საქართველოს დამფუძნებელი კრება
საქართველოს დამფუძნებელი კრება | |
---|---|
![]() | |
ტიპი | |
ორგანოს ტიპი | ერთპალატიანი |
ხელმძღვანელები | |
დამფუძნებელი კრების თავმჯდომარე | ნიკოლოზ ჩხეიძე, სოციალ-დემოკრატიული პარტია |
თავმჯდომარის პირველი მოადგილე | ალექსანდრე ლომთათიძე, სოციალ-დემოკრატიული პარტია |
თავმჯდომარის მოადგილე | ექვთიმე თაყაიშვილი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია |
თავმჯდომარის მოადგილე | სიმონ მდივანი, სოციალისტ-ფედერალისტთა პარტია |
სტრუქტურა | |
წევრები | 130 |
![]() | |
პოლიტიკური ჯგუფები | (109) (8) (8) (5) |
სხდომების ადგილი | |
![]() | |
დამფუძნებელი კრების პლენარულ სხდომათა დარბაზი ეროვნული სასახლე თბილისი, რუსთაველის გამზირი, N6. | |
საიტი |
საქართველოს დამფუძნებელი კრება — წარმომადგენლობითი დაწესებულება საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, რომლის მიზანი იყო საქართველოს პარლამენტის მოწვევამდე შეემუშავებინა სახელმწიფოს მმართველობის ფორმა და კონსტიტუცია. დამფუძნებელ კრებას ასევე უნდა მიეღო კანონმდებლობა და ჰქონოდა აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლის ძლიერი მექანიზმები.
დამფუძნებელი კრების არჩევნები ჩატარდა 14-17 თებერვალს საყოველთაო ფარული, თანაბარი, პირდაპირი კენჭისყრით. გარდამავალ პერიოდში, დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან დამფუძნებელი კრების შეკრებამდე, საკანონმდებლო ხელისუფლებას ახორციელებდა საქართველოს პარლამენტად წოდებული საქართველოს ეროვნული საბჭო, რომელსაც თავმჯდომარეობდა კარლო ჩხეიძე.
კრება გაიხსნა 1919 წლის 12 მარტს, უხუცესი სოციალ-დემოკრატის, სილიბისტრო ჯიბლაძის სიტყვით. დამფუძნებელი კრების პირველი სხდომა 1919 წლის 12 მარტს გაიხსნა. საზეიმო ნაწილის შემდეგ სხდომის დღის წესრიგში დადგა თავმჯდომარის არჩევის საკითხი. სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის სახელით, კრების წევრმა, ნოე ცინცაძემ თავმჯდომარის კანდიდატად სოციალ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ლიდერი ნიკოლოზ ჩხეიძე დაასახელა. ჩხეიძე სხდომას არ ესწრებოდა, თუმცა კრებამ ის ერთხმად აირჩია.[1]
დეპუტატებს შეეძლოთ, აღმასრულებელ ორგანოებსა და თვითმმართველობის ორგანოებში საქმიანობა შეეთავსებინათ, თუკი ისინი მხოლოდ ერთ სახელმწიფო ხელფასს აიღებდნენ.
დამფუძნებელი კრების მიერ გამართულ 169 სესიაზე ორი წლის განმავლობაში 265 კანონი და დებულება მიიღეს.
