24 ივნისი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
<< ივნისი >>
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
2014


24 ივნისი არის გრიგორიანული კალენდრის 175-ე დღე (ნაკიან წლებში – 176-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 190 დღე.


დღის მოვლენები[რედაქტირება]

  • 972 : ცედინიას ბრძოლა – პოლონელთა ძალების პირველი დოკუმენტურად აღწერილი გამარჯვება.
  • 1314 : ბანოკბურნის ბრძოლა – შოტლანდიელები რობერტ ბრიუსის ხელმძღვანელობით ამარცხებენ ინგლისის მეფე ედვარდ II–ს. შოტლანდია დამოუკიდებლობას იბრუნებს.
  • 1340 : ასწლიანი ომი – სლის ბრძოლაში საფრანგეთის ფლოტი თითქმის სრულიად გაანადგურეს ინგლისელებმა ედვარდ III–ის მეთაურობით.
  • 1441 : იტონის კოლეჯი დაარსდა.
  • 1497 : ჯონ კაბო ჩრდ. ამერიკაში ნიუფაუნდლენდში ჩავიდა; პირველი ევროპელი მკვლევარი ვიკინგების შემდეგ.
  • 1509 : ჰენრი VIII და ეკატერინე არაგონელი ინგლისის მეფე–დედოფლად აკურთხეს.
  • 1664 : კოლონია ნიუ–ჯერსი დაარსდა.
  • 1692 : დაარსდა კინგსტონი, იამაიკაზე.
  • 1793 : საფრანგეთში პირველი რესპუბლიკური კონსტიტუცია მიიღეს.
  • 1812 : ნაპოლეონის დიდი არმია მდინარე ნემანს ჰკვეთს და რუსეთის ტერიტორიაზე იჭრება.
  • 1821 : ვენესუელამ სრული დამოუკიდებლობა მოიპოვა ესპანეთისგან.
  • 1859 : სოლფერინოს ბრძოლა – სარდინიამ და საფრანგეთმა დაამარცეს ავსტრია სოლფერინოში, ჩრდ. იტალია.
  • 1894 : საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა გადაწყვიტა ოლიმპიური თამაშების ყოველ ოთხ წელიწადში ჩატარება.
  • 1901 : პაბლო პიკასოს ნამუშევრების პირველი გამოფენა გაიხსნა.
  • 1913 : საბერძნეთმა და სერბეთმა გააუქმეს ბულგარეთთან ალიანსი.
  • 1932 : სამხედრო გადატრიალებით დასრულდა სიამის მეფის აბსოლუტური ძალაუფლება.
  • 1934 : უკრაინის დედაქალაქი ხარკოვიდან კიევში გადაიტანეს.
  • 1935 : თბილისში მუშტაიდის ბაღში გაიხსნა საბჭოთა კავშირში პირველი საბავშვო რკინიგზა.
  • 1940 : საფრანგეთსა და იტალიას შორის ზავი დაიდო.
  • 1945 : მოსკოვის გამარჯვების პარადი.
  • 1948 : ბერლინის ბლოკადა დაიწყო -- სსრ კავშირმა აკრძალა მიმოსვლა დასავლეთსა და აღმოსავლეთ ბერლინს შორის.
  • 1951 : ამერიკულმა ტელეარხმა CBS დაიწყო პირველი კომერციული ფერადი ტელეგადაცემები.
  • 1963 : ბიბისის ტელესტუდიაში პირველად მოახდინეს საყოფაცხოვრებო ვიდეომაგნიტოფონის დემონსტრაცია.
  • 1981 : გაიხსნა ჰამბერის ხიდი იორკშირსა და ლინკოლნშირს შორის, მსოფლიოს ყველაზე გრძელი ერთფრთიანი დაკიდული ხიდი მომდევნო 18 წლის განმავლობაში.
  • 1992 : რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია და სა­ქარ­თ­ვე­ლოს რეს­პუბ­ლი­კა სოჭში ხელს აწერენ „შეთანხმებას ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგების პრინციპების შესახებ“.
  • 1992 : სამხედრო გადატრიალების გზით დამხობილი ზვიად გამსახურდიას მომხრეებმა აიღეს თბილისის სახელმწიფო ტელევიზიის ცენტრი, თუმცა დამარცხდნენ.
  • 2004 : ნიუ–იორკში სიკვდილით დასჯა არაკონსტიტუციურად გამოცხადდა.
  • 2008 : ნასამ დაადასტურა, რომ ფენიქსის მიერ მარსზე გათხრისას აღმოჩენილი თეთრი ლაქები ყინული იყო.
  • 2010 : ჯულია გილარდი ავსტრალიის პირველი პრემიერ-მინისტრი ქალი გახდა.
  • 2012 : მოჰამედ მურსი ეგვიპტის პრეზიდენტად აირჩიეს.
  • 2012 : გალაპაგოსის კუს ქვესახეობა Chelonoidis nigra abingdoni-ის უკანასკნელი ინდივიდი, „ეული ჯორჯი“ მოკვდა.

ამ დღეს დაბადებულნი[რედაქტირება]

XIX საუკუნემდე[რედაქტირება]

XIX საუკუნე[რედაქტირება]

XX საუკუნე[რედაქტირება]

1901–1950[რედაქტირება]

1951–2000[რედაქტირება]

XXI საუკუნე[რედაქტირება]

ამ დღეს გარდაცვლილნი[რედაქტირება]

XIX საუკუნემდე[რედაქტირება]

XIX საუკუნე[რედაქტირება]

XX საუკუნე[რედაქტირება]

1901–1950[რედაქტირება]

1951–2000[რედაქტირება]

XXI საუკუნე[რედაქტირება]

დღესასწაულები[რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

სხვა თვეები