მაცი ხვიტია (ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„მაცი ხვიტია“
დამდგმელი რეჟისორი გიორგი შენგელაია
პროდიუსერი შოთა ლაფერაძე
სცენარის ავტორი გურამ ასათიანი
გიორგი შენგელაია
როლებში ალეკო გაბეჩავა
მანანა აბაზაძე
გოგი ქავთარაძე
დოდო აბაშიძე
კომპოზიტორი სერგო ჟვანია
ხმის ოპერატორი ვლადიმერ პოლიკარპოვი
ოპერატორი გიორგი კალატოზიშვილი, იგორ ამასიისკი
მხატვარი ვასილ არაბიძე, რომან მახარაძე
სტუდია სს „ქართული ფილმი“
გამოსვლის თარიღი 1966
ხანგრძლივობა 93 წუთი
ქვეყანა საქართველოს სსრ, სსრკ
ენა ქართული

მაცი ხვიტია — რეჟისორ გიორგი შენგელაიას 1966 წლის ქართული ფილმი. გადაღებულია ანტონ ფურცელაძის იმავე სახელწოდების რომანის მიხედვით.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახალხო დღესასწაულზე მაცი ხვიტიას მოხდენილი ჯირითით მოხიბლული დედოფალი გურანდუხტი მას თავის ამალაში სამსახურს შესთავაზებს. მაცი უარს ამბობს და იმავე ღამეს, დედოფლის ბრძანებით თურქეთში გასაყიდად მოტაცებულ გოგონებს, მათ შორის თავის სატრფოს, ეკას ათავისუფლებს. ტყვეებით ვაჭრობის წინააღმდეგ მებრძოლი მაცი გურანდუხტის რისხვას კიდევ არაერთხელ იმსახურებს. იგი თავისი რაზმით თურქეთისკენ მიმავალ ტყვეებით სავსე გემს თავს ესხმის და ტყვეებს ათავისუფლებს, შემდეგ კი ეკასთან ერთად გეზს თავისუფალი სვანეთისკენ აიღებს.

როლებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]