9 აპრილი
იერსახე
<< | აპრილი | >> | ||||
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 |
8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 |
15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 |
22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 |
29 | 30 | |||||
2024 |
9 აპრილი — გრიგორიანული კალენდრის 99-ე დღე (ნაკიან წლებში — მე-100 დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 266 დღე.
დღის მოვლენები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1682 : ლა სალმა აღმოაჩინა მდინარე მისისიპის შესართავი
- 1770 : ჯეიმზ კუკმა აღმოაჩინა ბოტანის ყურე ავსტრალიასთან
- 1927 : ამუშავდა ზაჰესი, რომელმაც პირველი დენი მისცა თბილისს
- 1940 : გერმანული ჯარები შეიჭრნენ დანიასა და ნორვეგიაში
- 1989 : „9 აპრილის სისხლიანი კვირა“ — საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მიერ ორგანიზებული მრავალდღიანი ანტისამთავრობო მშვიდობიანი აქცია თბილისში სასტიკად იქნა დარბეული მოსკოვის კრემლის (უშუალოდ კომპარტიის ცკ-ს პოლიტბიუროს) მითითებით, საბჭოთა არმიის სპეციალურად გაგზავნილი სადესანტო შენაერთის მიერ (ორლესული სასანგრე ნიჩბების, მომწამლავი გაზისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით). ამ ბარბაროსული სადამსჯელო ოპერაციის შედეგად დაიღუპა 21 ადამიანი, დასახიჩრდა და მოიწამლა აქციის რამდენიმე ასეული მონაწილე. დაპატიმრებულ იქნენ აქციის ორგანიზატორები (მათ შორის, ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა), თბილისში გამოცხადდა საკომენდანტო საათი.
- 1991 : 31 მარტის საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი“
- 2009 : ოპოზიციის მიერ პარლამენტის წინ გამართულ მიტინგზე დაახლოებით 50 000 ადამიანი შეიკრიბა.
- 2010 :
- რიგით მე-18 შესწორება შევიდა პაკისტანის კონსტიტუციაში, რომლითაც პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნის უფლება ჩამოერთვა.
- გამოხცადდა უნუნსეპტიუმის პირველი წარმატებული სინთეზი, ქიმიური ელემენტი ატომური რიცხვით 117.
- 2017 : ბზობის დღესასწაულზე ეგვიპტეში კოპტურ ეკლესიებზე განხორციელებული ტერაქტები დროს 41 დაიღუპა და 136 ადამიანი დაშავდა.
- 2024 : საიმონ ჰარისი ირლანდიის ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი გახდა.
ამ დღეს დაბადებულნი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1821 : შარლ ბოდლერი — ფრანგი მწერალი.
- 1859 : იულიუს ჰარტი — გერმანელი მწერალი.
- 1830 : ედვარდ მეიბრიჯი — ინგლისელი ფოტოგრაფი.
- 1902 : ალექსანდრე ბარამიძე — ქართველი ლიტერატურათმცოდნე.
- 1933 : ჟან-პოლ ბელმონდო — ფრანგი კინომსახიობი.
- 1978 : ლევან ჭოლაძე — ქართველი დიპლომატი, საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე 2007-2008 წლებში.
- 1990 : კრისტენ სტიუარტი — ამერიკელი მსახიობი.
ამ დღეს გარდაცვლილნი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 491: ზენონი — ბიზანტიის იმპერატორი;
- 1553 : რაბლე, ფრანსუა — ფრანგი მწერალი
- 1626 : ბეკონი, ფრენსის — ინგლისელი ფილოსოფოსი
- 1928 : აწყურელი, დავით — ქართველი მსახიობი
- 1945 : კანარისი, ვილჰელმ — გერმანელი ადმირალი
დღესასწაულები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
- ბაჰაიზმი : ჯალალის დღესასწაული, ბაჰაისტური კალენდრის პირველი დღე
- საქართველო : სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღე
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სხვა თვეები