ლატვია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლატვიის რესპუბლიკა
Latvijas Republika
ლატვია
ლატვიის
დროშა გერბი
ჰიმნი: Dievs, svētī Latviju!
ღმერთი ჰფარავდეს ლატვიას!
ლატვიის მდებარეობა ევროპაში
ლატვიის მდებარეობა ევროპაში
დედაქალაქი
და უდიდესი ქალაქი
რიგა
56°57′ ჩ. გ. 24°06′ ა. გ. / 56.950° ჩ. გ. 24.100° ა. გ. / 56.950; 24.100
ოფიციალური ენა ლატვიური [ა]
ეთნიკური ჯგუფები (2011[1][2][3])
ეთნოქორონიმი ლატვიელი
მთავრობა საპარლამენტო რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი რაიმონდს ვეიონისი
 -  პრემიერ-მინისტრი მარის კუჩინსკისი
 -  სეიმის თავმჯდომარე სოლვიტა აბოლტინია
საკანონმდებლო ორგანო სეიმი
დამოუკიდებლობა რუსეთის იმპერიისაგან
 -  გამოცხადება [ბ] 18 ნოემბერი, 1918 
 -  აღიარება 26 იანვარი, 1921 
 -  საბჭოთა ოკუპაცია 5 აგვისტო, 1940 
 -  ფაშისტური გერმანიის ოკუპაცია 10 ივლისი, 1941 
 -  ბალტიისპირეთის ოკუპაცია 1944 
 -  დამოუკიდებლობის გამოცხადება 4 მაისი, 1990 
 -  დამოუკიდებლობის აღდგენა 21 აგვისტო, 1991[4] 
 -  ევროკავშირში გაწევრიანება 1 მაისი, 2004 
ფართობი
 -  სულ 64 589 კმ2 (124-ე)
 -  წყალი (%) 1.57 %
მოსახლეობა
 -  2014 შეფასება 1 997 500 [5] (148-ე)
 -  2011 აღწერა 2 070 371[6]
 -  სიმჭიდროვე 34.3 კაცი/კმ2 (166-ე)
მშპ (მუპ) 2014 შეფასება
 -  სულ $41.005 მილიარდი[7]
 -  ერთ სულ მოსახლეზე $20 204[7] (49-ე)
მშპ (ნომინალი) 2014 შეფასება
 -  სულ $33.731 მილიარდი[7]
 -  ერთ სულ მოსახლეზე $16 620[7]
ჯინი (2013) 35.2[8]
საშუალო
აგი (2013) Steady2.svg 0.810[9]
ძალიან მაღალი · 48-ე
ვალუტა ევრო () [გ] (EUR)
სასაათო სარტყელი EET (UTC+2)
 -  ზაფხული (DST) EEST (UTC+3)
მოძრაობა მარჯვენა
სატელეფონო კოდი +371
ინტერნეტ-დომენი .lv [დ]
ა. ^  ლატვიური არის ერთადერთი ოფიციალური ენა.[10][11] ლივური ითვლება მკვიდრი მოსახლეობის ენად და მას განსაკუთრებული სამართლებრივი სტატუსი გააჩნია.[12] ლატგალურ დამწერლობასა და ლატვიურ ჟესტების ენას ასევე განსაკუთრებული სამართლებრივი სტატუსი გააჩნიათ.[13]
ბ. ^  ლატვია დე იურე უწყვეტად აგრძელებს 1918 წლის 18 ნოემბრის დამოუკიდებლობის დეკლარაციას.
გ. ^  2014 წლამდე ლატვიური ლატი
დ. ^  ევროკავშირის სხვა წევრ სახელმწიფოებთან ერთად, აგრეთვე გამოიყენება დომენი .eu.

