ლაშა ხუციშვილი
| ლაშა ხუციშვილი | |
| ამჟამინდელი თანამდებობა | |
|---|---|
| დაიკავა | 1 აპრილი, 2021 |
| პრეზიდენტი | სალომე ზურაბიშვილი |
| პრემიერ-მინისტრი | ირაკლი ღარიბაშვილი ირაკლი კობახიძე |
| წინამორბედი | ივანე მაჭავარიანი |
| დაბადებული | 2 სექტემბერი, 1985 თბილისი, საქართველოს სსრ |
| მოქალაქეობა | |
ლაშა ხუციშვილი (დ. 2 სექტემბერი, 1985) — ქართველი პოლიტიკოსი და თანამდებობის პირი. საქართველოს ფინანსთა მინისტრი 2021 წლის 1 აპრილიდან.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა 1985 წლის 2 სექტემბერს. 2002-2006 წლებში დისტანციური სწავლების კურსზე სწავლობდა პრესტონის უნივერსიტეტში, საბაკალავრო პროგრამა-მენეჯმენტს. ამავე წლებში სწავლობდა თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლაში ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამას. 2007-2008 წლებში მუშაობდა ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს აპარატში. 2008-2013 წლებში მუშაობდა საერთაშორისო კომპანია „Ernst & Young“-ის თბილისის ოფისის საგადასახადო და იურიდიულ განყოფილებაში. 2013-2014 წლებში სსიპ - შემოსავლების სამსახურის უფროსი. 2014-2021 წლებში საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე. ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||