არჩევნებში მონაწილე სუბიექტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პირველ ეტაპზე არჩევნებში მონაწილეობდა 15 პოლიტიკური ორგანიზაცია, ესენია:
- 1. საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია
- 2. საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია
- 3. საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტია
- 4. სომეხთა რევოლუციონური პარტია „დაშნაკციუთუნი“
- 5. საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტია
- 6. საქართველოს მუსულმანთა ეროვნული საბჭო
- 7. საქართველოს რადიკალ-დემოკრატიულ გლეხთა პარტია
- 8. საქართველოს ეროვნული პარტია
- 9. საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა მაშვრალთა პარტია
- 10. შოთა რუსთაველის ჯგუფი
- 11. დამოუკიდებელთა (უპარტიოთა) კავშირი
- 12. ბორჩალოს მაზრის მუსულმანები
- 13. რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია (რსდმპ)
- 14. „ესტეტიური ლიგა პატრიოტებისა“
- 15. ელინთა დემოკრატიული პარტია
არჩევნების შედეგი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მათგან გავიდა მხოლოდ 4. დამატებით არჩევნებში კრებას შეუერთდა ეროვნული პარტია და დაშნაკციუთუნი. საბოლოოდ კრებაში 6 ფრაქცია შეიქმნა. 1919 წლის 21 მარტს კრებამ შექმნა კომისიები: შრომის, თვითმმართველობის, აგრარული, განათლების, ჯანმრთელობის, სამხედრო, იურიდიული, ხელოვნების და საგზაო. დამფუძნებელმა კრებამ დაამტკიცა მთავრობის ახალი შემადგენლობა, ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, მიიღო ქვეყნის სახელმწიფო სიმბოლიკა: დროშა, გერბი და ჰიმნი, და ქვეყნის კონსტიტუცია (1921). დამფუძნებელი კრების შემადგენლობა 1919-1921 წლებში ამგვარი იყო[1]:
- სოციალ-დემოკრატიული პარტია — 109 დეპუტატი;
- ეროვნულ-დემოკრატიული პარტია — 8 დეპუტატი;
- სოც. ფედერალისტთა სარევოლუციო პარტია — 8 დეპუტატი;
- სოც. რევოლუციონერები — 5 დეპუტატი.

საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ საქართველოში 1921 წლის 21 თებერვლამდე იარსება. გასაბჭოების შემდეგ, მისი წევრები მთავრობასთან ერთად, ემიგრაციაში განაგრძობდნენ მოღვაწეობას. საქართველოს რევკომმა 1921 წლის 24 მარტს გამოსცა დეკრეტი დამფუძნებელი კრების დათხოვნის შესახებ.
კომისიები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საგარეო საქმეთა კომისია დამტკიცდა 11 ივლისის კრებაზე. კომისიის თავმდჯომარედ დაინიშნა სიმონ მდივანი. წევრები:დიომიდე თოფურიძე, გერასიმე მახარაძე, იოსებ სალაყაია, კონსტანტინე ჯაფარიძე, გიორგი გვაზავა, ივანე გობეჩია, ნიკოლოზ ელიავა, აკაკი ჩხენკელი, გრიგოლ ვეშაპელი. კომისიის შემადგენლობაც ბევრჯერ შეიცვალა, რადგან კომისიის არაერთი წევრი გაიგზავნა დიპლომატიურ სამსახურში
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 358.
- ჯონსი ს., დემოკრატიის ფორმირება საქართველოში 1918-1921 // საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გახსენება ასი წლის შემდეგ, თბილისი: თსუ, 2018. — გვ. 31-66, ISBN 978-9941-13-771-6.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს დამფუძნებელი კრება – 1919 წ. (შემადგენლობა). საქართველოს საკანონმდებლო ორგანოები (1919-1992 წწ.). საქართველოს პარლამენტი.
- პირველი რესპუბლიკის დარბაზი. ექსკურსია საქართველოს პარლამენტში. საქართველოს პარლამენტი.
- საქართველოს დამფუძნებელი კრება. საქართველოს დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმი (1919 1920 1921). დოკუმენტები, საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების სამართლებრივი აქტები. რეგიონალიზმის კვლევის ცენტრი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-10-26. ციტირების თარიღი: 2009-05-28.
- სილიბისტრო ჯიბლაძის სიტყვა დამფუძნებელი კრების გახსნაზე
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ვაჭარაძე ა., ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძე, თბ.: IDFI, 2019. — გვ. 4, ISBN 978-9941-8-1469-3.