დოდო აბაშიძე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აბაშიძე.
დოდო აბაშიძე
200პქ
მსახიობი დოდო აბაშიძე
დაიბადა დავით აბაშიძე
1 მაისი, 1924
თბილისი, საქართველო
გარდაიცვალა 26 იანვარი, 1990
საქმიანობა მსახიობი

დავით (დოდო) ივანეს ძე აბაშიძე (დ. 1 მაისი, 1924, თბილისი — გ. 26 იანვარი, 1990) — ქართველი მსახიობი და რეჟისორი. საქართველოს სახალხო არტისტი (1967).

ბიოგრაფია[რედაქტირება]

დაიბადა მსახიობ ივანე აბაშიძისა და ნინო ანდრონიკაშვილის (ნატო ვაჩნაძის და) ოჯახში. ივანე აბაშიძე 1937 წელს დახვრიტეს. დაამთავრა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი (1949) და ჩაირიცხა რუსთაველის თეატრის დასში. განასახიერა გოდუნის (ლავრენიოვის „რღვევა"), გიორგის (ჭავჭავაძის „ოთარაანთ ქვრივი"), როლერის (შილერის „ყაჩაღები") და სხვა როლები.

1956 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში". შექმნა ბიჭიკოს („ჭრიჭინა", 1954), აბდუშაჰილის („ბაში-აჩუკი", 1956), დღვირის („თეთრი ქარავანი", 1963), ალუდას („ხევსურული ბალადა", 1965), ომარის („მაცი ხვიტია", 1966), სოსანის („დიდი მწვანე ველი", 1967), ალექსანდრეს („სინათლე ჩვენს ფანჯრებში", 1969; პრემია მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის, მინსკის საკავშირო კინოფესტივალი, 1970), მამამზე ერისთავის („დიდოსტატის მარჯვენა", 1970) და სხვა სახეები.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ფილმოგრაფია[რედაქტირება]

რეჟისორული ნამუშევრები[რედაქტირება]

გადაღებულია ფილმებში[რედაქტირება]

წოდებები და ჯილდოები[რედაქტირება]

წოდებები[რედაქტირება]

მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის[რედაქტირება]

საუკეთესო რეჟისურა[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]