ფედერიკო მაიორ სარაგოსა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ფედერიკო მაიორ სარაგოსა
ფედერიკო მაიორ სარაგოსა
იუნესკოს გენერალური დირექტორი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1987 – 1999
წინამორბედიამადუ-მაჰთარ მ’ბოუ
მემკვიდრეკიოტირო მაცურა

დაბადებული27 იანვარი, 1934
ბარსელონა, ესპანეთი
მოქალაქეობაესპანეთის დროშა ესპანეთი
განათლებაკომპუტენსეს უნივერსიტეტი
მადრიდის ავტონომიური უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხიფარმაკოლოგიის დოქტორი
საქმიანობაპოლიტიკოსი, მწერალი, პოეტი, საზოგადო მოღვაწე

ფედერიკო მაიორ სარაგოსა (ესპ. Federico Mayor Zaragoza; დ. 27 იანვარი, 1934, ბარსელონა, ესპანეთი) — ესპანელი პოლიტიკოსი, მწერალი, პოეტი და საზოგადო მოღვაწე. იუნესკოს გენერალური დირექტორი 1987-1999 წლებში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1934 წელს ბარსელონაში. 1956 წელს დაამთავრა კომპუტენსეს უნივერსიტეტი ბიოქიმიის სპეციალობით. 2 წლის შემდეგ აქვე დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ფარმაკოლოგიაში. 30 წლის ასაკში გახდა გრანადის უნივერსიტეტის ბიოქიმიის ფაკულტეტის პროფესორი. 1968-1972 წლებში იყო ამავე უნივერსიტეტის რექტორი. 1973 წლიდან მადრიდის ავტონომიური უნივერსიტეტის ბიოქიმიის პროფესორია. 1974 წელს დააარსა სევერო ოჩოას სახელობის მოლეკულური ბიოლოგიის ცენტრი[1].

პოლიტიკური კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სხვადასხვა დროს ეკავა მაღალი თანამდებობები საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებაში: ესპანეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე (1974-1975 წწ.), ესპანეთის მთავრობის მეთაურის მრჩეველი (1977-1978 წწ.), ესპანეთის პარლამენტის დეპუტატი გრანადის საარჩევნო ოლქიდან (1977-1978 წწ.), განათლებისა და მეცნიერების მინისტრი (1981-1982 წწ.), ევროპის პარლამენტის დეპუტატი ესპანეთიდან (1987-1989 წწ.).

1978 წლიდან იუნესკოს გენერალური მდივნის მოადგილეა, ხოლო 1987-1999 წლებში გენერალური დირექტორი. 1997 წელს მისი ინიციატივით და იუნესკოს პატრონაჟით თბილისში გაიმართა პირველი მსოფლიო საყმაწვილო დელფიადა[2].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Federico Mayor Zaragoza. // fund-culturadepaz.org. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-06-08. წაკითხვის თარიღი: 2012-4-4.(ინგლისური)
  2. რუსუდან მუხიგულაშვილი, დელფიადა უხმობს მუზებს, გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, თბილისი, 1997, 25 აპრილი, N94 (2467), გვ 1, 8