გიორგი ვოლსკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გიორგი ვოლსკი
დაბ. თარიღი 18 იანვარი, 1957 (1957-01-18) (62 წლის)
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თსუ
პარტია ქართული ოცნება
საქმიანობა ეკონომისტი, პოლიტიკოსი
შვილები ორი

გიორგი ვოლსკი (დ. 18 იანვარი, 1957, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი და ეკონომისტი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე 2016 წლიდან.[1] საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი 2019 წლის 25 ივნისიდან.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გიორგი ვოლსკი დაიბადა 1957 წლის 18 იანვარს, ქალაქ თბილისში. 1978 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი

1978-1979 წლებში მუშაობდა საქართველოს სსრ-ის ვაჭრობის სამინისტროს საინფორმაციო-გამოთვლითი ცენტრში. 1979-1984 წლებში კი იყო ვაჭრობის სამინისტროს ეკონომისტი. 1984-1986 წლებში მუშაობდა კალინინის რაიკომის მდივანად და ინსტრუქტორად. 1986-1989 წლებში იგი იყო თბილისის ქალაქკომი და ინსტრუქტორი. 1990-1991 წლებში აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს დამოუკიდებელი პროფკავშირების კონფედერაციის ჩამოყალიბებაში და აქვე მუშაობდა საორგანიზაციო განყოფილების გამგედ.[2]

1991-2004 წლებში გიორგი ვოლსკი მუშაობდა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლის მოადგილედ რუსეთის ფედერაციაში, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების გამგის მოადგილედ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის უფროს მრჩეველად, აგრეთვე საგარეო საქმეთა სამინისტროს გაერო-ს სამმართველოს უფროსად, გაერო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილედ, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანაშემწედ საგანგებო საკითხებში.

2004-2006 წლებში გიორგი ვოლსკი იყო კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, აგრეთვე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი. 2007-2011 წლებში იყო საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საქართველოში გაერო-ს განვითარების ფონდის პროექტების მონაწილე. 2012-2016 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის წევრი, ფრაქცია „ართული ოცნების“ თავმჯდომარე, ევროპასთან ინტეგრაციის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების წევრი, საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე; საპარლამენტო დელეგაციის წევრი ევროკავშირის, ეუთო-ს, აღმოსავლეთის პარტნიორობის, ნატო-ს საპარლამენტო ფორუმებზე. ამჟამად იგი არის მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე 2016 წლიდან.

დაოჯახებულია. ჰყავს ორი შვილი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]