შინაარსზე გადასვლა

ზურაბ აზარაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ზურაბ აზარაშვილი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
30 დეკემბერი, 2021 – 11 მარტი, 2024
პრეზიდენტი  სალომე ზურაბიშვილი
პრემიერ-მინისტრი  ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი კობახიძე
წინამორბედიეკატერინე ტიკარაძე
მემკვიდრემიხეილ სარჯველაძე

დაბადებული6 იანვარი, 1979
ბორჯომი, საქართველოს სსრ, სსრკ
შვილები5
განათლებაბიზნესის სკოლა (ESM)

ზურაბ აზარაშვილი (დ. 6 იანვარი, 1979, ბორჯომი) — ქართველი პოლიტიკოსი. 2021 წლის 30 დეკემბრიდან 2024 წლის მარტამდე იკავებდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობას.[1][2]

დაიბადა 1979 წლის 6 იანვარს ბორჯომში.

1995–1999 წლებში სწავლობა ESM ბიზნეს სკოლის საბაკალავრო პროგრამაზე - ბიზნეს ადმინისტრირება, ხოლო 2007-2009 წლებში - ESM ბიზნეს სკოლის ბიზნესის სამაგისტრო პროგრამაზე - ბიზნეს ადმინისტრირება.[3]

პროფესიული გამოცდილება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2000 წლის იანვრიდან 2000 წლის ივნისამდე მუშაობდა თიბისი ბანკი საკრედიტო სესხების ექსპერტის თანამდებობაზე, ხოლო იმავე წლის ივნისიდან ოქტომბრამდე იყო თიბისი ბანკი ბუღალტერი და 2000 წლის ოქტომბრიდან 2001 წლის ნოემბრამდე - თიბისი ბანკის საკრედიტო მენეჯერი.[4] 2002-2003 წლებში მუშაობდა ქართუ ბანკი საკორესპონდენტო ანგარიშების და დოკუმენტური ოპერაციების სპეციალისტად, 2003-2005 წლებში - ქართუ ბანკი პლასტიკური ბარათების პროცესინგის და მომსახურეობის უფროსი სპეციალისტად და 2005-2008 წლებში იყო ქართუ ბანკი პლასტიკური ბარათების პროცესინგის და მომსახურების განყოფილების უფროსი. 2008 წლიდან 2012 წლამდე ეკავა კორ სტანდარტ ბანკი საბარათე ოპერაციების განყოფილების უფროსის თნამდებობა, 2013-2014 წლებში - კორ სტანდარტ ბანკი ოპერაციების დირექტორი. 2014 წლიდან 2020 წლებში იყო ტერაბანკი კომერციული დირექტორი. 2020-2021 წლებში იყო თბილავიამშენის გენერალური დირექტორი. 2020 წლის მარტში დაინიშნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“-ს გენერალურ დირექტორად.[5][6]

პოლიტიკური კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2021 წლის 27 დეკემბრამდე იკავებდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას, ხოლო 2021 წლის 27 დეკემბერს, პრემიერ-მინისრტმა ირაკლი ღარიბაშვილმა წარადგინა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობაზე.[7][8]

ზურაბ აზარაშვილის მინისტრობის დროს განხორციელდა შემდეგი ძირითადი რეფორმები: [1]

2022 წლის ნოემბრიდან, სამედიცინო დაწესებულებებში, მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედა. DRG[მკვდარი ბმული], მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში, დაფინანსების ფართოდ აპრობირებული მოდელია, რომლითაც ავტომატურად გამოითვლება ის სამართლიანი ფასი, რასაც სამინისტრო, მოქალაქეების ხარისხიანი მკურნალობისთვის გადაიხდის. შედეგად პაციენტს, დამატებითი ხარჯების გაწევა აღარ უწევს და მხოლოდ იმ თანხას იხდის, რასაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, თანაგადახდის წილი ითვალისწინებს.

2022 წლის იანვარში საქართველოს ფარმაცევტული ბაზრისთვის თურქეთის ფარმაცევტული ბაზარი გაიხსნა. შედეგად ფასები განახევრდა და მეტ შემთხვევაში 60-80%-ით შემცირდა ისეთ მედიკამენტებზე, რომლებიც ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება.

2023 წლის იანვრიდან მედიკამენტებზე რეფერენტული ფასები[მკვდარი ბმული] ამოქმედდა.სახელმწიფომ, მედიკამენტის ღირებულების ის მაქსიმალური ზღვარი დაადგინა რომელზე მაღალ ფასადაც წამლების რეალიზაცია აიკრძალა. რეფერენტულმა ფასწარმოქმნის შემდეგ, 2024 წლიდან ქრონიკული მედიკამენტების საჭიროების მქონე მოქალაქეებისთვის წლიური ლიმიტი სრულად მოიხსნა.

2023 წელს მომზადდა და დამტკიცდა „ჯანმრთელობის შესახებ კანონში“ ცვლილების პაკეტი, რომლის მიხედვით ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მანდატი საკანონმდებლო დონეზე გაიზარდა. მიზანი, სააგენტოს მართვის შესაძლებლობების გაძლიერება და სამედიცინო შემთხვევებზე სწრაფი რეაგირება, დროული გამოძიება და ხარისხიანი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა.

