გიორგი ხაჭაპურიძე
გიორგი ხაჭაპურიძე | |
---|---|
დაბ. თარიღი | 6 ივნისი, 1892, 18 ივნისი, 1892 ან 1892[1] |
დაბ. ადგილი | ჭანიეთი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია ან ქუთაისის გუბერნია |
გარდ. თარიღი | 1 ოქტომბერი, 1957 ან 1957[1] |
გარდ. ადგილი | თბილისი |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია სსრკ |
საქმიანობა | ისტორიკოსი, მეცნიერი, უნივერსიტეტის პროფესორი[1] და სამეცნიერო მუშაკი[1] |
მუშაობის ადგილი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მოსკოვის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი |
ჯილდოები | ლენინის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი, მედალი „კავკასიის დაცვისათვის“ და მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გმირული შრომისათვის“ |
გიორგი ხაჭაპურიძე (დ. 6 ივნისი, 1892, ჭანიეთი, ოზურგეთის მაზრა, ქუთაისის გუბერნია — გ. 1 ოქტომბერი, 1957, თბილისი, საქართველოს სსრ[2][3]) — ქართველი ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1935), სსრკ-ის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1939), საქართველოს სსრ-ის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1941). ძირითადად იკვლევდა XIX საუკუნისა და საბჭოთა პერიოდის საქართველოს ისტორიას.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა 1892 წელს ლიხაურის თემის სოფელ ჭანიეთში, სამხედრო ოფიცრის, ვასილ ხაჭაპურიძისა და მარიამ ანთიძის ოჯახში. ჰყავდა ოთხი დედმამიშვილი. სწავლობდა ქაქუთის დაწყებით სკოლაში. შემდეგ მამამისი, რომელიც სამხედრო მოსამსახურე იყო, ერევანში გადაიყვანეს. იქ დაამთავრა გიმნაზია. 1913 წელს შევიდა მოსკოვის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1920 წელს. 1917-20 წლებში მუშაობდა რსფსრ განათლების სახალხო კომისარიატში. 1921 წელს დაბრუნდა საქართველოში და დაინიშნა პოლიტიკურ-საგანმანათლებლო სამსახურში. 1924-1929 წლებში ხელმძღვანელობდა კომპარტიის სკოლას. 1929 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სხვადასხვა თანამდებობებზე. 1929-1933 წლებში მუშაობდა ამიერკავკასიის კომუნისტური უნივერსიტეტის პრორექტორად, 1934-1935 წლებში იყო მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის თბილისის ფილიალის დირექტორის მოადგილე. 1937-42 წლებში იყო თსუ-ს პრორექტორი ჯერ სასწავლო, შემდეგ სამეცნიერო დარგში. 1943 წლიდან იყო ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის საბჭოთა პერიოდის ისტორიის განყოფილების გამგე.
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველო XIX საუკუნის პირველ ნახევარში, თბილისი, 1958
- ქართველი ხალხის ბრძოლა საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისთვის, თბილისი, 1957
- რუსეთთან საქართველოს შეერთების ისტორიული მნიშვნელობა, თბილისი, 1955
- 1905-1907 წლების რევოლუცია საქართველოში - თბილისი, სახელგამი, 1955. - 108 გვ.
- საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვება საქართველოში - თბილისი, სახელგამი, 1954. - 440 გვ.
- საქართველოს XIX და XX საუკუნეთა ისტორია - თბილისი, სახელგამი, 1940. - 204 გვ.
- თვითმპყრობელობა და ნაციონალურ-კოლონიური პოლიტიკა და გლეხთა მოძრაობანი საქართველოში, ტფილისი, 1933
- გლეხთა მოძრაობანი საქართველოში XIX საუკუნეში - ტფილისი, სახელგამი, 1932. - 191 გვ.
- გურიის აჯანყება 1841 წელს - ტფილისი, სახელგამი, 1931. - 105 გვ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კაჭარავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 446.
- ლომჯარია ს, „სოფელო ჩემო“, თბილისი: „მერიდიანი“, 2012. — გვ. 232-233, ISBN 978-9941-10-560-9.
- დუდუჩავა ი., ცხვარიაშვილი ი., „გიორგი ხაჭაპურიძე, ბიბლიოგრაფია“, თბილისი, 1980
- კაჭარავა ი. „ქართული ისტორიოგრაფიის საკითხები“, თბილისი, 1962
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 Czech National Authority Database
- ↑ გაზ. „კომუნისტი“, №233, 2 ოქტომბერი, 1957
- ↑ გაზ. „კომუნისტი“, №234, 3 ოქტომბერი, 1957
- დაბადებული 6 ივნისი
- დაბადებული 1892
- დაბადებული 18 ივნისი
- გარდაცვლილი 1 ოქტომბერი
- გარდაცვლილი 1957
- თბილისში გარდაცვლილები
- ლენინის ორდენის კავალრები
- შრომის წითელი დროშის ორდენის კავალრები
- კავკასიის დაცვისათვის მედლით დაჯილდოებულები
- 1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში მამაცური შრომისათვის მედლით დაჯილდოებულები
- საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსები
- ქართველი ისტორიკოსები
- ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დაბადებულები
- საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის წევრები
- საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსები