გიორგი ახვლედიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გიორგი ახვლედიანი (მრავალმნიშვნელოვანი).
გიორგი ახვლედიანი
დაბ. თარიღი 13 აპრილი 1887(1887-04-13)
დაბ. ადგილი დერჩი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 7 ივლისი 1973(1973-07-07) (86 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა Flag of Russia.svg რუსეთის იმპერია
ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა
Flag of Georgia (1918–1921).svg საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
Flag of the Soviet Union.svg სსრკ
სამეცნიერო სფერო ენათმეცნიერება
მუშაობის ადგილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ალმა-მატერი სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები ლენინის ორდენი, ოქტომბრის რევოლუციის ორდენი, საპატიო ნიშნის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი და მედალი „კავკასიის დაცვისათვის“

გიორგი სარიდანის ძე ახვლედიანი (დ. 13 აპრილი, 1887, სოფელი დერჩი, ახლანდელი წყალტუბოს მუნიციპალიტეტი — გ. 7 ივლისი, 1973, თბილისი) — ქართველი ენათმეცნიერი. თსუ-ის პროფესორი და ერთ-ერთი დამფუძნებელი (1918), სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1939), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის თანადამფუძნებელი და აკადემიკოსი (1941), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1943), ჩრდილო-ოსეთის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1967), ექსპერიმენტული ფონეტიკის საერთაშორისო საზოგადოების (1932) და ამერიკის ლინგვისტური საზოგადოების (1940) საპატიო წევრი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1914 წელს დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტი, სადაც ახვლედიანის გამოკვლევას „ნარნარა და ცხვირისმიერი თანხმოვნების ისტორიისათვის სანსკრიტში, ბერძნულში, ლათინურსა და სლავურ ენებში“ ოქროს მედალი მიენიჭა. პეტერბურგის უნივერსიტეტში მუშაობდა ინდოლოგიაში, ირანისტიკასა და ზოგად და ექსპერიმენტული ფონეტიკაში. შედიოდა თბილისის უნივერსიტეტის პირველ პროფესორთა კოლეგიაში, გამოსცა პირველი საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოები („ენათმეცნიერების შესავალი“, 1918-1919; „სანსკრიტი“, 1920), შექმნა ექსპერიმენტული ფონეტიკის ლაბორატორია, სხვადასხვა დროს კითხულობდა საუნივერსიტეტო კურსებს: ენათმეცნიერების შესავალს, ზოგად და ექსპერიმენტული ფონეტიკას, სანსკრიტს, ბერძნულს, ოსურს, რუსული ენის ისტორიასა და დიალექტოლოგიას, ინდოევროპული ენების შედარებით გრამატიკას, დასავლეთ ევროპის ლიტერატურის ისტორიას და სხვა.

ახვლედიანმა იოსებ ყიფშიძესთან და აკაკი შანიძესთან ერთად საფუძველი ჩაუყარა საქართველოში ენათმეცნიერების კვლევა-ძიების საქმეს. 1923 წელს მისი ინიციატივით ჩამოყალიბდა „ქართული საენათმეცნიერო საზოგადოება“. ახვლედიანის სახელთანაა დაკავშირებული ჩვენში ახალი კადრების აღზრდა ზოგად საექსპერიმენტულ ფონეტიკაში, ზოგად ენათმეცნიერებაში, გერმანისტიკაში, რომანისტიკაში, ინდოლოგიაში, ირანისტიკაში, ოსოლოგიაში.

მისი ნაშრომები „ზოგადი და ქართული ენის ფონეტიკის საკითხები“ (ტ. 1, 1938), „ზოგადი ფონეტიკის საფუძვლები“ (1949), „ზოგადი ფონეტიკის შესავალი“ (1956), გამოირჩევა ორიგინალობით და საკვანძო საკითხების ახლებურად გაშუქებით. ქართულ-ქართველური სპეციფიკური თანხმოვნების, თანხმოვანთა კომპლექსებისა და, საერთოდ, ბგერითი სისტემის შესწავლით მან მრავალი ახალი დებულება შემატა ზოგად ფონეტიკას. ქართული საენათმეცნიერო ტერმინოლოგიაში დამკვიდრდა ახვლედიანის შემოღებული არაერთი ტერმინი. ახვლედიანის ფონეტიკის პრაქტიკული გამოყენების - ლოგოპედიის მამამთავარია საქართველოში.

ახვლედიანმა გამოკვლევა მიუძღვნა ქართულ ენაზე მხატვრული თარგმნის თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებს. თარგმნიდა და გამოაქვეყნა ძველი ინდურიდან "დასაბამი ნივთთა" (ჰიმნი რიგვედიდან), ავესტურიდან „ავესტა“ (17 გათა); ქართულ ზღაპრებში მიაკვლია ინდურ სიუჟეტს („ავესტის თრაეტაონა და ქართული ზღაპრების თრითინო“, 1914).

ახვლედიანმა დიდი ამაგი დასდო ქართული საენათმეცნიერო ტერმინოლოგიის დადგენის საქმეს. თანამშრომლობდა „ქართული სალიტერატურო ენის ნორმების დამდგენ კომისიაში“ (1920-იდან); თავმჯდომარეობდა საქართველოს თეატრალური საზოგადოების სასცენო მეტყველების მეთოდურ საბჭოს. ახვლედიანის რედაქტორობით გამოიცა ოსური ენის აკადემირი გრამატიკა (ტ. 1-2, ორჯონიკიძე, 1963). დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, სხვა ორდენებითა და მედლებით.

თბილისის უნივერსიტეტის დამფუძნებელი პროფესორები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იასონ მოსეშვილივასილ კაკაბაძესოლომონ ქურდიანიგიორგი ახვლედიანიმიხეილ ზანდუკელიკორნელი კეკელიძეევგენი ჭოღოშვილიმიხეილ თაქთაქიშვილიგიორგი კონიაშვილიალექსანდრე დიდებულიძემიხეილ კონიაშვილინიკო მგელაძესერგო გორგაძეგრიგოლ ნათაძეანდრია ბენაშვილიივანე ჯავახიშვილინიკო ჩიგოგიძეTSU Founding Professors.jpg
ამ ფაილის შესახებ

ტრივია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • თბილისის 130-ე საშუალო სკოლა გიორგი ახვლედიანის სახელს ატარებს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • თბილისის უნივერსიტეტი - გიორგი ახვლედიანს (საიუბილეო კრ., მიძღვნილი გიორგი ახვლედიანის დაბადების 80 წლისთავისადმი), თბ., 1969;
  • ძიძიგური შ., გიორგი ახვლედიანი, თბ., 1967;
  • Жгенти С. М., Георгий Сариданович Ахвледиани (к 70-летию со дня рождения), «Фонетический сборник», 1959, т. 1;