დავით გურგენიძე (ჰიდროტექნიკოსი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დავით გურგენიძე
დაბ. თარიღი 16 ოქტომბერი, 1963 (1963-10-16) (60 წლის)
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველო
მოქალაქეობა საქართველო
საქმიანობა
  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი
  • ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსი
ალმა-მატერი საქართველოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტი
სამეცნიერო წოდება
  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი
  • პროფესორი
ჯილდოები
  • ღირსების ორდენი (1999)
  • ოქროს ფრთა (2007)
  • საქართველოს დამსახურებული მშენებელი (2019)
  • „დამსახურება ლიეტუვისთვის“ - რაინდის ჯვარი (2022)
  • დანტე ალიგიერის ოქროს მედალი და დიპლომი (2023),
  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გიორგი ნიკოლაძის მედალი (2023)

დავით გურგენიძე (დ. 16 ოქტომბერი, 1963) — საქართველოს მოქალაქე, აკადემიკოსი, პროფესორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი.[1][2]

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1981–1983 წლებში დავით გურგენიძე სწავლობდა მოსკოვის ვ.ვ. კუიბიშევის სახელობის საინჟინრო სამშენებლო ინსტიტუტში. 1983–1987 წლებში სწავლა განაგრძო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის (ახლანდელი სტუ), ჰიდროტექნიკისა და სანტექნიკის ფაკულტეტზე, რომლის დასრულების შემდეგ მიენიჭა ინჟინერ ჰიდროტე­ქნიკოსის კვალიფიკაცია. 1999–2001 წლებში დავით გურგენიძე სწავლო­ბდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე, რის შემდეგაც მიე­ნიჭა სამოქალაქო სამართლის მაგის­ტრის ხარისხი.

სამეცნიერო წოდება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2006 წელს დავით გურგენიძე აირჩიეს საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის ნამდვილ წევრად, 2019 წელს —საქართველოს საინჟინრო აკადემიის ნამდვილ წევრად, 2021 წელს — საქართველოს იურიდიული აკადემიის ნამდვილ წევრად, 2023 წელს — საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილ წევრად, აკადემიკოსად.[3] 2024 წელს დავით გურგენიძეს მიენიჭა აზერბაიჯანის არქიტექტურისა და მშენებლობის უნივერსიტეტის (ბაქო) საპატიო დოქტორის წოდება.[4]

საერთაშორისო აღიარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2019 წლიდან აკადემიკოსი დავით გურგენიძე ი. ეგიაზაროვის სახელობის წყლის პრობლემებისა და ჰიდროტექნიკის ინსტიტუტის (სომხეთი) საპატიო დოქტორია, 2020 წლიდან ბელოსტოკის (პოლონეთი) ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორია.[5] 2021 წელს დავით გურგენიძეს მიენიჭა უკრაინის ეროვნულ საავიაციო უნივერსიტეტის და სომხეთის არქიტექტურისა და მშენებლობის ნაციონალური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1999 წელს დავით გურგენიძე სტუდენტი-ახალგაზრდობის აღზრდაში შეტანილი პირადი წვლილისთვის დაჯილდოვდა ღირსების ორდენით, საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 21 დეკემბრის N1518 განკარგულებით. 2007 წლის 24 მაისს „ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდმა“ დავით გურგენიძეს გადასცა ჯილდო „ოქროს ფრთა“, ნომინაციაში განსაკუთრებული საქველმოქმედო საქმიანობისა და კაცთმოყვარეობისათვის. 2019 წელს დავით გურგენიძეს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული მშენებლის წოდება.

2022 წლის 14 თებერვალს ლიეტუვის რესპუბლიკის კონსტიტუციის 84(22) მუხლის, სახელმწიფო ჯილდოების შესახებ კანონის მე-4(1) მუხლისა და პრეზიდენტ გიტანას ნაუსედას Nr 1K–863 განკარგულებით დავით გურგენიძე დაჯილდოვდა ლიეტუვის რესპუბლიკის სახელმწიფო ორდენით „დამსახურება ლიეტუვისთვის“ — რაინდის ჯვრით.[6] 2023 წელს დავით გურგენიძეს, საქართველოში იტალიური ენისა და კულტურის გავრცელებაში შეტანილი პირადი წვლილისთვის, დანტე ალიგიერის საზოგადოების რომის სათავო ოფისში გადაეცა საზოგადოების უმაღლესი ჯილდო — დანტე ალიგიერის ოქროს მედალი და დიპლომი. (იტალია).[7] 2023 წლის 27 სექტემბერს საქართველოს კულტურის ფონდის პრეზიდიუმმა, მეცნიერებისა და ეროვნული კულტურის განვითარების საქმეში გაწეული ღვაწლისთვის, მიანიჭა ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის პრემიის ლაურიატის საპატიო წოდება და დაჯილდოვა ბრინჯაოს მედლით. 2023 წლის 11 ოქტომბერს დაჯილდოვდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გიორგი ნიკოლაძის მედლით.

პროფესიული გამოცდილება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აკადემიკოს დავით გურგენიძის პროფესიული გამოცდილება მოიცავს როგორც საქართველოს, ისე საზღვარგარეთ დადგმული სიმძლავრეების (ჰიდროენერგეტიკული, ჰიდრომელიორაციული, ჰიდროკვანძებისა და თბოელექტროსადგურების) საექსპლუატაციო ანალიზსა და მონიტორინგს, აგრეთვე სხვადასხვა ენერგეტიკული, სამოქალაქო და სამრეწველო ობიექტის მშენებლობა-რეკონსტრუქციაში მონაწილეობას.

1980 წელს დაიწყო მუშაობა მცხეთის სამრეწველო კომბინატში მუშის პოზიციაზე, 1980–1981 წლებში — საქართველოს სოფლის მშენებლობის სამინისტროს #9 ტრესტში ზეინკალად. 1983–1987 წლებში ენგურჰესის მშენებლობაზეა, სადაც სამშენებლო რაზმების მეთაურია. 1986–1989 წლებში სპი-ის ჰიდროტექნიკისა და სანტექნიკის ფაკულტეტის კომკავშირის კომიტეტის მდივანია, სპი-ის კომკავშირის კომიტეტის მდივნის მოადგილე, თბილისის საქალაქო კომიტეტის მეცნიერებისა და ტექნიკის განყოფილების გამგე. 1990–1993 წლებში სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება "კომპლექსის " გენერალური დირექტორიის მოადგილეა (თბილისი). 1992–1994 წლებში — სს „ზოდიაქოს“ პრეზიდენტი (მოსკოვი). 1993–1997 ltd D.I.V.A გამგეობის თავმჯდომარე (ქ.ვენა, ავსტრია), ხოლო 1994–1996 წლებში მოსკოვის სს „ზოდიაქო“ და „კ“ კონცერნის თავმჯდომარეა. იმავე წლებში იყო მოსკოვის თეორიული და ექსპერიმენტული ფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი (სახელშეკრულებო თემა). 1997–1998 წლებში მუშაობდა სტუ-ის წყალმომარაგებისა და კანალიზაციის კათედრის გამგის მოადგილედ, ხოლო 1997–2001 წლებში თბილისის სს „მერკური −92“ გენერალური დირექტორია. 1998–2001 წლებში იყო სტუ-ის წარმოებისა და ბიზნესის ხელმშემწყობი „TEMPUS TACIS“ საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი, 2001–2003 წლებში კი — სტუ-ის ჰიდროსაინჟინრო ფაკულტეტის სახელმწიფო საგამოცდო კომისიის თავმჯდომარე. 2001–2004 წლებში საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრის მოადგილედ მუშაობდა. 2002–2005 წლებში იყო სტუ-ის წყალმომარაგებისა და კანალიზაციის კათედრის მეცნიერი თანამშრომელი, ხოლო 2005–2011 წლებში საქართველოს საინჟინრო აკადემიის მრჩეველად მოღვაწეობს. 2006–2007 წლებში სტუ-ის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის, თბოტექნიკისა და ჰიდროენერგეტიკის დეპარტამენტის, ხოლო 2012–2013 წლებში — სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის წყალმომარაგების, წყალარინების, თბოაირმომარაგებისა და შენობათა საინჟინრო აღჭურვის დეპარტამენტის მოწვეული სპეციალისტი. 2013 წლიდან სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის ჰიდროტექნიკისა და სამოქალაქო ინჟინერიის დეპარტამენტის პროფესორია. 2013–2015 წლებში სტუს-ის სასწავლო პროცესის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსია. 2015–2017 წლებში კი — სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი. 2017–2018 წლებში ხელმძღვანელობდა სტუ-ის სადოქტორო-საგანმანათლებლო პროგრამა „ჰიდროიჟინერიას“. 2017 წელს დაინიშნა საქართველოს პარლამენტის რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართვე­ლობის კომიტეტსა და საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრად. 2017–2020 წლებში სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანია.[8] 2020 წელს აირჩიეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორად[9][10]. 2020 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სარედაქციო-საგამომცემლო საბჭოს თავმჯდომარეა. ამავე წლიდან აშშ-ის სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მრჩეველთა საბჭოს წევრია. 2021-2022 წლებში საქართველოს პრეზიდენტის N 01/0101 განკარგულებით, საქართველოს ეროვნული პრემიის კომისიის წევრია, 2022 წლიდან კი — საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო, ტექნოლოგიური და საბუნებისმეტყველო, საუნივერისტეტო სადისერტაციო საბჭოს თავჯდომარე. 2022 წელს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტის N 02/30 ბრძანებით, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის ასოცირებული წევრია. 2023 წელს გახდა საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარე[11] და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის წევრი. ამავე წლიდან გახდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ფონდის მმართველი საბჭოს წევრი.

დავით გურგენიძე 107-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის[12], მათ შორის 2 გამოგონების, 10 მონოგრაფიის, 7 სახელმძღვანელოს, 8 დამხმარე სახელმძღვანელოსა და 1 ენციკლოპედიური ლექსიკონის (V ტომი) ავტორია. კოორდინაციას უწევდა და ამჟამადაც უწევს არაერთ საერთაშორისო საგრანტო პროექტს.

დავით გურგენიძის ხელმძღვანელობით დაცულია 10 სადოქტორო დისერტაცია.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. სტუ-ის ახალი რექტორი პროფესორი დავით გურგენიძე უფლებამოსილების აღსრულებას უახლოეს დღეებში დაიწყებს.
  2. რექტორები.
  3. აკადემიკოსები.
  4. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს აზერბაიჯანის არქიტექტურისა და მშენებლობის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა (26.01.2024).
  5. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს ბელოსტოკის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის საპატიო პროფესორის წოდება მიენიჭა.
  6. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე ლიეტუვას პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ სახელმწიფო ორდენით დააჯილდოვა.
  7. სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე დანტე ალიგიერის საზოგადოების ოქროს მედლით და დიპლომით დააჯილდოვეს..
  8. სტუ - საქართველოში დიდი ბრიტანეთის „სამოქალაქო ინჟინერთა ინსტიტუტის“ ოფიციალური წარმომადგენლობა გაიხსნება.
  9. სტუ-ის ახალი რექტორი პროფესორი დავით გურგენიძე უფლებამოსილების აღსრულებას უახლოეს დღეებში დაიწყებს.
  10. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე სტუდენტური პარლამენტის წარმომადგენლებს შეხვდა.
  11. საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციას ახალი თავმჯდომარე ჰყავს. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-08-10.
  12. Google Scholar - David Gurgenidze.