ბორის კუფტინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბორის კუფტინი
დაბ. თარიღი 21 იანვარი (2 თებერვალი), 1892
დაბ. ადგილი სამარა[1]
გარდ. თარიღი 2 აგვისტო, 1953(1953-08-02)[1] (61 წლის)
გარდ. ადგილი იურმალა
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 სსრკ
საქმიანობა ანთროპოლოგი, არქეოლოგი და ეთნოგრაფი
მუშაობის ადგილი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი და სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი
ალმა-მატერი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჯილდოები სტალინური პრემია

ბორის ალექსის ძე კუფტინი (რუს. Борис Алексеевич Куфтин; დ. 2 თებერვალი[ ძვ. სტ. 21 იანვარი], 1892, სამარა — გ. 2 აგვისტო, 1953, იურმალა) — რუსი არქეოლოგი და ეთნოგრაფი. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1946).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1911 წელს ბორის კუფტინი გარიცხეს მოსკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტიდან სტუდენტურ რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობის გამო. 1913 წლამდე იმყოფებოდა ემიგრაციაში და ცხოვრობდა დასავლეთ ევროპაში.

1919 წლიდან მოსკოვის უნივერსიტეტის პედაგოგი. კუფტინი კითხულობდა კურსებს ეთნოგრაფიის შესახებ პრაქტიკულად სსრკ-ის თითქმის ყველა რეგიონში, ასევე ლექციებს თეორიულ ეთნოგრაფიაზე, სამუზეუმო მუშაობის მეთოდებზე, ატარებდა საველე სემინარებს და ა. შ. 1919 წლის გაზაფხულზე დიმიტრი ანუჩინმა კუფტინს შესთავაზა კუფტინს, რომელმაც უკვე ჩააბარა გამოცდები მაგისტრის ხარისხისათვის, წაეკითხა კურსები ეთნოლოგიაში. ანუჩინის გარდაცვალების შემდეგ მას განყოფილებაში მთელი ეთნოლოგიური ციკლის მართვა დაევალა.

1930 წლის 27 სექტემბერს დააპატიმრეს კონტრრევოლუციური საქმიანობის ბრალდებით და სამი წლის ვადით გადაასახლეს ჩრდილოეთში, ვოლოგდაში.

1933 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში. კუფტინის პირველი შრომები ეხება რსფსრ და უკრაინის სსრ ხალხთა ეთნოგრაფიასა და არქეოლოგიას. 1933 წლიდან ძირითადად საქართველოს არქეოლოგიურ ძეგლებს იკვლევდა. წარმატებით მუშაობდა საქართველოს და კავკასიის ნივთიერი კულტურის ისტორიულ პერიოდიზაციისა და ქრონოლოგიის საკითხებზე. აღმოაჩინა და 1936-1940 წლებში შეისწავლა თრიალეთის კულტურა, შედეგები გამოაქვეყნა ნაშრომში „არქეოლოგიური გათხრები თრიალეთში“ (ტ. 1, 1941), რომელსაც 1942 წელს სახელმწიფო პრემია მიენიჭა. დასავლეთ საქართველოს არქეოლოგიური ძეგლების შესწავლის შედეგები აისახა კუფტინის ორტომიან ნაშრომში „მასალები კოლხეთის არქეოლოგიისათვის“ (1949–1950).

1944 წელს აირჩიეს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად, ხოლო 1946 წლიდან საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსია. მუშაობდა ე. წ. სამხრეთ ოსეთში, იმერეთში, სწავლობდა აფხაზეთის დოლმენებს. მან პირველად გამოყო და აღწერა კავკასიის ორი უმნიშვნელოვანესი, თრიალეთისა და მტკვარ-არაქსის კულტურა. 1952 წელს, სამხრეთ-თურქმენული კომპლექსური არქეოლოგიური ექსპედიციის შემადგენლობაში მუშაობისას, მიიღო მნიშვნელოვანი მონაცემები ცენტრალური აზიის უძველესი ისტორიის გასარკვევად (ანაუ, ნამაზგა-თეფე, აქ-თეფე).

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეუღლე იყო უკრაინელი საბჭოთა პიანისტი, მასწავლებელი, ფოლკლორისტი, მუსიკალური მოღვაწე ვალენტინა სტეშენკო-კუფტინა (1904-1953 წწ).

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Материалы к археологии Колхиды, Т. 2 : Археологические изыскания в Рионской низменности на Черноморском побережьи 1935 и 1936 годов. - Тбилиси, Техника да Шрома, 1950
  • ქართული კულტურის უძველესი კერა თრიალეთში : თბილისში წაკითხული საჯარო ლექციის სტენოგრამა, თბ., 1949
  • Материалы к археологии Колхиды, Т. I : Абхазская археологическая экспедиция 1934 года под руководством академика И.И. Мещанинова. Три этапа истории культурного и этнического формирования дофеодальной Абхазии. - Тбилиси, Техника да Шрома, 1949
  • Археологические раскопки 1947 года в Цалкинском районе, Тбилиси, Изд-во и тип. АН ГССР, 1948
  • Археологические раскопки в Триалети, Кн. 1 : Опыт периодизации памятников,Тбилиси, АН Грузии, 1941

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბორის კუფტინისაქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
  • Памяти Б. А. Куфтина, «Вестник древней истории», 1954, № 2 (ახლავს კუფტინის შრომების სია).
  • Дебец Г. Ф. Памяти Б. А. Куфтина // «Советская этнография», 1954, № 1 (приведен список трудов К.);
  • Массон М. Е. Б. А. Куфтин // «Известия Академии наук Туркменской ССР», 1954, № 1;
  • Формозов А. А. Следопыты земли московской. М., 1988;
  • Джапаридзе О. М. К 100-летию со дня рождения академика Б. А. Куфтина // «Российская археология», 1993, № 3;
  • Алымов С. С., Решетов А. М. Б. А. Куфтин: изломы жизненного пути // «Репрессированные этнографы» 2-е изд. М., 2003;

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]