ლატვია (ლატვ. Latvija), ოფიციალურად: ლატვიის რესპუბლიკა (ლატვ. Latvijas Republika) — ქვეყანა, ჩრდილოეთ ევროპაში, ბალტიის რეგიონში. მას ჩრდილოეთით ესაზღვრება ესტონეთი (343 კმ.), სამხრეთით ლიტვა (588 კმ.), აღმოსავლეთით რუსეთი (276 კმ.), სამხრეთ-აღმოსავლეთით ბელარუსი (141 კმ.), ხოლო დასავლეთით საზღვაო საზღვარი აქვს შვედეთთან. 2,070,371 მოსახლით[6] (ლატვიის მოსახლეობის მაქსიმუმს შეადგენდა 2.67 მილიონი 1990 წელს) და 64589 კმ²[14] ტერიტორიით ის ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად დასახლებული ქვეყანაა ევროპის კავშირში. ლატვიის დედაქალაქია რიგა. ოფიციალური ენა არის ლატვიური, ხოლო ვალუტა — ევრო. ქვეყანა მდებარეობს ზომიერ სარტყლებში.

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სავარაუდოდ თანამადროვე ლატვიელების წინაპრები ცხოვრობდნენ მდინარე ლატას ან ლეტას ნაპირებზე. მე-19 საუკუნემდე იგი სხვადასხვაგვარად იწოდებოდა: Lettland, Lotygola, Leththia, Lothwa.

ასევე არსებობს ვერსია, რომ დასახელება ლატვია მომდინარეობს ანტიკური ლატგალელებისგან, რომლებიც სელებთან, კურშებთან და ზემგალებთან ერთად წარმოადგენდნენ დღევანდელი ლატვიელების წინაპრებს.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Latvia-CIA WFB Map ka.png

ლატვია მდებარეობს ევროპის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ბალტიის ზღვის სანაპიროზე ესტონეთსა და ლიტვას შორის. ტერიტორიითა და მოსახლეობით მას ასევე შუალედური მდებარეობა აქვს სამ ბალტიურ ქვეყანას შორის. ფართობი - 64.589 კვ.კმ.

სახელმწიფო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სახელმწიფო სისტემა : განვითარებადი დემოკრატია.
  • სახელმწიფოს მეთაური : პრეზიდენტი ანდრის ბერზინში.
  • მთავრობის მეთაური : პრემიერ-მინისტრი
  • საკანონმდებლო ორგანო : ერთპალატიანი პარლამენტი (100 წევრი).
  • ადმინისტრაციული დაყოფა : 8 ოლქი - რიგა, პიერიგა, კურზემე, ვიდუსლატვია, დაუგავა, ზიემელაუსტრუმი, რეზეკნე, ლატგალე.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლატვიის მოსახლეობა 1950–2012 წლებში.

ლატვიის სრული მოსახლეობა 2012 წლისთვის შეადგენს: 2,070,371 ადამიანს. მათ შორის - ლატვიელები 62.1%, რუსები 26.9%, ბელორუსები 3.3%, უკრაინელები 2.2%, პოლონელები 2.2%, ლიტველები 1.2%, ებრაელები 0.4%, ბოშები 0.3%.[15]

ლატვიის სახელმწიფო ენაა ლატვიური. ასევე გავრცელებული ენებია : ლიტვური და რუსული.

ლატვიის დედაქალაქია რიგა, სხვა დიდი ქალაქები: დაუგავპილსი , ლიეპაია , იელგავა , იურმალა .

რელიგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვეყნის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი თავს მიიჩნევს ქრისტიანად, თუმცა რეგულარულად ღვთისმსახურებას მოსახლეობის მხოლოდ 7% ესწრება. 2011 წლის მიხედვით უდიდესი რელიგიური ჯგუფები იყო:

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საუკუნეების განმავლობაში ძირითადად აგრარულ ქვეყნად ითვლებოდა. მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ასევე ზღვაოსნობა, თევზჭერა და სატყეო მეურნეობა.

