განხილვა:ირაკლი კობახიძე

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

@Malkhaztchubabria: ქვეთავი სამუშაო გამოცდილება რატომ წაშალე? რა არ მოგეწონა?--ცანგალა 16:38, 20 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]

{{მიკერძოებული}} უნდა ჩაისვას ჩემი აზრით. არის ნეიტრალურობის დარღვევის რამდენიმე მონაკვეთი. გიო ოქრო 16:47, 29 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]

@Zangala: პირველ რიგში, მოწონება/არ მოწონებით სტატიები არ იწერება. მითიტებული მაქვს წყაროები. სამუშაო გამოცდილებას რაც შეეხება, მთლიან განახლებულ ბიოგრაფიაშია და თუ საჭიროდ თვლით, შეგიძლიატ გამოყოთ ცალკე.--Rumi 14:05, 30 აპრილი 2020 (UTC) @გიო ოქრო: შეგიძლიათ თავადვე შეცვალოთ, და მიუთითოთ წყაროები. --Rumi 14:07, 30 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]

გეთანხმები, მოწონება/არ მოწონებით სტატიები არ იწერება. ისე სტატიის წაკითხვისას მეც მიკერძოებულად მომეჩვენა ბიოგრაფია. სტატიიდან „საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის ავტორი“ — ავტორია? --ცანგალა 14:52, 30 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]
მიკერძოებულის შეცვლას წყარო არ სჭირდება (ინფორმაციას არ ვცვლი). გიო ოქრო 16:40, 30 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]

@გიო ოქრო: @Zangala: შეგიძლიათ აქ ნახოთ თქვენი კითხვის პასუხი („საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის ავტორი“ — ავტორია?), უბრალოდ, სტატიაში მესამე წყარო მივუთითე - მედია. საქართველოს პარლამენტის დადგენილება-წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 94.43.69.27 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

და მითითებულ დადგენილებაში სად წერია, რომ ავტორია?--ცანგალა 06:22, 1 მაისი 2020 (UTC)[უპასუხე]

@Zangala: თუ ეს წყარო არ აკმაყოფილებს მოთხოვნას, მაშინ საქართველოს პარლამენტის საიტიდან მივუთითებ.

  • „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია - კომისიის წევრი (03-09-2019 )
  • „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაძე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია - კომისიის წევრი (03-09-2019 )
  • საქართველოს კონსტიტუციასთან საქართველოს საკანონმდებლო აქტების ჰარმონიზაციის საპარლამენტო კომისია - კომისიის თავმჯდომარე (19-03-2018 - 27-06-2019)
  • სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია - კომისიის თავმჯდომარე (15-12-2016 - 04-05-2017)

საქართველოს პარლამენტი - ირაკლი კობახიძე - კომისია--Rumi 08:09, 1 მაისი 2020 (UTC)

მის თანამდებობებზე არც მაქვს საუბარი. უბრალოდ მხოლოდ ერთი სიტყვა „ავტორი“ — ეს არ არის მართებული. იყო საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობის თავმჯდომარე ეს არ ნიშნავს, რომ ხარ „საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის ავტორი“ . კომისიამ მუშაობა წარმართა თემატურ ჯგუფებად და ა. შ. --ცანგალა 08:29, 1 მაისი 2020 (UTC)[უპასუხე]
ამ წყაროების და თქვენი მოსაზრების მიხედვით, მართებული იწნება თუ დავწერთ „საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის ერთ-ერთი ავტორი“, რადგან ავტორია ის ვინც მის ცვლილებაში მიიღო მონაწილეობა. ხომ ასეა? --Rumi 13:27, 1 მაისი 2020 (UTC)
„მე მინდა მადლობა გადავუხადო საკონსტიტუციო რეფორმაში ჩართულ ყველა ადამიანს, ჩემს კოლეგებს — საქართველოს პარლამენტის წევრებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მთავრობას, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრებს, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, ექსპერტებს, ჟურნალისტებს, რომელთა მხარდაჭერისა და ჩართულობის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ამ შედეგის მიღწევა.“ — ირაკლი კობახიძის სიტყვებია. (სქოლიო 5). ჩემი აზრითაც ერთ-ერთი ავტორი. --ცანგალა 15:16, 1 მაისი 2020 (UTC)[უპასუხე]

