ქვეყანა ცენტრალურ აზიაში, ესაზღვრება რუსეთს, ჩინეთს, ყირგიზეთს, უზბეკეთს და თურქმენეთს. დასავლეთით მას კასპიის ზღვა აკრავს. ფართობი შეადგენს 2.717.000 კვ.კმ-ს. ამ მაჩვენებლით მას მე-9 ადგილი უკავია მსოფლიოს ქვეყნებს შორის. მისი ტერიტორია გადაჭიმულის კასპიის ზღვიდან ალტაის მთებამდე. მთავარი მდინარეებია ილი, ირტიში და იშიმი, ტბები - არალის, ბალხაშის და ზაისანის.
მოსახლეობა - ყაზახეთის მოსახლეობა შეადგენს 16,967,000 (2013) ადამიანს, ხოლო მათი ეთნიკური კუთვნილება 2009 წლის მიხედვით შემდეგია: 63.1% ყაზახი, 23.6% რუსი, 2.9% უზბეკი, 2.8% უკრაინელი, 1.5% გერმანელი, 1.4% უიგური, 1.3% თათარი, 4.3% სხვა.[5]
ყაზახეთი მდიდარია მინერალური რესურსებით - ნავთობი, ბუნებრივი აირი, ქვანახშირი, რკინის მადანი, მანგანუმი, ქრომი, ნიკელი, კობალტი, სპილენძი, მოლიბდენი, ტყვია, თუთია, ბოქსიტები, ოქრო, ურანი. ერთობლივ ეროვნულ პროდუქტში სოფლის მეურნეობის წილი შეადგენს 10%-ს, მრეწველობის - 30%-ს, დანაჩენი მომსახურებაზე მოდის. ძირითადი საექსპორტო პროდუქტებია - ნავთობი, ლითონები, ქიმიკატები, ხორბალი. უკანასკნელ წლებში შესამჩნევია პროგრესი საბაზრო ეკონომიკის ჩამოყალიბების მიმართულებით. ეროვნული ვალუტა - ტენგე (KZT);
დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1990 წელს. სსრ კავშირის დაშლის შემდეგ ყაზახეთს ერგო საბჭოთა კოსმონავტიკის ძირითადი ბაზა - ბაიკონურის კოსმოდრომი. მას დაახლოებით 6 ათასი კვ.კმ ფართობი უჭირავს, რომელსაც იჯარით იყენებს რუსეთი. ყაზახეთი არის დსთ-ს წევრი. 1999 წელს მიიღო დამკვირვებლის სტატუსი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში.
Alexandrov, Mikhail (1999). Uneasy Alliance: Relations Between Russia and Kazakhstan in the Post-Soviet Era, 1992–1997. Westport, CT: Greenwood Press. ISBN 0-313-30965-5..
Clammer, Paul; Kohn, Michael; Mayhew, Bradley (2004). Lonely Planet Guide: Central Asia. Oakland, CA: Lonely Planet. ISBN 1-86450-296-7..
Cummings, Sally (2002). Kazakhstan: Power and the Elite. London: Tauris. ISBN 1-86064-854-1..
Demko, George (1997). The Russian Colonization of Kazakhstan. New York: Routledge. ISBN 0-7007-0380-2..
Fergus, Michael; Jandosova, Janar (2003). Kazakhstan: Coming of Age. London: Stacey International. ISBN 1-900988-61-5..
1 მთლიანად აზიაში, მაგრამ კულტურულ-პოლიტიკური კავშირები აქვს ევროპასთან. 2ქვეყნების დიდი ნაწილი აზიაშია. 3აქვს დამოკიდებული და მსგავსი ტერიტორიები ევროპის გარეთ