  • რესურსები - ტორფი, კირქვა, დოლომიტი, ჰიდროენერგია, ხე-ტყე, სასოფლო-სამეურნეო მიწები.
  • ექსპორტი - კვების პროდუქტები, ქიმიური მრეწველობის პროდუქცია.
  • ბიუჯეტი - 2,400 მლნ $.
  • ეროვნული შემოსავალი ერთ სულზე - 3.480 $.
  • ვალუტა - ევრო.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისტორიულად ლატვიას ბევრი საერთო აქვს თავის მეზობლებთან. 1918-40 წლებში ისინი დამოუკიდებელი სახელმწიფოები იყვნენ. შემდეგ ჩართულნი იქნენ სსრ კავშირის შემადგენლობაში. 1991 წლიდან კი კვლავ გავიდნენ მსოფლიო არენაზე როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები. ლიტვასთან მას მჭიდრო ენობრივი, ხოლო ესტონეთთან ისტორიული და რელიგიური კავშირები აქვს. უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ლატვიამ განახორციელა მნიშვნელოვანი წისვლა საბჭოთა ეკონომიკიდან თავისუფალი ბაზრისაკენ. ქვეყნის ისტორიაში გარდამტეხი მომენტი დადგა 2002 წლის დეკემბერში კოპენჰაგენის ევროპულ სამიტზე, სადაც მან მიიღო ოფიციალური მიწვევა ევროკავშირის წევრობაზე 2004 წლისათვის. 2003 წლის სექტემბერში ჩატარებულ რეფერენდუმზე მოსახლეობის ორმა მესამედმა მხარი დაუჭირა ამ გადაწყვეტილებას.

მემკვიდრეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • არქიტექტურა:
    • რიგა: ისტორიული ცენტრი, საკათედრო ტაძარი (XIII ს.), წმ. იანის ეკლესია (XV ს.), წმ. პეტრეს ტაძარი (XVI ს.);
    • ლიეპაია: XVIII ს-ის ტაძარი;
    • ელგავა: XVII ს-ის ტაძარი;
  • ლიტერატურა: ლატვიური ეპოსი ლაჩპლესისი (1888).
  • ტურიზმი: საკურორტო ცენტრი იურმალა;

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Pēteris Veģis. On key provisional results of Population and Housing Census 2011. Population and Housing Census 2011. Social Statistics Department of Latvia. წაკითხვის თარიღი: 19 January 2012.
  2. TSG11-06. RESIDENT POPULATION ON MARCH 1, 2011 BY ETHNICITY, SEX AND AGE GROUP. Central Statistical Bureau of Latvia. წაკითხვის თარიღი: 27 February 2017.
  3. Population Census 2011 – Key Indicators. Csb.gov.lv. Retrieved 19 February 2012.
  4. History. Embassy of Finland, Riga (9 July 2008). ციტატა: „Latvia declared independence on 21 August 1991...The decision to restore diplomatic relations took effect on 29 August 1991“ წაკითხვის თარიღი: 2 September 2010.
  5. The number of population is decreasing – the mark has dropped below 2 million. Central Statistical Bureau of Latvia (May 2014). წაკითხვის თარიღი: 6 May 2014.
  6. 6.0 6.1 Population Census 2011 – Key Indicators. Central Statistical Bureau of Latvia (2 April 2012). წაკითხვის თარიღი: 2 June 2012.
  7. 7.0 7.1 7.2 7.3 Latvia. IMF.
  8. Gini coefficient of equivalised disposable income (source: SILC). Eurostat Data Explorer. წაკითხვის თარიღი: 13 August 2013.
  9. 2014 Human Development Report Summary გვ. 21–25. United Nations Development Programme (2014). წაკითხვის თარიღი: 27 July 2014.
  10. The Constitution of the Republic of Latvia, Chapter 1 (Article 4). The Parliament of the Republic of Latvia. წაკითხვის თარიღი: 20 November 2013.
  11. Official Language Law, Section 3 (Article 1) English published by Latvian Translation and Terminology Centre. The Parliament of the Republic of Latvia. წაკითხვის თარიღი: 20 November 2013.
  12. Official Language Law, Sections 4, 5 and 18 (Article 4) English published by Latvian Translation and Terminology Centre. The Parliament of the Republic of Latvia. წაკითხვის თარიღი: 20 November 2013.
  13. Official Language Law, Section 3 (Articles 3 and 4) English published by Latvian Translation and Terminology Centre. The Parliament of the Republic of Latvia. წაკითხვის თარიღი: 20 November 2013.
  14. Latvia in Brief. Latvian Institute (2011). წაკითხვის თარიღი: 5 November 2011.
  15. Latvia – Population. Source: U.S. Library of Congress.
  16. Tieslietu ministrijā iesniegtie reliģisko organizāciju pārskati par darbību 2011. gadā Latvian. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-11-26. წაკითხვის თარიღი: 2012-07-25.