დაიბადა 1976 წლის 3 მარტს, თბილისში. 1993-1998 წლებში გაიარა კვალიფიკაცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. 2005 წელს მიიღო ზოგადი პროფილის სტომატოლოგის სერტიფიკატი. 2006-2008 წლებში იყო ფონდი „სტომატოლოგები საზღვრების გარეშეს“ პროექტის განვითარების მენეჯერი. 2008-2013 წლებში მუშაობდა შვეიცარიაში, იყო მესამეულ ქვეყნებში ჰოსპიტალური და სადაზღვევო სექტორის განვითარების კონსულტანტი. 2007-2008 წლებში ლუდვიქსჰაფენის პრაქტიკისა და მეცნიერების აკადემიაში გაიარა ყბა-სახის ინპლანტაციის სრული კურსი. 2015-2016 წლებში გაიარა კურსი მიუნსტერში, გერმანიაში და მიიღო მართვის კომპეტენცია ჰოსპიტალურ სექტორში. 2009-2015 წლებში იყო ააიპ „დოსტაქარის“ (საჩხერე) სტომატოლოგიური კლინიკის მენეჯერი კონცეპტუალურ საკითხებში. 2015-2019 წლებში ს.ს. „საჩხერის რაიონული საავადმყოფო პოლიკლინიკური გაერთიანების“ გენერალური დირექტორი. 2015-2019 წლებში იყო ააიპ „დოსტაქარის“ (საჩხერე) აღმასრულებელი დირექტორი. 2016-2019 წლებში გახდა მენეჯმენტის და ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრი. 2019 წლის 18 ივნისიდან არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.