შინაარსზე გადასვლა

თემურ ფალავანდიშვილი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თემურ ფალავანდიშვილი
დაბადების თარიღი 26 მაისი, 1940
თბილისი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
საქმიანობა კინორეჟისორი

თემურ ფალავანდიშვილი — (დ. 26 მაისი, 1940, თბილისი) — ქართველი კინორეჟისორი, სცენარისტი, საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი.

დაიბადა 1940 წლის 26 მაისს თბილისში. 1965 წელს დაამთავრა მოსკოვის საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. იმავე წლიდან მუშაობა დაიწყო კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ რეჟისორად. 1992-1994 წლებში იყო სახელმწიფო კინოკონცერნის ვიცე-პრეზიდენტი, 1994-2000 წწ. — სს „ქართული ფილმის“ დირექტორი, 2000-2007 წწ. — დირექტორის მოადგილე.

თემურ ფალავანდიშვილი აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში. დამდგმელი რეჟისორია ფილმების: „მიმინო“ (1965), „ჩამავალი მზე“ (1970), „გოგონა და ჯარისკაცი“ (1970), „მზე შემოდგომისა“ (1973) „რაჭა ჩემო სიყვარულო“ (1977), „ოჰ, ეს საშინელი, საშინელი ტელევიზორი“ (1990) და სხვა. სცენარის ავტორია ფილმების: „ჩამავალი მზე“ (1970), „ოჰ, ეს საშინელი, საშინელი ტელევიზორი“ (1990).

დამდგმელი რეჟისორი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • 1970 — „ჩამავალი მზე“
  • 1990 — „ოჰ, ეს საშინელი, საშინელი ტელევიზორი“

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]