თეა ახვლედიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თეა ახვლედიანი
საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა6 აგვისტო, 2020
პრეზიდენტი  სალომე ზურაბიშვილი
პრემიერ-მინისტრი  გიორგი გახარია
ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი კობახიძე
წინამორბედიქეთევან ციხელაშვილი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
14 ივნისი, 2019 – 6 აგვისტო, 2020
პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი
პრემიერ-მინისტრიმამუკა ბახტაძე, გიორგი გახარია

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ესტონეთში
თანამდებობაზე ყოფნის დრო
22 აპრილი, 2014 – 1 ივნისი, 2019
პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი
სალომე ზურაბიშვილი

დაბადებული21 იანვარი, 1975 (1975-01-21) (49 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობასაბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
განათლებაივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

თეა ახვლედიანი (დ. 10 იანვარი, 1975, თბილისი) — ქართველი დიპლომატი და პოლიტიკოსი. საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში 2020 წლიდან.

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1991-1996 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, არის საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალისტი, მიღებული აქვს დიპლომი ეკონომიკის დარგში. 2006-2007 წლებში განათლება მიიღო სტრატეგიული კვლევების ევროპულ ცენტრში, ბელგიაში, არის საერთაშორისო პოლიტიკის მაგისტრი.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1997-1999 წლებში მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტიში, ევროკავშირთან ურთიერთობის სამმართველოს სტაჟიორად. 1999-2000 წლებში იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის ევროკავშირთან ურთიერთობის სამმართველოს ატაშე. 2000-2001 წლებში იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირთან ურთიერთობის დეპარტამენტის მეორე მდივანი. 2002-2004 წლებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე. 2004 წლის იანვარ-მარტში ასრულებდა ამავე დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობას. 2004 წელს მარტიდან-სექტემბრამდე იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი. 2004 წლის სექტემბერ-ოქტომბერში იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპულ საქმეთა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი. 2004-2008 წლებში საქართველოს საელჩო ბენილუქსის ქვეყნებში, ევროკავშირთან საქართველოს მისიის მრჩეველი. 2008 წლის მარტიდან ამავე წლის ნოემბრამდე — საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე. 2008-2014 წლებში იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი. 2014-2019 წლებში — საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ესტონეთში. 2019-2020 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში. 2020 წლის 6 აგვისტოდან არის საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში. 2011 წელს მიიღო საქართველოს ღირსების ორდენი.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰყავს 1 შვილი. ფლობს ქართულ, რუსულ, ინგლისურ და ფრანგულ ენებს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოლიტიკური თანამდებობები
წინამორბედი:
ქეთევან ციხელაშვილი
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი
2020–
შემდეგი: