ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო

ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი
გენერალური მდივანი კახა კალაძე
დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი
დაფუძნდა 21 აპრილი, 2012
იდეოლოგია დიდი კარავი[1]
სოციალ-დემოკრატია[2]
პრო-ევროპეიზმი
ევროპული აკრედიტაცია ევროპელი სოციალისტების პარტია (დამკვირვებელი)
საერთაშორისო აკრედიტაცია პროგრესული ალიანსი[3]
ფერები         
შტაბ-ბინა ერეკლე II-ს მოედანი #3, თბილისი, საქართველო
41.ge

ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოპოლიტიკური პარტია საქართველოში, რომელიც დააფუძნა ბიძინა ივანიშვილმა 2012 წლის 21 აპრილს და არის საქართველოს მმართველი პოლიტიკური ძალა 2012 წლის 1 ოქტომბრიდან.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკური ინტერესები 2011 წლის ოქტომბერში გაახმოვანა, ხოლო იმავე წლის დეკემბერში დააფუძნა საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნება“. 2012 წლის თებერვალში მან პარტიის საინიციატივო ჯგუფი დაასახელა და გააფორმა კოალიცია რესპუბლიკურ პარტიასთან, თავისუფალ დემოკრატებთან, ეროვნულ ფორუმთან ერთად.[4][5] აპრილში, კოალიციას „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ შეუერთდა. პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ ოფიციალურად 2012 წლის 21 აპრილს დაფუძნდა.[6] კოალიციამ ბლოკის სახით გადაწყვიტა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება. ოფიციალურად, კოალიციამ წინასარჩევნო კამპანია 27 მაისს მრავალათასიანი მიტინგით დაიწყო[7] და 29 სექტემბერს დაასრულა.[8] საპარლამენტო არჩევნებში კოალიციამ ხმათა 54%-ით გაიმარჯვა, პარტიამ კი 65 წევრიანი ფრაქცია შექმნა.

2013 წლის, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისა და ახალი მთავრობის ფორმირების შემდეგ, 24 ნოემბერს გაიმართა პარტიის ყრილობა, რომელმაც აირჩია ახალი თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ხელახლა დაკომპლექტა პოლიტიკური საბჭო.

პოლიტიკური პლატფორმა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარტიის გამოცხადებული მიზნებია საშინაო პოლიტიკაში: სოფლის მეურნეობის აღორძინება, საყოველთაო დაზღვევა, ხოლო საგარეო პოლიტიკაში: ევრო–ატლანტიკური ინტეგრაცია და რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ევროპულ სოციალ-დემოკრატიულ ოჯახში გაერთიანებას ესწრაფვის.

ორგანიზაციული სტრუქტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარტიის თავმჯდომარეა გიორგი კვირიკაშვილი, გენერალური მდივანი კახა კალაძე, აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე[9], პოლიტიკური საბჭოს წევრები: ნოდარ ხადური, ირინა იმერლიშვილი, გიორგი ვოლსკი, მანანა კობახიძე, ეკა ბესელია, დავით საგანელიძე, ირაკლი ტრიპოლსკი, თემურ ჭკუასელი, ირაკლი სესიაშვილი.

შედეგები არჩევნებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქართული ოცნების შედეგები (ლურჯად) 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე
წელი არჩევნები მიღებული პროცენტი შედეგი
2016 საპარლამენტო 48,7% საკონსტიტუციო უმრავლესობა
2017 ადგილობრივი 55,8% საუკეთესო შედეგი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. The Georgian succession“, European Union Institute for Security Studies, ივლ 2013, p. 4. „...GD as a catch-all movement...“ 
  2. "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო" სოციალურ-დემოკრატიულ იდეოლოგიაზე იქნება დაფუძნებული“, ინტერპრესნიუსი, 1 მარ, 2014. „პარტია იქნება სოციალურ-დემოკრატიულ იდეოლოგიაზე დაფუძნებული“ 
  3. http://progressive-alliance.info/2810-2/
  4. ივანიშვილმა პოლიტიკური პარტიის საინიციატივო ჯგუფი წარადგინა. სივილ ჯორჯია, თბილისი / 15 თებ.'12 / 14:11
  5. ივანიშვილის კოალიცია დაფუძნდა. სივილ ჯორჯია, თბილისი / 21 თებ.'12 / 14:58
  6. ივანიშვილის პოლიტიკური პარტია დაფუძნდა - სივილ ჯორჯია, თბილისი / 21 აპრ.'12 / 18:31
  7. ქართული ოცნების მრავალათასიანი მიტინგი მშვიდობიანად დასრულდა რადიო თავისუფლება 27.05.2012
  8. ივანიშვილმა თბილისში მრავალათასიანი აქცია გამართა. სივილ ჯორჯია, თბილისი / 29 სექ.'12 / 20:42
  9. პარტია ქართული ოცნების აღმასრულებელ მდივნად ირაკლი კობახიძე დაინიშნა