ჩემი აზრითაც შეფასება ობიექტური და პოლიტკორექტული იქნება თუ გამოვიყენებთ „ერთ-ერთი“-ს. ზოგადად მიმაჩნია, რომ „ავტორი“ტექსტის რედაქციულ გამართვას ვერ ეყოლება, ის შეიძლება ყავდეს ტექსტის ახალ რედაქციაში შეტანილ ცალკეულ სიახლეებს (მაგ. კონსტიტუციის ახალ დებულებებს, მუხლებს), ხოლო ძველი ტექსტის ახლებურად დაწერას შეიძლება ყავდეს მხოლოდ რედაქტორი — ასეა ესგამომცემლობის ინსდუსტრიაშიც, როდესაც ერთიდაიგივე ავტორი შეიძლება სხვადასხვა გამომცემელმა გამოსცეს, სხვადასხვა რედაქციით. --Rastrelli F 10:44, 2 მაისი 2020 (UTC)[უპასუხე]

ჩავასწორე და დავწერე "ერთ-ერთი ავტორი". --94.43.69.27 17:09, 2 მაისი 2020 (UTC)[უპასუხე]

მიკერძოებული[წყაროს რედაქტირება]

თავიდან ჩავსვი, მაგრამ შემდეგ არ მივიჩნიე სწორად ეს განხილვის გარეშე მომხდარიყო, აშკარაა ეს სტატია პარტიული მომხრის დაწერილს უფრო ჰგავს----ჯეო2007განხილვაწვლილი 10:21, 8 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]

ცხადია, ავტორის წვლილსაც თუ გადავხედვათ უფრო ცხადი იქნება :-) -- OpusDEI 17:14, 8 იანვარი 2021 (UTC)17:13, 8 იანვარი 2021 (UTC) 10:32, 8 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]

@OpusDEI: რომელ ავტორს გულისხმობ? პ. ს. ხელმოწერა გაქვს გასასწორებელი. --Wiki - ჯაბა 15:06, 8 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]

@ჯეო: თუ სტატიის ისტორიას გადახედავ მარტივია იმის გარკვევა რომელმა ავტორმა რა წვლილი შეიტანა. გთხოვ დააკონკრეტო რომელ ავტორის წვლილს ეხება, რომ ჩვენც შემდეგ შესაბამისი რეაგირება მოვახდინოთ. --Wiki - ჯაბა 15:16, 8 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
„ კონსტიტუციის ახალი რედაქციით ხელისუფლების დანაწილების პრინციპის შესაბამისად გაიმიჯნა უფლებამოსილებები უმაღლესი ხელისუფლების ორგანოებს შორის, შემოღებულ იქნა პროპორციული საარჩევნო სისტემა საპარ ლამენტო არჩევნებისთვის, გაძლიერდა პარლამენტის როლი მმართველობის სისტემაში, გაფართოვდა ოპოზიციის პოლიტიკური უფლებები, განმტკიცდა ადამიანის უფლებების, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი კონსტიტუციური გარანტიები, NATO-სა და ევროკავშირში ინტეგრაცია ქვეყნის კონსტიტუციურ საგარეო-პოლიტიკურ ამოცანად განისაზღვრა.“ - ეს მონაკვეთი მინიმუმ წყაროს გარეშე მაინც არ უნდა იყოს, მითუმეტეს რაიმე დასტური უნდა ჰქონდეს თორემ მომიტევეთ მაგრამ ავტორის აზრს უფრო ჰგავს----ჯეო2007განხილვაწვლილი 15:47, 8 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
@Jaba1977: ვისაც ყველაზე მეტი წვლილი აქვს ამ სტატიაზე. წვლილი. პ.ს. მობილურიდან წერისას ხელმოწერას რაღაც სჭირს. -- OpusDEI 17:22, 8 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]

ჯეოს კომენტარის მერე ვნახე მაგ მომხმარებლის წვლილი. აშკარად ტენდენციურია. მინიმუმ ამ ზემოთ მოტანილი ციტატიდან ამოვიღებდი ნახევარზე მეტს. --Wiki - ჯაბა 17:24, 8 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]

მეტნაკლებად გაიწმინდა არავიკიპედიური ნაწილისგან. — Mikheil მიწერა 16:38, 10 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]

მიკერძოებულობა/ენციკლოპედიურობა[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა. პოლიტიკური მოსაზრებების ქვესექცია არაენციკლოპედიურია. პატივისცემით,--იაკობ მახარაძე (განხილვა/წვლილი) 20:32, 7 სექტემბერი 2023 (UTC)[უპასუხე]

გარკვეული წინადადებები შესაძლოა ზედმეტი და ამოსაღებია, მაგრამ მთლიანი ქვესექცია არ მგონია. გიო ოქრო 15:58, 8 სექტემბერი 2023 (UTC)[უპასუხე]