ნიკოლოზ გაგუა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ნიკოლოზ გაგუა
Flag of Georgia.svg
Greater coat of arms of Georgia.svg
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
21 ივნისი, 2018 – 12 ივლისი, 2018
პრეზიდენტი  გიორგი მარგველაშვილი
პრემიერ-მინისტრი  მამუკა ბახტაძე
წინამორბედიმამუკა ბახტაძე
მემკვიდრეივანე მაჭავარიანი

დაბადებული21 ივნისი, 1975 (1975-06-21) (44 წლის)
მოქალაქეობასაქართველოს დროშა საქართველო
პოლიტიკური პარტიაქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო
განათლებათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ვილიამსის კოლეჯი

ნიკოლოზ გაგუა (დ. 21 ივნისი, 1975, ქუთაისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი პოლიტიკოსი და ეკონომისტი. საქართველოს ფინანსთა მინისტრი 2018 წლის 21 ივნისიდან 12 ივლისამდე. 2018 წლის ივლისიდან არის საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის მოადგილე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიკოლოზ გაგუა დაიბადა 1975 წლის 21 ივნისს, ქალაქ ქუთაისში. 1992–1997 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გახდა ეკონომიკის მაგისტრი. 1998 წელს სწავლობდა ვენაში, 2012–2013 წლებში კი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვილიამსის კოლეჯში. 2006–2010 წლებში იყო კომპანია „სთრაიდ ჯორჯიას“ ფინანსური დირექტორი. 2010 წელს იყო საქართველოს ფინანსთა მინისტრის მრჩეველი. 2016 წელს იყო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე. 2016 წლის ნეომბრიდან 2018 წლის ივნისამდე იყო საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, 2018 წლის ივლისიდან იგი კვლავ ამ თანამდებობას იკავებს.

დაქორწინებულია. ჰყავს ორი შვილი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოლიტიკური თანამდებობები
წინამორბედი:
მამუკა ბახტაძე
ფინანსთა მინისტრი
21 ივნისი, 2018 - 12 ივლისი, 2018
შემდეგი:
ივანე მაჭავარიანი