ლეონიდე გაბუნია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლეონიდე გაბუნია
დაბ. თარიღი 13 სექტემბერი, 1920
დაბ. ადგილი ირკუტსკი, რუსეთი
გარდ. თარიღი 2001
გარდ. ადგილი თბილისი
მოქალაქეობა Flag of the Soviet Union.svg სსრკ
Flag of Georgia.svg საქართველო
სამეცნიერო სფერო გეოლოგია
პალეონტოლოგია
ალმა-მატერი საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი

ლეონიდე კალისტრატეს ძე გაბუნია (დ. 1920 — გ. 2001) — ქართველი პალეონტოლოგი. გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1954), პროფესორი (1959). საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1969).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტი (1943). 1946-1950 წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიისა და მინერალოგიის ინსტიტუტში. მრავალი გამოკვლევა მიუძღვნა კავკასიის ოლიგოცენურ და შუა მიოცენურ ხერხემლიანებსა და ჰიპარიონულ ფაუნას.

გამოქვეყნებული აქვს შრომები პალეონტოლოგიის თეორიულ პრობლემებზე და მეცნიერულ ისტორიის საკითხებზე. ბენარის ოლიგოცენური ხერხემლიანების გამოკვლევისათვის (1964 წ.) მიენიჭა მოსკოვის ბუნებისმეტყველთა საზოგადოების საპატიო დიპლომი და ამავე საზოგადოების ლაურეატობა (1966). 1997 წელს საქართველოში პალეონტოლოგიისა და გეოლოგიის მეცნიერებაში შეტანილი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისათვის დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.[1] ხელმძღვანელობდა პალეონტოლოგიურ ექსპედიციებს ყუბანისპირეთსა და აღმოსავლეთ საქართველოში. საფრანგეთის გეოლოგიური საზოგადოების ნამდვილი წევრი (1967), აშშ-ის ხერხემლიანთა პალეონტოლოგიის საზოგადოების წევრი (1972) და სხვ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]