შინაარსზე გადასვლა

ომარ გოგიაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გოგიაშვილი.
ომარ გოგიაშვილი
დაბადების სახელი ომარ გოგიაშვილი
დაბადების თარიღი 22 ოქტომბერი, 1941 (1941-10-22) (83 წლის)
თბილისი
ეროვნება ქართველი
საქმიანობა პოლიტიკის მეცნიერი
მეუღლე(ები) მანანა შიხაშვილი

ომარ გიორგის ძე გოგიაშვილი (დ. 22 ოქტომბერი, 1941, თბილისი) — ქართველი პოლიტიკის მეცნიერი; ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი (1987), პროფესორი (1988), საქართველოს განათლების აკადემიის წევრი და დამფუძნებელი (1996).

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1964 წელს. 1964-1973 წლებში ეწეოდა კომკავშირულ საქმიანობას; 1973 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე; 1975-1979 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის კათედრის გამგე; 1998-2006 წლებში მეცნიერებათა კვლევის ცენტრის დირექტორი; 1984-2005 წლებში საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიის რექტორი; 2007-2009 წლებში ი. ჭავჭავაძის სახელობის თბილისის უნივერსიტეტის პროფესორი; 2009 წლიდან საქართველოს საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტის პროფესორი; იკვლევს შრომის ორგანიზაციის, სოციალურ, პოლიტიკისა და ქართული პოლიტიკის მეცნიერების აზროვნების საკითხებს.

  • ქართული სახელმწიფოს იდეოლოგები : ილია ჭავჭავაძე და ივანე ჯავახიშვილი (ავტორი). - თბილისი, სახ. უნ-ტის გამ-ბა, 2002.
  • პოლიტოლოგია (თანაავტორი). - თბილისი, უნივერსალი, 2001.
  • ივანე ჯავახიშვილი და ახალი ქართული სახელმწიფოებრიობა : პოლიტოლოგიური ძიებანი (თანაავტორი). - თბილისი, "სამშობლოს" სტ., 1998.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]