ბენედიქტე ბალავაძე
| ბენედიქტე ბალავაძე | |
|---|---|
|
| |
| დაბ. თარიღი | 12 (25) ივნისი, 1909 ან 25 ივნისი, 1909[1] |
| დაბ. ადგილი | ღანირი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია |
| გარდ. თარიღი | 26 მარტი, 2010[1] (100 წლის) |
| გარდ. ადგილი | თბილისი |
| მოქალაქეობა |
ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა |
| საქმიანობა | გეოფიზიკოსი და ფიზიკოსი[1] |
| ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
| სამეცნიერო ხარისხი | ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი |
| ჯილდოები | წითელი დროშის ორდენი, საქართველოს სახელმწიფო პრემია და შრომის წითელი დროშის ორდენი |
ბენედიქტე კონსტანტინეს ძე ბალავაძე (დ. 25 ივნისი [ძვ. სტ. 12 ივნისი], 1909, სოფ. ღანირი, ახლანდელი სამტრედიის მუნიციპალიტეტი — გ. 26 მარტი, 2010, თბილისი[2]) — ქართველი გეოფიზიკოსი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1974; წევრ-კორესპონდენტი 1967). ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1955), პროფესორი (1956), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1962).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1931 წელს დაამთავრა თსუ ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი, 1931-1932 მუშაობდა საქართველოს მძიმე მრეწველობის სახალხო კომისარიატში, თბილისის გეოფიზიკის ობსერვატორიაში (მონაწილეობდა სსრკ გენერალურ მაგნიტურ აგეგმვაში). 1933-იდან - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოფიზიკის ინსტიტუტში. 1951-1953, 1972-1987 იყო ამავე ინსტიტუტის დირექტორი. 1987-იდან ინსტიტუტის დირექციის მრჩეველია. 1968-1976 იყო თსუ-ის ძიების გეოფიზიკის მეთოდების კათედრის გამგე, 1976-1989 - გეოფიზიკის კათედრის გამგე.
ბალავაძის შრომები ეხება დედამიწის ქერქის აგებულებისა და სასარგებლო წიაღისეულის გრავიმეტრიული შესწავლის მეთოდების დამუშავებას, სიმძიმის ძალის პირდაპირი და შებრუნებული ამოცანების ამოხსნას, კავკასიის ტერიტორიისა და მიმდებარე ზღვების აკვატორიების გრავიტაციული ველის გამოკვლევას. ამ რეგიონის დედამიწის ქერქის და ზედა მანტიის აგებულებისა და ფიზიკური თვისებების, დედამიწის ქერქის მიმოქცევითი დეფორმაციებისა და დინამიკის შესწავლას. დაჯილდოებულია წითელი დროშის ორდენით და მედლებით. მიღებული აქვს საქართველოს სახელმწიფო პრემია (1994).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 163.
- ჯავრიშვილი ვ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 341.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 3 საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი — 2001.
- ↑ "საქართველოს რესპუბლიკა" #57, შაბათი, 27 მარტი, 2010 წელი
- დაბადებული 25 ივნისი
- დაბადებული 1909
- გარდაცვლილი 26 მარტი
- გარდაცვლილი 2010
- თბილისში გარდაცვლილები
- წითელი დროშის ორდენის კავალრები
- საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატები
- შრომის წითელი დროშის ორდენის კავალრები
- საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსები
- ქართველი გეოფიზიკოსები
- სამტრედიის მუნიციპალიტეტში დაბადებულები