ლგბტ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
აკრონიმი „ლგბტ“ დაამკვიდებული იქნა ლგბტ გამომცემლობების, პრაიდ აღლუმების, და მსგავსი ღონისძიებების მიერ, მაგალითად ისეთი, როგორიცაა ბოლონიის პრაიდი 2008 წელს.

ლგბტ (ინგლ. LGBT) — აკრონიმი, რომელიც ინგლისურ ენაში ესბოსელი, ეი, ისექსუალი და რანსგენდერი ადამიანების აღსანიშნავად შეიქმნა. ტერმინი 1990-იანი წლებიდან გამოიყენება და „ლგბ“ აბრევიატურის ადაპტაციაა, რომელმაც 1980-იანი წლების მეორე ნახევრიდან სიტყვა „გეი“ ჩაანაცვლა; ეს უკანასკნელი იმ დროს სრულიად ლგბტ საზოგადოების აღმნიშვნელ ტერმინად გამოიყენებოდა.[1] ეს ცვლილება გამოწვეულ იქნა გავრცელებული აზრით, რომლის მიხედვითაც „გეი საზოგადოება“ არ მოიცავდა ყველა არსებულ სექსუალურ იდენტობას.[2] აშშ-ში და სხვა ინგლისურენოვან ქვეყნებში ეს აბრევიატურა შემდგომში ფართოდ გავრცელდა სხვადასხვა სექსუალური იდენტობის მქონე ადამიანთა თვითაღნიშვნისთვის და მიღებულ იქნა სექსუალობაზე და გენდერულ იდენტობაზე დაფუძნებული საზოგადოებრივი ცენტრის უმრავლესობის და მედიის მიერ.[3] ლგბტ აგრეთვე გამოიყენება ისეთ ქვეყნებშიც, რომელთა ენებში ეს აბრივიატურა მრავალმნიშვნელოვანია, მაგალითად საფრანგეთში.

ზოგიერთ ვარიაციაში ტერმინს ასობგერა ემატება მათ აღსანიშნავად, ვინც საკუთარ თავს ქვიარად თვლის. ტერმინები ლგბტქ და "ქვიარი" ხშირად ურთიერთშენაცვლებადია და გამოიყენება სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გენდერული თვითგამოხატვის მქონე ადამიანთა მრავალფეროვნების ხაზგასასმელად. ქვიარი არის ე.წ. ქოლგა ტერმინი. ის ლგბტქ+ საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს შეიძლება ესადაგებოდეს. ტერმინი უფრო ზოგადი და მრავლის მომცველია[4], ანუ გამოიყენება არა მხოლოდ ექსკლუზიურად ლესბოსელ, გეი, ბისექსუალ ან ტრანსგენდერ ადამიანთა აღსანიშნავად, არამედ არაჰეტეროსექსუალ ან არასისგენდერი ადამიანთა აღსანიშნავადაც.[5] ტერმინი ლგბტქ 1996 წლიდანაა დარეგისტრირებული.[6]

რიგ შემთქვებში ასობგერა ასევე შეიძლება გამოიყენებოდეს ტერმინ "Questioning"-ის აღსანიშნავადაც და გულისხმობს იმ პირებს, ვინც საკუთარ სექსუალურ ორიენტაციასა და/ან გენდერულ იდენტობას ეჭვის ქვეშ აყენებს.

ის თუ რამდენად ღიად აღიარებენ ან არ აღიარებენ საკუთარ იდენტობას ლგბტ პირები დამოკიდებულია მათ სახცოვრებელ გარემოში არსებული ლგბტ უფლებების მდრომარეობაზე.[7]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ლგბტ&oldid=3888841“-დან