გიორგი ძოწენიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გიორგი ძოწენიძე
Georgi Dzotsenidze 1970.jpg
დაბ. თარიღი 10 (23) თებერვალი 1910
დაბ. ადგილი ქუთაისი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია[1]
გარდ. თარიღი 5 მაისი 1976(1976-05-05) (66 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
დასაფლავებულია საბურთალოს პანთეონი
მოქალაქეობა Flag of Russia.svg რუსეთის იმპერია
Flag of Georgia (1918–1921).svg საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
Flag of the Soviet Union.svg სსრკ
სამეცნიერო სფერო გეოლოგია
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი გეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები სტალინური პრემია, ლენინის ორდენი, ოქტომბრის რევოლუციის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი და ლენინური პრემია

გიორგი სამსონის ძე ძოწენიძე (დ. 23 თებერვალი [ძვ. სტ. 10 თებერვალი], 1910, ქუთაისი, — გ. 5 მაისი 1976, თბილისი) — ქართველი გეოლოგი. სახელმწიფო და პარტიული მოღვაწე. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1968). საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1955). გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1947), პროფესორი (1948). სკკპ წევრი 1940 წლიდან. 1957-1959 წლებში გიორგი ძოწენიძე იყო თსუ-ის მინერალოგიისა და პეტროგრაფიის კათედრის გამგე, ხოლო 1958-1959 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის პასუხსაგებ მოვალეობას ასრულებდა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გიორგი ძოწენიძე დაიბადა ქალაქ ქუთაისში, მუშის ოჯახში. 1925 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა და სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც 1929 წელს წარმატებით დაასრულა. ცნობილმა გეოლოგმა ალექსანდრე თვალჭრელიძემ იგი სწავლის პერიოდში მიიწვია ლაბორანტად მინერალოგია-პეტროგრაფიის კათედრაზე, ხოლო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ძოწენიძემ – ასპირანტურაში განაგრძო სწავლა. აქ იგი წლების მანძილზე მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე. ქართული გეოლოგიური სკოლის ჩამოყალიბების პირველ პერიოდში მის ცნობილ დამაარსებლებს ალექსანდრე ჯანელიძეს, ალექსანდრე თვალჭრელიძეს და კალისტრატე გაბუნიას — გიორგი ძოწენიძის პირველ მასწავლებლებს — არ ჰყოფნიდათ კვალიფიციური კადრები იმ მრავალი პრობლემის გადასაჭრელად, რომელიც სამამულო გეოლოგიის წინაშე იდგა. ამიტომ კათედრაზე მუშაობის პარალელურად ძოწენიძე სათავეში ჩაუდგა საველე გეოლოგიურ პარტიებს, რომლებიც იმხანად სხვადასხვა სასარგებლო წიაღისეულ საბადოებს ეძიებდნენ, რათა ისინი შეესწავლათ და ხალხის სამსახურში ჩაეყენებინათ.

მრავალმხრივი იყო გიორგი ძოწენიძის მეცნიერული ინტერესები, მაგრამ მან იმთავითვე თავისი მოღვაწეობის ძირითად მიმართულებად პალეოვულკანოლოგია და დანალექ ქანთა კვლევა აირჩია. მან გამოიკვლია ზემო რაჭისა და ქვემო სვანეთის დარიშხანი, ზემო სვანეთის ანთიმონიტი, აჭარის გოგირდ-კოლჩედანი, საქართველოს სხვადასხვა კუთხის პოლიმეტალები, აგრეთვე ბარიტის, ფოსფორის, ნალციმის და და მრავალი სხვა საბადო.

მისი პირველ ფუნდამენტურ ნაშრომს პალეოვულკანოლოგიაში წარმოადგენს 1938 წელს გამოქვეყნებული ნაშრომი „საქართველოს შუაიურული ვულკანოგენური წყების პეტროგრაფიის შესახებ“. აქ მან პირველმა აღნიშნა კავკასიონზე თავისებური ვულკანიტების, სპილიტების არსებობა, ამასთან დაადგინა, რომ სპილიტები აღნიშნული წყების მხოლოდ ქვედა ჰორიზონტებს ქმნიან, დამაჯერებლად აჩვენა, რომ იურული ვულკანური წარმონაქმნები წარმოადგენენ კირტუტიანი ვულკანიზმის კანონზომიერი განვითარების სურათს.

მომდევნო წლებში გიორგი ძოწენიძე გატაცებით აგრძელებდა საქართველოს მიოცენამდელი წარმონაქმნების შედარებით შესწავლას, განსაკუთრებით ფართოდ აშუქებდა მათ პეტროქიმიურ ბუნებას და ვულკანიზმის ევოლუციის ხასიათს. ამ მრავალწლიანი გამოკვლევების ციკლის დამაგვირგვინებელი იყო 1948 წელს გამოქვეყნებული მონოგრაფია — „საქართველოს მიოცენამდელი ეფუზიური ვულკანიზმი“. ამ შესანიშნავმა ნაშრომმა დიდი როლი შეასრულა სამამულო პეტროლოგიის განვითარებაში∙ ამიტომაც იყო, რომ ძოწენიძეს 1950 წელს სტალინური პრემია მიენიჭა.

თვალსაჩინოა გიორგი ძოწენიძის დამსახურება საქართველოს დანალექი წყებების კვლევის საქმეში. ამ მიზნით მან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიის ინსტიტუტში ჩამოაყალიბა ლითოლოგიის განყოფილება. მისი ხელმძღვანელობით და მისივე უშუალო მონაწილეობით ტარდებოდა საქართველოს დანალექი ფორმაციების ლითოლოგიური შესწავლა. ამ სფეროში მნიშვნელოვანი ნაშრომების რიცხვს მიეკუთვნება 1961 წელს გამოქვეყნებული მისი მონოგრაფია — „საქართველოს შუაიურული ნახშირიანი ნალექების ზოლის ლითოლოგია და პალეოგეოგრაფია“. მნიშვნელოვანია გამოკვლევები, რომლებიც მან მიუძღვნა გეოლოგიაში სრულიად ახალ მეცნიერულ მიმართულებას — ვულკანიზმის როლს დანალექი ქანებისა და მადანთწარმოებაში∙

ძოწენიძე იყო ვულკანოლოგთა და სედიმენტოლოგთა საერთაშორისო ასოციაციის (1970), ბულგარეთის (1971) და ლონდონის (1975) გეოლოგიისა და აშშ-ის (1971) გეოგრაფიის საზოგადოებების წევრი.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გიორგი ძოწენიძე დაჯილდოებული იყო 3 ლენინის ორდენით, შრომის წითელი დროშის ორდენითა და მედლებით.

თხზულებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Домиоценовый эффузивный вулканизм Грузии, Тбилиси, 1948;
  • Литология батских отложений Окрибы, Тбилиси, 1956 (совм. с др.);
  • Влияние вулканизма на образование осадков, М., 1965.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]