მატეუშ მორავეცკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მატეუშ მორავეცკი
მატეუშ მორავეცკი
პოლონეთის მე-17 პრემიერ-მინისტრი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა11 დეკემბერი 2017
პრეზიდენტი  ანჯეი დუდა
წინამორბედიბეატა შიდლო

ფინანსთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
28 სექტემბერი 2016 – 9 იანვარი 2018
პრემიერ-მინისტრიბეატა შიდლო
წინამორბედიპაველ შალამახა
მემკვიდრეტერესა ჩერვინსკა

განვითარების მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
16 ნოემბერი 2015 – 9 იანვარი 2018
პრემიერ-მინისტრიბეატა შიდლო
წინამორბედიმარია ვასიაკი
მემკვიდრეჯეჟი კვეცინსკი

დაბადებული20 ივნისი, 1968 (1968-06-20) (55 წლის)
ვროცლავი, პოლონეთი
პოლიტიკური პარტიაკანონი და სამართალი
მამაკორნელ მორავეცკი
მეუღლეივონა მორავეცკა
შვილები4
განათლებავროცლავის უნივერსიტეტი
ვროცლავის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტი
ვროცლავის ეკონომიკის უნივერსიტეტი
ჰამბურგის უნივერსიტეტი
ბაზელის უნივერსიტეტი
რელიგიარომის კათოლიკური ეკლესია
საიტიოფიცილაური საიტი

მატეუშ იაკუბ მორავეცკი (პოლ. Mateusz Morawiecki; დ. 20 ივნისი, 1968) — პოლონელი პოლიტიკოსი, მენეჯერი, ბანკირი, ეკონომისტი და ისტორიკოსი, რომელიც ამჟამად პოლონეთის პრემიერ-მინისტრია. მას ასევე ეკავა პრემიერ-მინისტრის მოადგილის, განვითარების მინისტრისა და ფინანსთა მინისტრის თანამდებობები. 2007-დან 2015 წლამდე ის ასევე იყო ზახოდნი ბანკის თავმჯდომარე.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრემიერ-მინისტრი (2017—დღემდე)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2017 წლის 8 დეკემბერს მორავეცკი დაინიშნა პრემიერ-მინისტრად,[1] ხოლო 11 დეკემბერს დადო ფიცი. მისი არჩევის შემდეგ, პირველ საპარლამენტო მიმართვაში მორავეცკიმ პირობა დადო, რომ პარტიის პოლიტიკის შეცვლის ნაცვლად, მის შენარჩუნებას განაგრძობდა.[2]

ვარშავაში მომხდარი რასისტული ინციდენტის შემდეგ, 2018 წლის იანვარში მორავეცკიმ განაცხადა: ,,პოლონეთში რასიზმის ადგილი არ არის. გოგონაზე თავდასხმა მისი კანის ფერის გამო უმკაცრეს სასჯელს იმსახურებს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პოლონეთი ყველსთვის უსაფრთხო ქვეყანა გახდეს."[3]

2018 წლის დასაწყისში პოლონეთის პარლამენტის ორივე პალატამ (სეიმმა და სენატმა) მიიღო კანონი ეროვნული ხსოვნის ინსტიუტის შესახებ, რომლის მიხედვითაც უარყოფილიქნა პოლონელების როლი ჰოლოკოსტში და ტერმინი ,,პოლონური სასიკვდილო ბანაკი" აიკრძალა. [4][5][6]

2018 წლის მარტში ახალმა პოლონურმა კანონმა აკრძალა ყველა სახის ვაჭრობა კვირა დღეს, რამაც დიდი ზეგავლენა იქონია დიდი სუპერმარკეტების დახურვაზე. ეს კანონი პარტიის კანონი და სამართალი დეპუტატებმა, მორავეცკის მხარდეჭრით, მიიღეს. [7][8][9][10]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]