ნოდარ ცინცაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ნოდარ ცინცაძე
ნოდარ ცინცაძე.jpg
დაბ. თარიღი 22 თებერვალი, 1930(1930-02-22)
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდ. თარიღი 22 ივნისი, 2020(2020-06-22) (90 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი
მოქალაქეობა Flag of the Soviet Union.svg სსრკ
Flag of Georgia.svg საქართველო
საქმიანობა ფიზიკა
მუშაობის ადგილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ლაჰორის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჯილდოები ღირსების ორდენი და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი

ნოდარ ცინცაძე (დ. 22 თებერვალი, 1930, თბილისი — გ. 22 ივნისი, 2020,[1] იქვე) — ქართველი მეცნიერი, ფიზიკოსი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1988), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (2001). საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე. ჰიროსიმის უნივერსიტეტის საპატიო წევრი.

1955 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი. 1960-2006 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პლაზმური ფიზიკის განყოფილების უფროსი; 1960-1969 — წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის თეორიული ფიზიკის კათედრის დოცენტი; 1965-1993 წლებში — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეორიული ფიზიკის კათედრის გამგე; 2004 წლიდან — პაკისტანის ლაჰორის უნივერსიტეტის პროფესორი; 2006 წლიდან იყო ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი.

არის სამასზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, აგრეთვე ორი მონოგრაფიის: „Релятивистские нелинейные эффекты в плазме“ (1989) და „10th European School on Plasma Physics“ (World Scientific, 1991). მსოფლიოს პლაზმის ფიზიკის საბჭოს წევრი. მიღებული აქვს ხვარაზმის საერთაშორისო სამეცნიერო პრემია, ღირსების ორდენი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]