პაატა ბურჭულაძე
| პაატა ბურჭულაძე | |
|---|---|
|
| |
| ბიოგრაფია | |
| დაბ. თარიღი | 12 თებერვალი, 1955[1] [2] [3] (70 წლის) |
| დაბ. ადგილი | თბილისი[1] |
| საქმიანობა | საოპერო მომღერალი |
| პაატა ბურჭულაძე ვიკისაწყობში | |
პაატა ბურჭულაძე (დ. 12 თებერვალი 1955, თბილისი, სსრკ) — ქართველი ოპერის მომღერალი (ბანი), პოლიტიკოსი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ოპერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბურჭულაძემ მუსიკალური განათლება მიიღო თბილისში მუსიკის პედაგოგ ოლიმპი ჭელაშვლითან. უკვე როგორც მოწაფე დიდი წარმატებით მღეროდა თბილისის ოპერიისა და ბალეტის თეატრში. განსაკუთრებული ნიჭის გამო მიიღო სტიპენდია, რომელმაც მას საშუალება მისცა სწავლა გაეგრძელებინა მაინლანდში ჯულიეტა სიმიონატის და ედუარდო მულერის ხელმძღვანელობით.
უკვე 1981 წელს მოიპოვა პირველი ჯილდო მუსიკალურ კონკურსში Voci Verdiane (ბუსეტო, იტალია). 1982 წელს ოქროს მედლით გაიმარჯვა ცნობილ მოსკოვის ჩაიკოვსკის საერთაშორისო კონკურსში. 1985 გაიმარჯვა ლუჩიანო პავაროტის კონკურსში (ფილადელფია, აშშ). მნიშვნელოვან კონკურსებში მიღწეული წარმატებების შემდეგ შეძლო ევროპის და ჩრდილოეთი ამერიკის სცენებზე წარმატებული გზის გაგრძელება.
მისი სენსაციური დეპიუტი შედგა კოვენტ გარდენ ოპერაში, ლონდონში, სადაც შეასრულა რამფისის პარტია ოპერა „აიდაში“, ტენორი ვარსკლავის ლუჩანო პავაროტის რადამესის გვერდით. არანაკლები წარმატება ხვდა მილანის ლა სკალასა და ვენის სახელმწიფო ოპერაში. ჰერბერტ ფონ კარაიანმა მიიწვია ზალცბურგის ფესტივალზე, სადაც იგი შემდეგაც არაერთხელ გამოჩნდა საკონცერტო წარმოდგენებში. ბურჭულაძის კარიერის კიდევ ერთი მწვერვალი იყო მეტროპოლიტენის ოპერის თეატრში „ბორის გოდუნოვში“ მთავარი პარტიის შესრულება 1990-91 წლებში.
პოლიტიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2015 წლის ნოემბერში დააფუძნა ორგანიზაცია „საქართველოს განვითარების ფონდი“, რომლის მიზანი იყო „ქვეყნისთვის აქტუალური საკითხების განხილვა და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე დემოკრატიული ძალების კონსოლიდაცია“.[4][5] 2016 წლის მაისში ბურჭულაძემ დააარსა მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“, რომელმაც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა.
ჯილდოები და აღიარება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1983 — საქართველოს დამსახურებული არტისტი[6]
- 1985 — საქართველოს სახალხო არტისტი[7]
- 1987 — ლენინური კომკავშირის პრემია
- 1997 — ღირსების ორდენი
- 1998 — გერმანიის სახალხო არტისტის „კამერზინგერის“ წოდება
- 2001 — თბილისის საპატიო მოქალაქე
- 2003 — ღირსების ორდენი
- 2010 — წმიდა გიორგის ოქროს ორდენი[8]
- 2010 — ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი
- 2015 — საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საპატიო აკადემიკოსი
- არის ქუთაისის, ფოთის, რუსთავის, წინანდლის, ოდესის, თელ-ავივის საპატიო მოქალაქე
დისკოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Zahlreiche Recitals (არიები და Liedprogramme)
- "Ernani"(სილვა) პავაროტისთან და სუდერლანდთან ერთად
- "აიდა" (რამფისი) პავაროტისთან
- "La Forza del Destino" (პატრი გუარდიანი) კარერასთან
- "ევგენი ონეგინი" (გრემინი)
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- (ინგლისური) www.burchuladze.net დაარქივებული 2006-11-11 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek Record #132325381 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
- ↑ SNAC — 2010.
- ↑ საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი — 2001.
- ↑ პაატა ბურჭულაძემ საქართველოს განვითარების ფონდი დააფუძნა. Civil Georgia, 20 ნოე.'15.
- ↑ პაატა ბურჭულაძემ ორგანიზაცია "საქართველოს განვითარების ფონდი" დააფუძნა. „ტაბულა“, 12 ნოემბერი, 2015.
- ↑ საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს უწყებები. 1983. № 1. გვ. 7.
- ↑ საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს უწყებები. 1985. № 3. გვ. 16.
- ↑ პაატა ბურჭულაძეს მართლმადიდებლური ეკლესიის უმაღლესი ჯილდო _ წმინდა გიორგის ორდენი გადაეცემა
- დაბადებული 12 თებერვალი
- დაბადებული 1955
- თბილისში დაბადებულები
- ქართველი საოპერო მომღერლები
- XX საუკუნის საოპერო მომღერლები
- XXI საუკუნის საოპერო მომღერლები
- ქართველი პოლიტიკოსები
- პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის საერთაშორისო კონკურსის ლაურეატები
- ლენინური კომკავშირის პრემიის ლაურეატები
- საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტები
- საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არტისტები
- თბილისის საპატიო მოქალაქეები (2001)
- საქართველოს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალრები
- საქართველოს ღირსების ორდენის კავალრები
- ბურჭულაძეები
- შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატები
- ცოცხალი ადამიანები