საქართველოს ეროვნული საბჭო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ეროვნული საბჭოს წევრები, დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, თბილისი.

საქართველოს ეროვნული საბჭოსაქართველოს პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლობითი ორგანო 1917-1919 წლებში. აირჩიეს საქართველოს ეროვნულ ყრილობაზე 1917 წლის 19-23 ნოემბერს. 1918 წლის 26 მაისს საბჭომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოაცხადა და იმავე წლის 8 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტი ეწოდა.

საბჭოში უმრავლესობას ფლობდნენ სოციალ-დემოკრატები. მასში ასევე მონაწილეობდნენ სოციალისტ-ფედერალისტები, ეროვნულ-დემოკრატები, ესერები, „ალიონის“ ჯგუფი, რადიკალ-დემოკრატები და უპარტიოები. საბჭოს თავმჯდომარეობდა აკაკი ჩხენკელი, 1918 წლის ოქტომბრიდან კი — კარლო ჩხეიძე. საბჭომ მოამზადა და 1919 წლის თებერვალში ჩაატარა საყოველთაო და პირდაპირი დამფუძნებელი კრების არჩევნები, რის შემდეგაც საკანონმდებლო უფლებამოსილება დამფუძნებელ კრებას გადააბარა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]