ჯუანშერ ბურჭულაძე
ჯუანშერ ბურჭულაძე | |
![]() | |
![]() ![]() | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 22 თებერვალი, 2021 |
პრეზიდენტი | სალომე ზურაბიშვილი |
პრემიერ-მინისტრი | ირაკლი ღარიბაშვილი |
წინამორბედი | ირაკლი ღარიბაშვილი |
დაბადებული | 14 იანვარი, 1978 |
მოქალაქეობა | ![]() ![]() |
ეროვნება | ქართველი |
შვილები | 8 |
განათლება | საქართველოს ჰუმანიტარულ-ტექნიკური უნივერსიტეტი |
ჯუანშერ ბურჭულაძე (დ. 14 იანვარი, 1978) — ქართველი პოლიტიკოსი და თანამდებობის პირი. საქართველოს თავდაცვის მინისტრი 2021 წლის 22 თებერვლიდან.
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1998-1999 წლებში იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის ქვეყნების დეპარტამენტის სტაჟიორი. 1999-2001 წლებში იყო შპს „ლუქსის“ ფინანსური მენეჯერი. 2001-2004 წლებში იყო საქართველოს ეროვნული ბანკის სალიკვიდაციო კომისიის ეკონომისტი. 2004-2005 წლებში ს.ს. „ქართუ ბანკის“ პლასტიკური ბარათები მომსახურებისა და დამუშავების დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი. 2005-2006 წლებში ს.ს. „სტანდარტ ბანკის“ კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის პირადი ბანკირი. 2006-2007 წლებში ს.ს. „სტანდარტ ბანკის“ ბუდაპეშტის განყოფილების მმართველი. 2007 წელს – ს.ს. „სტანდარტ ბანკის“ საბურთალოს ფილიალის მმართველი. 2007-2010 წლებში ს.ს. „კორ - სტანდარტ ბანკის“ ბიზნესის განვითარების დირექტორი. 2010-2015 წლებში იყო ფინანსური მენეჯერი საქართველოს საელჩოში, აშშ-ში. 2015 წელს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე. 2015-2016 წლებში საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი. 2016-2019 წლებში ამავე ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე.
2019 წლიდან 2021 წლის თებერვლამდე საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდეობას იკავებდა. 2021 წლის 22 თებერვლიდან არის საქართველოს თავდაცვის მინისტრი.
ფლობს ქართულ, ინგლისურ, ესპანურ და რუსულ ენებს.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- საქართველოს თავდაცვის მინისტრი — საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საიტი
|