მიხეილ კობახიძე
მიხეილ (მიშიკო, მიშა) კობახიძე (დ. 5 აპრილი, 1939, თბილისი) — ქართველი რეჟისორი. უმაღლესი განათლება მიიღო მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის საკინორეჟისორო ფაკულტეტზე (სერგეი გერასიმოვისა და თამარა მაკაროვას სახელოსნო), რომელიც დაამთავრა 1965 წელს. მიხეილ კობახიძის მიერ გადაღებული პირველი სადიპლომო ფილმი იყო „რვანახევარი“, რომელიც საბჭოურმა ცენზურამ ანტისაბჭოურ ნაწარმოებად მიიჩნია და მოსკოვში გაგზავნამდე გაანადგურა. 1964 წელს შემოქმედმა გადაიღო სადიპლომო ფილმი „ქორწილი“, რომელმაც ობერჰაუზენის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე სამი პრიზი მიიღო (ფესტივალის მთავარი პრიზი, კინოჟურნალისტთა ასოციაციის პრიზი, „საერთაშორისო ევანგელისტური კინოცენტრის პრიზი“). 1969 წელს „მუსიკოსების“ გადაღების შემდეგ მოსკოვის კინემატოგრაფიის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის ალექსანდრე რომანოვის განკარგულებით მიხეილ კობახიძეს დამოუკიდებლად ფილმების გადაღება აეკრძალა. 2002 წელს საფრანგეთში გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმი „გზაზე“.
1996 წელს, ვენეციის კინოფესტივალზე გაიმართა მიხეილ კობახიძის ფილმების რეტროსპექტივა[1]. 2009 წლის 5 აპრილს, კინორეჟისორს 70 წელი შეუსრულდა. ამავე საღამოს პარიზში, კონოთეატრ Action Cristine-ში, მისი ექვსივე ფილმის ჩვენება მოეწყო. გამოჩენილი რეჟისორის ფილმების ჩვენება მოხდა თბილისშიც, 2010 წლის 10 ნოემბერს.
ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- დამდგმელი რეჟისორი
- ახალგაზრდა სიყვარული (1961)
- კარუსელი (1962)
- ქორწილი (1964)
- ქოლგა (1967)
- მუსიკოსები (1969)
- გზაში (2003)
- სცენარის ავტორი
- წმინდა მელა (2005) - ანიმაციური
- ორშაბათი (1987)
- რბოლა (1977)
- მუსიკოსები (1969)
- ქოლგა (1967)
- ქორწილი (1964)
- კომპოზიტორი
- როლები
- ახალგაზრდა სიყვარული (ქმარი) — (1961)
- კარუსელი (მამაკაცი) — (1962)
- მუსიკოსები (მიშა) — (1969)
- სიცოცხლის ფასი ("ფედია") — (1977)
- რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე (ეპიზოდში) (1978)
- ანემია — (1977)
- იასამანი — (1997)
- Les joues rouges — (2004)
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- მიხეილ კობახიძე, ეროვნული ფილმოგრაფია.
- Лариса Миллер — «Старый Зонтик»
- Франсуаз Навай — «Михаил Кобахидзе : Человек, которому препятствовали»
- ეთერ ოკუჯავა — მიხეილ კობახიძის შემოქმედების დროსთან „თანადროულობის“ შესახებ
- Интервью Mихаила Кобахидзе
- ნესტან კვინიკაძე – „თუ გინდა იყო ახალგაზრდა, იყავი!“
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ Mikhail Kobakhidze. ბრიტანულ-ქართული საზოგადოება (ინგლისური)