ნათელა თურნავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ნათია თურნავა)
Jump to navigation Jump to search
ნათელა თურნავა
ნათელა თურნავა
ნათელა თურნავა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა18 აპრილი, 2019
პრეზიდენტი  სალომე ზურაბიშვილი
პრემიერ-მინისტრი  მამუკა ბახტაძე
გიორგი გახარია
წინამორბედიგიორგი ქობულია

დაბადებული19 ოქტომბერი, 1968 (1968-10-19) (51 წლის)
მოსკოვი, რსფსრ, სსრკ
მოქალაქეობასაბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი

ნათელა (ნათია) თურნავა (დ. 19 ოქტომბერი, 1968, მოსკოვი) — ქართველი პოლიტიკოსი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი 2019 წლის 18 აპრილიდან.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1968 წლის 19 ოქტომბერს მოსკოვში. 1985 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა თბილისის №56 საშუალო სკოლა. 1990 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. 1990–1994 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამავე ფაკულტეტის ასპირანტურეზე. 1994 წელს დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. 2005-2006 წლებში გაიარა სწავლების სხვადასხვა კურსი აშშ-ში, ჰარვარდის უნივერსიტეტის ჯონ კენედის სახელობის სამთავრობო სკოლის ეგიდით; 2012-2014 წლებში გაერთიანებული სამეფოს კუმბრიის საგრაფოს უნივერსიტეტში დაასრულა ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა წარჩინებით და მიენიჭა ბიზნეს ადმინისტრირების სამაგისტრო ხარისხი.

1994-1996 წლებში იყო საქართველოს დემოკრატიისა და პოლიტიკის მეცნიერებათა ინსტიტუტის მეცნიერ-მუშაკი. 1996-2000 წლებში — სახელმწიფო კანცელარიის სამსახურის უფროსის მოადგილე. ამავე წლებში იგი იყო თბილისის საკრებულოს წევრი და საფინანსო კომისიის თავჯდომარის მოადგილე. 2000-2005 წლებში იკავებდა ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2005 წელს იყო საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე. 2005 წლის აგვისტოდან 2013 წლამდე იყო ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე. 2013-2018 წლებში — „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, ამავე წლებში იყო უმსხვილესი ქართული კერძო სამრეწველო ჯგუფის (GIG) მმართველი საბჭოს წევრი; საქართველოს საერთაშორისო ენერგოკორპორაციის აღმასრულებელი დირექტორი. 2018-2019 წლებში იყო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე. 2019 წლის 18 აპრილიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.

არის 40-მდე სამეცნიერო ნაშრომის, სტატიის და მონოგრაფიის ავტორი, წიგნების თანაავტორი: „ელემენტარული ეკონომიკა“ (1998), „ჩრდილოვანი ეკონომიკის ლეგალიზაციის ძირითადი მიმართულებები“ (2002), „მსოფლიო ეკონომიკა“ (2001). მშობლიური ქართულის გარდა ფლობს ინგლისურსა და რუსულს. ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოლიტიკური თანამდებობები
წინამორბედი:
გიორგი ქობულია
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
2019 – დღემდე
შემდეგი: