ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
Iliauni1korpusi.jpg
დევიზი ლათ. Ligamus ქართ. "ჩვენ ვაერთიანებთ", Libertas Academica, Libertas Conscientiae
დაფუძნდა 2006
ტიპი საჯარო
რექტორი გიგა ზედანია
მდებარეობა თბილისი, საქართველო
მისამართი ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5 , თბილისი 0162
ტელეფონი (+995 32) 23 10 26
(+995 32) 29 41 97. ადმინისტრაცია
კამპუსი 11
ფერები თეთრი და წითელი

          

მეტსახელი „ილიაუნი"
კავშირები EUA
საიტი http://www.iliauni.edu.ge
Iliaunilogo.png

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც 2006 წელს განსხვავებული და ხანგრძლივი ისტორიის მქონე 6 ინსტიტუტის გაერთიანების შედეგად დაფუძნდა.ამჟამად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთ-ერთი წამყვანი კვლევითი და საგანმანათლებლო დაწესებულებაა საქართველოში.

მისია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მისიაა, გახდეს მსოფლიო დონის კვლევითი უნივერსიტეტები, რომელიც მომდევნო 4 წლის განმავლობაში თავის სტუდენტებს მისცემს ღირებულ ცოდნას, შეუქმნის აღიარებულ გამოცდილებაზე დაფუძნებულ სასწავლო გარემოს, ხელს შეუწყობს კრიტიკული, ანალიტიკური, ეთიკური, შემოქმედებითი უნარების განვითარებას სტუდენტებში და შექმნის ცოდნაზე დაფუძნებულ საზოგადოებას, რომელიც მზად იქნება, ღირსეულად უპასუხოს XXI საუკუნის გამოწვევებს.

ფაკულტეტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მოქმედი ფაკულტეტები:

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფაკულტეტია, რომელიც სასწავლო პროგრამებს სწავლების 4 საფეხურზე ახორციელებს (პროფესიული, ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტორანტურა).

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პროგრამების მიზანია, სტუდენტს მისცეს, ერთი მხრივ, ფართო განათლება, გამოუმუშაოს ინტერდისციპლინური ხედვა, შესწავლის, გაცნობიერების, გააზრებული დასკვნების გამოტანისა და ცოდნის სწრაფად განახლების უნარი, მეორე მხრივ კი, მისცეს ღრმა ცოდნა სტუდენტის მიერ არჩეულ რომელიმე კონკრეტულ სფეროში. ამიტომ სწავლება აქ ლიბერალური განათლების პრინციპებზე დაყრდნობით ხორციელდება, რაც სტუდენტის დამოუკიდებელი არჩევანის თავისუფლებას გულისხმობს და მომავალი პროფესიის გააზრებული არჩევისა და, შესაბამისად, წარმატების მიღწევის საფუძველია.    

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საბუნებისმეტყველო მეცნიერებები და საინჟინრო ფაკულტეტი სასწავლო პროგრამებს სწავლების რამდენიმე საფეხურზე ახორციელებს( პროფესიული,ბაკალავრიატი,მაგისტრატურა,დოქტორანტურა, უმაღლესი პროფესიული).

ფაკულტეტის მიზნები:

  • განავითაროს, მართოს და განახორციელოს საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო, უმაღლესი პროფესიული, პროფესიული მომზადების მაღალი დონის პროგრამები/კურსები;
  • მოამზადოს მრავალმხრივად განათლებული მეცნიერები და ტექნიკოსები, რომელთაც ექნებათ უნარი, შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭების შემდეგ, ეფექტურად განაგრძონ თვითგანათლება და უახლესი სამეცნიერო და ტექნიკური მეთოდების ათვისება.
  • ხელი შეუწყოს უნივერსიტეტის კვლევით ერთეულებში (ინსტიტუტებში, კვლევით ცენტრებში) საუკეთესო სამეცნიერო-კვლევითი და გამოყენებითი პრაქტიკის დანერგვას/განვითარებას აკადემიურ საქმიანობაში სტუდენტების ჩართვით.           
  • დააკმაყოფილოს პიროვნების ინტერესებისა და შესაძლებლობების შესატყვისი უმაღლესი განათლების მიღების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების მოთხოვნა და უზრუნველყოს სწავლის, სწავლების და სამეცნიერო კვლევის აკადემიური თავისუფლება.

თავისი მიზნების შესასრულებლად ფაკულტეტი:

  • სთავაზობს სტუდენტებს მაღალი დონის პროგრამებისა და კურსების ფართო არჩევანს და აძლევს მათ ინტერდისციპლინური განათლების მიღების შესაძლებლობას;
  • ხელს უწყობს ეფექტური სამეცნიერო კვლევის განვითარებას საერთაშორისო დონის სამეცნიერო კადრების მოწვევით და ხელშეწყობით, საერთაშორისო კვლევითი პროგრამების მხარდაჭერით, რეიტინგული პუბლიკაციების წახალისებით; 
  • უზრუნველყოფს სასწავლო პროგრამების, განსაკუთრებით სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების, ძირეულ კავშირს მიმდინარე სამეცნიერო-კვლევით და სხვა აკადემიურ საქმიანობასთან.
  • ქმნის სწავლის, კვლევისა და თვითგანვითარებისათვის მიმზიდველ გარემოს სტუდენტების ჩართვით საზოგადოებრივ/სამეცნიერო საქმიანობაში.

ფაკულტეტის პროფესურა შედგება მაღალკვალიფიციური მეცნიერებისგან ფიზიკის, ბიოლოგიის, მათემატიკის, ეკოლოგიის, დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების და კომპიუტერული მეცნიერებების დარგებში. სამეცნიერო წარმადობით (საერთაშორისო მაღალრეიტინგულ ჟურნალებში პუბლიკაციებით) ჩვენი ფაკულტეტი საქართველოში მეორე ადგილზეა, ხოლო მთელ რიგ მიმართულებებში - პირველ ადგილზე საქართველოსა და კავკასიის რეგიონში. ფაკულტეტს აქვს დიდი მატერიალური ბაზა, რომელიც გამოიყენება სამეცნიერო კვლევებში და ტექნიკურ მომზადებაში:

  • საველე კვლევითი ბაზები - საქართველოს მაღალმთიანეთში, შავი ზღვის სანაპიროზე, აღმოსავლეთ საქართველოს არიდულ ლანდშაფტში;
  • აბასთუმნის ობსერვატორია;
  • დნმ-ლაბორატორია, სადაც ადამიანის, ცხოველების და მცენარეების გენებს შეისწავლიან;
  • კვლევითი გემი, რომლის გამოყენებითაც იწარმოება შავი ზღვის ფაუნის, ფლორისა და გეოლოგიის კვლევები;
  • სახელოსნოები, მათ შორის - არქიტექტურული სამაკეტო სახელოსნო;
  • სალექციო აუდიტორიები;
  • კომპიუტერული კლასები;
  • ბიბლიოთეკა.
ილიას სახელობის უნივერსიტეტი. E კორპუსი.

ბიზნესის სკოლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბიზნესის სკოლის მიზანია, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოამზადოს ბიზნესის ადმინისტრირების სფეროს სპეციალისტები, რომლებიც შეძლებენ კორპორაციულ, აკადემიურ, საჯარო თუ არასამთავრობო სექტორებში წარმატებული ადმინისტრირების და/ან სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელებას, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მასშტაბით.

ბიზნესის სკოლის პროგრამები სტუდენტებს უვითარებს:

  • დამოუკიდებელი და კრიტიკული აზროვნების უნარს;
  • ცოდნის პრაქტიკული გამოყენების უნარს;
  • დასაბუთებული გადაწყვეტილებების მიღების უნარს;
  • საკუთარი აზრის არგუმენტირებულად გადმოსაცემად საჭირო ცოდნას;
  • კომპანიის წინაშე არსებული პრობლემების ანალიზისა და სტრუქტურირების უნარს;
  • პროექტების შემუშავებისა და მართვის უნარს

ილიას უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა მსურველებს სთავაზობს საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო და პროფესიულ პროგრამებს. სწავლის დროს სტუდენტებსს საშუალება ეძლევათ, იმუშაონ თანამედროვე ლაბორატორიებში, მიიღონ მონაწილეობა კვლევებში, გაიარონ პრაქტიკა და სტაჟირება მოწინავე ორგანიზაციებსა და ბანკებში.

ილიაუნის სტუდენტები. ბიზნესის სკოლა.2016 წელი.

სამართლის სკოლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამართლის სკოლის მიზანია უმაღლესი იურიდიული განათლების სამივე საფეხურზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) უზრუნველყოს თითოეული საფეხურის შესაბამისი დონის სპეციალისტის მომზადება, რაც გულისხმობს სტუდენტების, როგორც თეორიულ-პრაქტიკული ინფორმაციით (ცოდნით) აღჭურვას, ისე სამეცნიერო-კვლევითი უნარჩვევების შესწავლა/გამომუშავებას, უმაღლესი იურიდიული განათლების თითოეული საფეხურისათვის დადგენილი ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

ამ ეტაპზე სამართლის სკოლაში მოქმედებს სამართლის საბაკალავრო და კერძო (ბიზნეს) სამართლის სამაგისტრო პროგრამები.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (SDSU), რომელიც შერჩეული იქნა ათასწლეულის პროგრამის ფარგლებში (MCA Georgia), ქართველ სტუდენტებს სთავაზობს მაღალი ხარისხისა და საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე (ABET, CSA, WASC) საბაკალავრო პროგრამებს STEM დარგებში. აღნიშნული პროგრამები საქართველოში საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიური დარგების განვითარებასა და ქვეყანაში მაღალკვალიფიციური სამუშაო ძალის მომზადებას შეუწყობს ხელს.

