გიორგი კვესიტაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გიორგი კვესიტაძე
გიორგი კვესიტაძე.jpg
დაბ. თარიღი 30 მაისი 1942(1942-05-30) (77 წლის)
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა Flag of the Soviet Union.svg სსრკ
Flag of Georgia.svg საქართველო
სამეცნიერო სფერო ბიოლოგია
ალმა-მატერი საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი

გიორგი კვესიტაძე (დ. 30 მაისი, 1942, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი ბიოლოგი. ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1980), პროფესორი (1982). საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი (1988). 2013 წლის 19 ივნისიდან არის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ბიოლოგიურ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს მდივანი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ცენტრის დირექტორი. საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის დურმიშიძის ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი.[1]

დაამთავრა საქართველოს სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიის ფაკულტეტი 1961 წელს. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მცენარეთა ბიოქიმიის ინსტიტუტის ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 1983-1987 წლებში მცენარეთა ბიოქიმიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე; 1984-2008 წლებში საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.[2]

1988-1996 წლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიოტექნოლოგიის კათედრის გამგე; 1987-2008 წლებში მცენარეთა ბიოქიმიის ინსტიტუტის დირექტორი, 1992-1994 წლებში საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი; 1994-1998 წლებში სახელმწიფოს მეთაურის მრჩეველი სოფლის მეურნეობაში; 2004 წლიდან დღემდე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ბიოლოგიის განყოფილების აკადემიკოს მდივანი; 2011-დან დღემდე საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სრული პროფესორი.[2]

2013-დან დღემდე სერგი დურმიშიძის ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი; სხვადასხვა წლებში მიწვეული იყო პროფესორად მსოფლიოს მრავალ უნივერსიტეტში.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]