2023 წელს ჯანდაცვის სამინისტრომ პირდაპირი შესყიდვის გზით, ინოვაციური ონკოლოგიური მედიკამენტების შესყიდვის პროცესი დაიწყო. პირდაპირი წესით, მართული შესვლის შეთანხმების (MEA) პრინციპების გათვალისწინებით სახელმწიფო ძვირადღირებულ მედიკამენტებს სპეციალურ, მნიშვნელოვნად დაბალ ფასად ყიდულობს და ონკოლოგიურ პაციენტთა სრულ საჭიროებებს ფარავს.

2023 წელს ჯანდაცვის სამინისტრომ ფარმაკომპანიების მხრიდან კარტელური გარიგების ფაქტი გამოავლინა, რომელიც კონკურენციის სააგენტომ დაადასტურა და 53 მლნ ლარის ჯარიმა დაეკისრათ კომპანიებს ( „ავერსი“, „გეფა“, „პსპ“ და „მერმისი“).

2023 წელს, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების სამკურნალოდ უპრეცედენტო სახელმწიფო პროგრამა[მკვდარი ბმული] დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, ყველა ბენეფიციარს, მკურნალობა, როგორც საქართველოში, ისე - ესპანეთის, ისრაელისა და თურქეთის წამყვან, მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო დაწესებულებებში სრულად უფინანსდება.

2023 წლის იანვრიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში სტაციონარული კომპონენტით ჩართული კლინიკების ექიმებისა და ექთნებისთვის მინიმალური საათობრივი ანაზღაურება დაწესდა.  ამავე წელს რეფორმა გაფართოვდა და მინიმალური საათობრივი ანაზღაურება სამედიცინო სფეროში დასაქმებულ სხვა პერსონალსაც -სანიტარს, უმცროსს ექიმს, ექთნის დამხმარესა და ექთნის თანაშემწეს დაენიშნათ. შედეგად სისტემაში დასაქმებულ 21000-ზე მეტ ადამიანს გაეზარდა ყოველთვიური ხელფასი.

2023 წელს დაინერგა რეფორმა- სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, კლინიკებს საერთაშორისო აკრედიტაციის  ვალდებულება დაეკისრათ.

2023 წელს შაქრიანი დიაბეტის „ტიპი 1“ დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის სისხლში გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის (CGM) უახლესი სისტემებისა და მათ გამოსაყენებლად მობილური ტელეფონების უფასოდ გაცემა დაიწყო.

2022 წლიდან, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, დიალიზის პროგრამის გაფართოება დაიწყო. 2022-2023 წლებში 20 სერვისცენტრი დაემატა.

2022 წელს, დევნილთა განსახლების მასშტაბური პროექტი დაიწყო. საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა, ერთდროულად, ქვეყნის 5 ქალქში მიმდინარეობს. თბილისში 11 კორპუსი შენდება 2400 დევნილი ოჯახისთვის; ზუგდიდში 7 კორპუსი შენდება 1700 დევნილი ოჯახისთვის; რუსთავში 4 კორპუსი შენდება 800 დევნილი ოჯახისთვის; ქუთაისში 3 კორპუსი შენდება 720 დევნილი ოჯახისთვის; ბორჯომში 1 კორპუსი შენდება 150 დევნილი ოჯახისთვის.ჯამში, 13 ათასი დევნილი ოჯახი განსახლდება.


„დედების პროტესტი“

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აზარაშვილის სახელს უკავშირდება 2023 წლის აპრილში აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების პროტესტი. საქართველოს პრემიერთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის მოთხოვნით მშობლებმა ორი ღამე მთავრობის კანცელარიასთან გაათენეს.[9]

აქციებს ოთხი თვის განმავლობაში სხვადასხვა ადგილზე გაიმართა. მშობლები ითხოვენ, რომ სახელმწიფომ დააფინანსოს საქართველოში მედიკამენტ ვოსორიტიდის შემოტანა, რომელიც მათი შვილებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.[9]

ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, მათ შორის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი და მინისტრის მოადგილეები აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებს აპრილის განმავლობაში რამდენჯერმე შეხვდნენ, თუმცა უშედეგოდ.[9]

ჰყავს მეუღლე და ხუთი შვილი. ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 პრემიერმა ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატად ზურაბ აზარაშვილი წარადგინა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-12-27. ციტირების თარიღი: 2021-12-27.
  2. ზურაბ აზარაშვილი - Gov.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-01-05. ციტირების თარიღი: 2022-01-05.
  3. ზურაბ აზარაშვილის ბიოგრაფია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-12-27. ციტირების თარიღი: 2021-12-27.
  4. საქართელოს თავდაცვის სამინისტრო - ზურაბ აზარაშვილის ბიოგრაფია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-12-27. ციტირების თარიღი: 2021-12-27.
  5. “დელტას” ზურაბ აზარაშვილი უხელმძღვანელებს - netgazeti.ge
  6. „დელტას“ ზურაბ აზარაშვილი უხელმძღვანელებს - 1tv.ge
  7. ზურაბ აზარაშვილი - Gov.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-01-05. ციტირების თარიღი: 2022-01-05.
  8. პრემიერმა ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატად ზურაბ აზარაშვილი წარადგინა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-12-27. ციტირების თარიღი: 2021-12-27.
  9. 9.0 9.1 9.2 წამალი “ვოსორიტიდი” ბავშვებისთვის, ანანო ღუდუშაური
წინამორბედი:
ეკატერინე ტიკარაძე
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
30 დეკემბერი, 2021 - 11 მარტი, 2024
შემდეგი:
მიხეილ სარჯველაძე