სან დიეგოს უნივერსიტეტის პროგრამები ისეა შედგენილი, რომ სტუდენტები საბუნებისმეტყველო და ტექნიკურ დარგებში წარმატების მისაღწევად მოამზადოს. პროგრამისთვის განკუთვნილი აუდიტორიები, საინჟინრო და სამეცნიერო ლაბორატორიები და კომპიუტერული სამუშაო ადგილები შექმნილია იმავე კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად და იმავე ტექნოლოგიების უზრუნველსაყოფად, რაც გამოიყენება სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, ამერიკის შეერთებულ შტატებში.

კურსებს უძღვებიან SDSU-ს ამერიკელი პროფესორ-მასწავლებლები.

SDSU-საქართველო, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით აბიტურიენტებს სთავაზობს შემდეგ საბაკალავრო პროგრამებს:

  • ელექტრული ინჟინერია
  • კომპიუტერული ინჟინერია

კვლევითი ინსტიტუტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უნივერსიტეტის შემადგენლობაში შედის თანამედროვე დონეზე აღჭურვილი 20-ზე მეტი კვლევითი ინსტიტუტი და ცენტრი. აღნიშნული კვლევითი ინსტიტუტების და ლაბორატორიების მრავალფეროვანი პროფილი ქმნის უნიკალურ შესაძლებლობას კვლევისა და პრაქტიკასა აქტუალურ საკითხებზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი - კვლევითი ინსტიტუტები.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი-კვლევითი ინსტიტუტები

საერთაშორისო ურთიერთობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი არის შემდეგი საერთაშორისო ასოციაციებისა და ქსელების წევრი:

  • ევროპული თანამშრომლობა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში
  • შრომითი თერაპიის ევროპული ქსელი
  • ფრანკოფონიის უნივერსიტეტების სააგენტო
  • ევროპული უნივერსიტეტების ასოციაცია
  • უნივერსიტეტების საერთაშორისო ასოციაცია
  • ასოციაცია „რონდინეს მშვიდობის ციტადელი“
  • შავი ზღვის უნივერსიტეტების ქსელი - BSUN
  • ასოციაცია „გერმანული ენის ავსტრიული დიპლომი“ - ÖSD

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ოფიციალურად თანამშრომლობს შემდეგ უნივერსიტეტებთან და კვლევით ცენტრებთან მეცნიერების, ტექნოლოგიის, განათლებისა და კვლევების მიმართულებით:

სიმბოლიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გერბი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ილიას სახელობის უნივერსიტეტს გააჩნია საკუთარი სიმბოლიკა: გერბი და ჰიმნი, რაც დადგენილია უნივერსიტეტის წესდებით. ოთხველიანი “ევროპული” ფარი

ვიკიციტატა
„პირველ, ბორდოსფერ ველზე ექვსი ვერცხლის (თეთრი) გადაშლილი წიგნი უნივერსიტეტის ექვს ფაკულტეტს აღნიშნავს. წიგნებზე აწერია ის სამი თავისუფლება, რაც უნივერსიტეტს უდევს საფუძვლად: აკადემიური თავისუფლება, სინდისის თავისუფლება, არჩევანის თავისუფლება.“
ვიკიციტატა
„მეორე ველზე დიდი ბორდოსფერი, სწორი ჯვარია მის მიერ შემოსაზღვრულ მეოთხედებში ოთხი ბორდოსფერივე ბოლნურ-კაცხური ჯვრით. გერბზე საქართველოს ეროვნული დროშის გამოსახვა უნივერსიტეტის სახელმწიფო სტატუსზე მიანიშნებს.“
ვიკიციტატა
„მესამე ველზე ანდრია პირველწოდებულის ჯვრისებურად გადაჯვარედინებული, ნახევრად ვერცხლისა და ნახევრად მეწამული ორი გასაღები აღნიშნავს უნივერსიტეტის მიერ სწავლების ხერხების ფლობას.“
ვიკიციტატა
„მეოთხე, ბორდოსფერ ველზე სამი ბორდოსფერი ქრცვინის (დედალოსი, ყარყუმი) ბეწვშემოვლებული პროფესორის ქუდი აღნიშნავს ორი უმაღლესი სასწავლებლის, სულხან-საბა ორბელიანის სახელობისა და ილია ჭავჭავაძის სახელობის ინსტიტუტების წარსულს, მათ გაერთიანებას და ახალი უნივერსიტეტის მომავალს. საგერბო ფარის ქვეშ სადევიზო ბაფთა ლათინური წარწერით LIGAMUS - ქართულად “ჩვენ ვაერთიანებთ”, გამოხატავს უნივერსიტეტის მოწოდებას, გააერთიანოს სწავლება და კვლევა, თავი მოუყაროს არსებულ ცოდნას, შექმნას ახალი ცოდნა და გადასცეს ის სტუდენტებსა და საზოგადოებას.“

ჰიმნი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ილიაუნის ჰიმნი შეიქმნა 2006 წელს და მისი ავტორია გოგი ძოძუაშვილი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]