საქართველოს საპროტესტო გამოსვლები (2023)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საქართველოს საპროტესტო გამოსვლები
8 მარტის აქციის მონაწილეები თბილისში
8 მარტის აქციის მონაწილეები თბილისში
თარიღი 6 მარტი10 მარტი, 2023
ადგილი თბილისი, საქართველო
გამომწვევი
მიზეზი
კანონი უცხოელი აგენტების შესახებ
მიზნები
  • უცხოელი აგენტების შესახებ კანონის ამოქმედების შეჩერება
  • საქართველოს პრესის თავისუფლების დაცვა
  • ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობების დაცვა
მონაწილე მხარეები
დაშავებული: რაოდენობა უცნობია
დაკავებული: 134
დაშავებული: 58
ზიანი: 50

საქართველოს საპროტესტო გამოსვლები2023 წლის საპროტესტო აქციები, ქუჩის დემონსტრაციების მიმდინარე სერია საქართველოში, რომელიც მიმდინარეობს 2023 წლის 6 მარტიდან. საპროტესტო აქციების მიზეზი გახდა პარლამენტის მიერ უცხოელი აგენტების შესახებ კანონის მხარდაჭერა. საპროტესტო აქციების დასაშლელად პოლიციამ თბილისში გამოიყენა წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი.[1][2]

წინაპირობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შემოთავაზებული კანონპროექტის თანახმად, არასამთავრობო ორგანიზაციები და დამოუკიდებელი მედია, რომლებიც იღებენ თავიანთი დაფინანსების 20%-ზე მეტს საზღვარგარეთიდან, გამოცხადდებიან უცხოური გავლენის აგენტებად.

კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო: 76 მომხრე, 13 წინააღმდეგი.[3]

კანონის კრიტიკოსები ამბობენ, რომ კანონპროექტი წარმოადგენს ავტორიტარულ ცვლილებას და შეიძლება დააზიანოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიზნები.[4] ისინი ასევე თვლიან, რომ კანონი ახშობს პრესის თავისუფლებას[5] და ამსგავსებენ რუსეთში მოქმედ ანალოგიურ კანონს.[4]

მოვლენების ქრონოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

7 მარტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამშაბათს 7 მარტს საქართველოს პოლიციის თანამშრომლებმა საქართველოს პარლამენტის შენობის წინ მომიტინგეების წინააღმდეგ გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი. მომიტინგეები ეწინააღმდეგებოდნენ შემოთავაზებულ კანონს, რომელიც ზოგიერთის აზრით, პრესის თავისუფლებასაც შეაფერხებს.[2][6] მეორე დღეს, 8 მარტს, ღამით აქციის მონაწილეები საქართველოს პარლამენტის შენობაში შეჭრას ცდილობდნენ.[7]

8 მარტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2023 წლის 8 მარტს ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა პარლამენტის შენობის წინ და მოუწოდა პარლამენტს შეწყვიტოს დისკუსია უცხოური აგენტების შესახებ კანონზე.[8]

9 მარტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

9 მარტს დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ სადავო კანონპროექტი გაიწვია.[9] შინაგან საქმეთა სამინისტრომ იმავე დღეს გამოაცხადა, რომ 7 და 8 მარტს დაკავებული ყველა პირი გათავისუფებულია.[10]

10 მარტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2023 წლის 10 მარტს, ორი კანონპროექტიდან ერთი მმართველმა კოალიციამ გაიწვია, ხოლო მეორე კი პარლამენტის ოფიციალურ მეორე სხდომაზე კენჭისყრით ჩავარდა. შედეგები ასეთი იყო: ერთი მომხრე, 36 წინააღმდეგი და 76-მა თავი შეიკავა.[11]

რეაქციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აქციის მონაწილეებს მხარი დაუჭირა და განაცხადა, რომ „ევროპული ინტეგრაციის გზა დაცული უნდა იყოს“. მან განაცხადა, რომ ვეტოს დაადებს და გააუქმებს კანონპროექტს.[3][12][13]

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 7 მარტს კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მხარდაჭერა კანონისადმი და განაცხადა, რომ უცხოური აგენტების შესახებ შემოთავაზებული დებულებები აკმაყოფილებს „ევროპულ და გლობალურ სტანდარტებს“.[14]

60-ზე მეტმა სამოქალაქო ორგანიზაციამ და მედიასაშუალებამ განაცხადა, რომ კანონპროექტს ხელმოწერის შემთხვევაში არ შეასრულებენ.[13]

