საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე — საქართველოს პარლამენტის უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელიც აირჩევა ახალი მოწვევის პარლამენტის მიერ, პირველსავე სესიაზე, თავისი უფლებამოსილების ვადით, ფარული კენჭისყრით. იგი უძღვება პარლამენტის მუშაობას, უზრუნველყოფს აზრის თავისუფალ გამოხატვას, ხელს აწერს პარლამენტის მიერ მიღებულ აქტებს და ასრულებს რეგლამენტით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს[1].
საქართველოში პირველად საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის თანამდებობა შემოღებულ იქნა 1918 წელს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ. საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი დამფუძნებელი კრების მოწვევამდე საქართველოს მართვა-გამგეობას აბარებდა ეროვნულ საბჭოს, რომელიც შევსებული უნდა ყოფილიყო ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლებით[2]. მისი პირველი თავმჯდომარე გახდა ნიკოლოზ ჩხეიძე. 1918 წლის 8 ოქტომბერს საქართველოს ეროვულ საბჭოს საქართველოს პარლამენტი ეწოდა, ხოლო 1919 წლის 12 მარტიდან - 1921 წლის 25 თებერვლამდე — საქართველოს დამფუძნებელი კრება.
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოს უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო; 1992 წლის 4 ნოემბრიდან მას საქართველოს პარლამენტი ჰქვია.
თავმჯდომარეების სია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დამფუძნებელი კრების თავმჯდომარე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პარლამენტის თავმჯდომარე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ზვიად კონსტანტინეს ძე გამსახურდია, 14 ნოემბერი, 1990 – 14 აპრილი, 1991
- აკაკი თორნიკეს ძე ასათიანი, 18 აპრილი, 1991 – 6 იანვარი, 1992
სამხედრო საბჭოს თავმჯდომარეები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- თენგიზ კალისტრატეს ძე კიტოვანი, 6 იანვარი, 1992 – 10 მარტი, 1992
- ჯაბა კონსტანტინეს ძე იოსელიანი, 6 იანვარი, 1992 – 10 მარტი, 1992
1992 წლის მარტის დასაწყისში ედუარდ შევარდნაძე დაბრუნდა საქართველოში და 1992 წლის 10 მარტს დაინიშნა ქვეყნის უმაღლესი მმართველი ორგანოს, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარედ, შეცვალა რა სამხედრო საბჭო. 1992 წლის 11 ოქტომბერს საყოველთაო არჩევნების გზით არჩეულ იქნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ და 1992 წლის 4 ნოემბერს ახალი პარლამენტის პირველივე სხდომიდან შეუდგა სამსახურებრივ მოვალეობის შესრულებას. სულ მალე, პარლამენტმა შემოიღო საქართველოს სახელმწიფო მეთაურის თანამდებობა და 1992 წლის 6 ნოემბერს ედუარდ შევარდნაძე უალტერნატივოდ არჩეულ იქნა ამ პოსტზე, ფორმალურად შეენახა რა პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა, გათავისუფლდა ყოველდღიური სამუშაო სხდომების ხელმძღვანელობისგან. შეიქმნა პარლამენტის სპიკერის პოსტი, არჩეულ იქნა სპიკერი – ვახტანგ გოგუაძე, რომელსაც დაევალა პარლამენტის სხდომების ხელმძღვანელობა. 1995 წლის 26 ნოემბრიდან პარლამენტის თავმჯდომარის და სპიკერის თანამდებობა გაერთიანდა, საქართველოს პრეზიდენტის პოსტის აღდგენასთან ერთად.
პარლამენტის თავმჯდომარე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პარლამენტის სპიკერი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პარლამენტის თავმჯდომარეები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ზურაბ ჟვანია, 25 ნოემბერი, 1995 – 20 ნოემბერი, 1999
- ზურაბ ჟვანია (მეორეჯერ), 20 ნოემბერი, 1999 – 1 ნოემბერი, 2001
- ნინო ბურჯანაძე, 9 ნოემბერი, 2001 – 22 აპრილი, 2004
- ნინო ბურჯანაძე (მეორეჯერ), 22 აპრილი, 2004 – 7 ივნისი, 2008
- დავით ბაქრაძე, 7 ივნისი, 2008 – 21 ოქტომბერი, 2012
- დავით უსუფაშვილი, 21 ოქტომბერი, 2012 – 18 ნოემბერი, 2016
- ირაკლი კობახიძე, 18 ნოემბერი, 2016 – 21 ივნისი, 2019
- თამარ ჩუგოშვილი (მ. შ.), 21 ივნისი, 2019 – 25 ივნისი, 2019
- არჩილ თალაკვაძე, 25 ივნისი, 2019 – 24 აპრილი, 2021
- გია ვოლსკი (მ. შ.), 24 აპრილი, 2021 – 27 აპრილი, 2021
- კახა კუჭავა, 27 აპრილი, 2021 – 24 დეკემბერი, 2021
- გია ვოლსკი (მ. შ.), 24 დეკემბერი, 2021 – 29 დეკემბერი, 2021
- შალვა პაპუაშვილი, 29 დეკემბერი, 2021 —
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- თავმჯდომარე. ახალი ამბები; პრესკონფერენციები / ინტერვიუები; განცხადებები / მიმართვები / გამოსვლები; ბიოგრაფია; ფოტოგალერეა; შეხვედრები; ვიზიტები; არქივი. საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი. ციტირების თარიღი: 2011.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|