საქართველოს ჰელსინკის კავშირი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საქართველოს ჰელსინკის კავშირი – ეროვნული აღორძინება, საქართველოს ჰელსინკის კავშირი — თანამოაზრეთა პოლიტიკური გაერთიანება, საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მიერ საქართველოში 1976 წელს შექმნილი ჰელსინკის ხელშეკრულებისათვის ხელშემწყობი ჯგუფის, შემდგომ „საქართველოს ჰელსინკის კავშირისა“ და მოგვიანებით მისი საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ორგანიზაციად გარდაქმნის შედეგად ჩამოყალიბებული ორგანიზაციის საქმიანობისა და ტრადიციების გამგრძელებელი და სამართალმემკვიდრე. კავშირი მოქმედებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და შექმნილია განუსაზღვრელი ვადით.

„საქართველოს ჰელსინკის კავშირი – ეროვნული აღორძინება“ არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, აქვს საკუთარი სიმბოლიკა, ბეჭედი, შტამპი, სამკერდე ნიშანი, ბლანკი კავშირის სიმბოლიკის გამოსახულებით და ანგარიში ბანკში.

კავშირი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, კანონმდებლობის, საერთაშორისო სამართლის შესაბამისი ნორმებისა და წესდების საფუძველზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]