ები) | ქეთევან მესხი |
შვილ(ებ)ი |
ელენე კვირცხალია რუსუდან კვირცხალია |
დავით კვირცხალია (დ. 8 მაისი, 1950) — ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი.
დაამთავრა საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი (პედაგოგი — მიხეილ თუმანიშვილი). 1970 წლიდან მოღვაწეობს შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში. 1988 წელს დაამთავრა საქართველოს კინომატოგრაფიის სარეჟისორო ფაკულტეტი (ლანა ღოღობერიძის სახელოსნო). 1990 წელს მიენიჭა საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტის წოდება.
ფილმოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფილმების დამდგმელი რეჟისორი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1992: „ოქროს ობობა“ რეჟისორები მიხეილ ანთაძე, გიორგი (გოგი) ქავთარაძე, დავით კვირცხალია
სცენარის ავტორი ფილმებისა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1992: „ოქროს ობობა“ რეჟისორები მიხეილ ანთაძე, გიორგი (გოგი) ქავთარაძე, დავით კვირცხალია
გადაღებულია ფილმებში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1975: „საქმე გადაეცემა სასამართლოს“ რეჟ. ვალერიან კვაჭაძე
- 1976: „ნატვრის ხე“ რეჟ. თენგიზ აბულაძე
- 1978: „ყვარყვარე“ (სევასტი) რეჟ. დევი აბაშიძე
- 1979: „ქორწინება იმერულად“ (ლადო) რეჟისორები ნელი ნენოვა, გენო წულაია
- 1989: „მარტოხელა მონადირე“ (ენძელაძე) რეჟ. ქეთი დოლიძე
- 1991: „ელზა“ (თემო) რეჟ. ჰარტმუტ გრიესმაიერი
- 1992: „ოქროს ობობა“ (ტარიელი) რეჟისორები მიხეილ ანთაძე, გიორგი (გოგი) ქავთარაძე, დავით კვირცხალია
- 2001: „უჩინარი“ რეჟ. გიორგი კახაბრიშვილი
- 2007: „სუბორდინაცია“ რეჟ. არჩილ ქავთარაძე
- 2019: „ცუდი ხალხი“ (მოკლემეტრაჟიანი) რეჟ. გიორგი თავართქილაძე
სატელევიზიო სერიალი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- „ჩემი ცოლის დაქალები“ (გრიშა კაკაჩია) რეჟ. გიორგი ლიფონავა
ნათამაშები როლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რუსთაველის თეატრი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- არჩილ სულაკაური „სალამურა“ (სალამურა) რეჟ. რობერტ სტურუა
- ალექსანდრე სუმბათაშვილ-იუჟინი „ღალატი“ (ერეკლე) რეჟ. რობერტ სტურუა
- ნოდარ დუმბაძე „თეთრი ბაირაღები“ (ზაზა) რეჟ. რობერტ სტურუა
- პოლიკარპე კაკაბაძე „ყვარყვარე თუთაბერი“ (ქუჩარა) რეჟ. რობერტ სტურუა
- უილიამ შექსპირი „რომეო და ჯულიეტა“ (რომეო) რეჟ. გიორგი (გოგი) ქავთარაძე
- შალვა დადიანი „გუშინდელნი“ (ჯვებე ქოლორდავა) რეჟ. თემურ ჩხეიძე
- ალექსანდრე ჩხაიძე „თავისუფალი თემა“ (თამაზი) რეჟ. რევაზ ჩხაიძე
- ნოდარ წულეისკირი, გოგი გეგეჭკორი „ძველი სამრეკლო“ (ანრი) რეჟ. გოგი გეგეჭკორი
- ბერნარ სლეიდი „წელიწადში ერთხელ“ (ჯორჯი) რეჟ. რევაზ ჩხაიძე
- უილიამ შექსპირი „იულიუს კეისარი“ (ლუციუსი) რეჟ. მიხეილ თუმანიშვილი
- ნოდარ დუმბაძე „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ (რომული) რეჟ. რობერტ სტურუა
- ევგენი გაბრიელოვიჩი, იულია რაიზმანი „ჩვენი თანამედროვე“ (მიშიკო) რეჟისორები რობერტ სტურუა, ნანა ხატისკაცი
- ანტონიო ბუერო ვალიეხო „ოცნება“ (ტელემაქე) რეჟ. რევაზ ჩხაიძე
- მიხეილ კვესელავა „ას ერგასის დღე“ (ახალგაზრდა ჰიტლერი) რეჟისორი რობერტ სტურუა, რეჟისორის ასისტენტი დავით კვირცხალია
- უილიამ შექსპირი „მეფე ლირი“ (ბურგუნდიის მთავარი) რეჟ. რობერტ სტურუა
- რევაზ კლდიაშვილი „შორაპნელი ქალბატონები“ (ვალოდია) რეჟ. მედეა კუჭუხიძე
- რეჯინალდ როუზი „თორმეტი განრისხებული მამაკაცი“ (მეორე მსაჯული) რეჟისორები რობერტ სტურუა, რევაზ ჩხაიძე
- თამაზ ჭილაძე „მოულოდნელი სტუმარი“ (თემო) რეჟ. თემურ ჩხეიძე
- იაკობ ცურტაველი „შუშანიკის წამბა“ (ცქირი) რეჟ. ნანა ხატისკაცი
- ფელისიენ მარსო „კვერცხი“ (ბატონი ბერთულე) რეჟ. სანდრო მრევლიშვილი
- ოსკარ უაილდი „ვარსკვლავბიჭუნა“ (I ანგელოზი) დამდგმელი რეჟისორები რობერტ სტურუა, დავით მღებრიშვილი
- ლაშა ბუღაძე „სულიერი არსებები“ (ელდარ ბაწაშვილი) რეჟ. დავით საყვარელიძე
მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ნოდარ დუმბაძის ნოველების მიხედვით „ნუ მიგვატოვებ მზეო“ (დიდრო) რეჟ. ნუგზარ ბაგრატიონი-გრუზინსკი
- თორნტონ უაილდერისა და რევაზ გაბრიაძის „ჩემი პატარა ქალაქი“ (ბატონი დიმიტრი) რეჟ. მიხეილ თუმანიშვილი
მეტეხის თეატრი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ნიკოლოზ ოსტროვსკი „როგორ იწრთობოდა ფოლადი“ (პავკა) რეჟ. გიორგი (გოგი) ქავთარაძე
მონაწილეა სატელევიზიო დადგმებისა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- „გზაჯვარედინზე“ რეჟ. მიხეილ თუმანიშვილი
- „ეს არ უნდა მომხდარიყო“ რეჟ. ზურაბ კანდელაკი
- „ხორუმი ქართული ცეკვაა“ რეჟ. გიორგი კახაბრიშვილი
- „ცოლ-ქმარი ბინას დაეძებს“ რეჟ. ქეთი დოლიძე
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1984: კიევის ახალგაზრდულ საერთაშორისო ფესტივალის ჯილდო სარეჟისორო ნამუშევრისათვის ( მოკლემეტრაჟიანი ფილმი „ერთხელ“).
- 1990: საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი[1]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დავით კვირცხალია — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- დავით კვირცხალია — ეროვნული ფილმოგრაფია
- რუსთაველის თეატრი დავით კვირცხალია დაარქივებული 2020-09-23 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს უწყებები. 1990. N7. გვ. 16