აშშ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოში აშშ-ის საელჩომ 7 მარტს გაავრცელა განცხადება. საელჩომ განაცხადა, რომ კრემლის მიერ ინსპირირებული კანონები შეუთავსებელია საქართველოს ხალხის ევროინტეგრაციისა და მისი დემოკრატიული განვითარების აშკარა სურვილთან. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ეს კანონები ზიანს აყენებს საქართველოს ურთიერთობას სტრატეგიულ პარტნიორებთან.[15]

ნედ პრაისმა მხარი დაუჭირა საპროტესტო აქციებს და თქვა, რომ „შეერთებულ შტატებს აქვს ინსტრუმენტები, რათა პასუხისმგებლობა დაეკისროს მათ, ვინც ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ნებას“, მიანიშნებდა პოტენციურ სანქციებზე ქართველი ოფიციალური პირების მიმართ.[16]

რუსეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარია ზახაროვამ გააკრიტიკა ევროკავშირის პოზიცია საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით და დაადანაშაულა ჯოზეფ ბორელი „წესიერების საზღვრების გადალახვაში“ და „საქართველოს მოქალაქეებზე ზეწოლაში“.[17]

ევროკავშირი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ საქართველოს კანონპროექტი „ძალიან ცუდი მოვლენაა“ საქართველოსა და მისი ხალხისთვის. მისი თქმით, კანონის ფორმულირება საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოებას და მედია ორგანიზაციებს. მიაჩნია, რომ ეს კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებსა და სტანდარტებს. ის ეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფოს მიზანს, გაწევრიანდეს ევროპის კავშირში, რასაც საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობა უჭერს მხარს. მისმა საბოლოოდ მიღებამ შესაძლოა სერიოზული გავლენა იქონიოს ჩვენს ურთიერთობებზე.[18][19]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Georgian police use tear gas on protests against 'foreign agents' law (March 7, 2023).
  2. 2.0 2.1 Georgians protest against draft law on media, nonprofits.
  3. 3.0 3.1 John, Katharina Krebs,Caitlin Hu,Vasco Cotovio,Tara. (2023-03-07) Protests erupt as Georgian parliament passes draft foreign agents bill en. ციტირების თარიღი: 2023-03-08
  4. 4.0 4.1 Reuters (2023-03-07). „Georgians throw stones, petrol bombs at police in protest over new law“. Reuters (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2023-03-08.
  5. News, A. B. C.. Georgians protest against draft law on media, nonprofits en. ციტირების თარიღი: 2023-03-08
  6. „Thousands protest at Georgian 'foreign agent' bill“. BBC News. 8 March 2022. ციტირების თარიღი: 8 March 2022.
  7. ❗️ Protesters in #Tbilisi have broken through barricades and are trying to break into the Georgian parliament building..
  8. Presse, AFP-Agence France. Tens Of Thousands In Georgia Rally Against Controversial Bill: AFP en-US. ციტირების თარიღი: 2023-03-08
  9. „ქართულმა ოცნებამ“ გაიწვია მასობრივი პროტესტის გამომწვევი კანონპროექტი
  10. Georgia's ruling party withdraws controversial Foreign Agents Bill and releases protesters en (2023-03-08). ციტირების თარიღი: 2023-03-09
  11. Ritchie, Rhea Mogul,Sophie Tanno,Niamh Kennedy,Hannah. (March 9, 2023) Georgia withdraws 'foreign influence' bill but opposition vows more protests.
  12. Georgians protest against draft law on media, nonprofits.
  13. 13.0 13.1 Reuters (2023-03-07). „Georgians throw stones, petrol bombs at police in protest over new law“. Reuters (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2023-03-08.
  14. Reuters (2023-03-07). „Police use water cannon in Georgia to disperse protests at ‘authoritarian’ law“. The Guardian (ინგლისური). ISSN 0261-3077. ციტირების თარიღი: 2023-03-08.
  15. U.S. Embassy Statement on Parliament’s Rushed Advancement of Kremlin-Inspired Legislation on So-Called “Foreign Influence”.
  16. Civil Georgia (2023-03-07). „State Department: We Hold Tools at Our Purview to Hold Anyone Accountable“. The Guardian (ინგლისური). ISSN 0261-3077. ციტირების თარიღი: 2023-03-08.
  17. „Moscow, Sokhumi Say EU is Pressuring Georgia“. Civil Georgia (ინგლისური). 2023-03-07. ციტირების თარიღი: 2023-03-08.
  18. ჟოზეპ ბორელი: "აგენტების შესახებ კანონის" მიღებამ შესაძლოა სერიოზული გავლენა იქონიოს ჩვენს ურთიერთობებზე
  19. Reuters (2023-03-07). „EU's Borrell condemns Georgia foreign influence law“. Reuters (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2023-03-08.